თბილისის მერის ცოლი, დიზაინერი ანუკი არეშიძე "ინსტაგრამზე" ახალშობილი ნიკოლა კალაძის პირველ ფოტოს აქვეყნებს. სურათის კომენტარებში არეშიძეს შვილის შეძენას უამრავი ადამიანი ულოცავს, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - ლელა წურწუმია, გვანცა დარასელია, მანიკა ასათიანი, თაკო ჩხეიძე...
ნიკოლა კალაძე 4 სექტემბერს, საკეისრო კვეთით პარიზში დაიბადა. ახალშობილი 3 290 გრამს იწონიდა. მოგვიანებით, "ფეისბუქზე" კახა კალაძემ სამშობიაროს პალატაში გადაღებული ფოტო გააზიარა, სადაც ის ანუკისთან და ოთხივე შვილთან ერთად არის გადაღებული.