სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი სპიკერები ციფრული მარკეტინგის შესახებ ღონისძიებას გამართავენ
ცნობილი სპიკერები ციფრული მარკეტინგის შესახებ ღონისძიებას გამართავენ

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ანა­ლო­გი­უ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და მარ­კე­ტინ­გი სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით კი­დევ ერთი ივენ­თი გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც სპი­კე­რე­ბი იმა­ზე ისა­უბ­რე­ბენ, თუ რა არის ზო­გა­დად ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია, რა­ტომ გახ­და ის 21-ე სა­უ­კუ­ნის ბიზ­ნე­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის­თვის.

ზო­გა­დად, ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი მო­ი­ცავს ისეთ მარ­კე­ტინ­გულ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ზიდ­ვა­სა და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის გა­ყიდ­ვას. მას ტრა­დი­ცი­ულ­თან შე­და­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ცალ­სა­ხა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. ის გა­ცი­ლე­ბით უფრო ხარ­ჯე­ფექ­ტუ­რია, ვიდ­რე ტრა­დი­ცი­უ­ლი მარ­კე­ტინ­გი. ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მო­ვახ­დი­ნოთ ფო­კუ­სი­რე­ბა ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ სეგ­მენტზე და შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გავ­ზარ­დოთ ამა თუ იმ კამ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა. ად­ვი­ლია შე­დე­გე­ბის დათ­ვლა და ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბაც. მა­გა­ლი­თად, ზუს­ტად ვი­ცით, რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა ნახა ჩვე­ნი რეკ­ლა­მა.

ციფ­რულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი მარ­კე­ტინ­გულ ივენთზე „ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“, რო­მე­ლიც 11 სექ­ტემ­ბერს, 18:30 სა­ათ­ზე „ტერ­მი­ნალ­ში“ (აბა­ში­ძის ქუჩა # 34) გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის პრო­ექტ, „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა წიგ­ნის, სა­ხელ­წო­დე­ბით - Hegarty on advertising მოკ­ლე პრე­ზენ­ტა­ცია, წიგნ­ზე ისა­უბ­რებს კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო Windfor’s-ის დი­რექ­ტო­რი, ვატო ქავ­თა­რა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სპი­კე­რებს, ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­უ­ძღვე­ბი­ან:

ჯე­იმს სეთი – Leavingstone -ის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, თე­მით - Baby Otters and Girls in Thongs;

ანუ­ნა ბუ­კია - Copeshia-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თე­მით - ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის და სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბი.

და­ვით ხოს­როშ­ვი­ლი - Wifisher-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თე­მით - ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი და ანა­ლი­ტი­კა ბიზ­ნე­სის­თვის;

კახა მაღ­რა­ძე - Gepra-ს უფ­რო­სი პარტნი­ო­რი, თე­მით - პი­ა­რის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი;

ბასა მეტ­რე­ვე­ლი & ლე­ვან კე­ცხო­ვე­ლი - Redberry - ის ციფ­რუ­ლი პრო­დუქტ-ჯგუ­ფის უფ­რო­სი/ მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მომ­ხმა­რე­ბელ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის დი­რექ­ტო­რი, თე­მით - ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო

ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი სპი­კე­რი ბასა მეტ­რე­ვე­ლი, რო­მე­ლიც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ლე­ვან კე­ცხო­ველ­თან ერ­თად წარ­სდგე­ბა, „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ მათი პრე­ზენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

„ჩვენ ვა­პი­რებთ მო­გიყ­ვეთ რა არის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია და რა­ტომ გახ­და ის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ბიზ­ნე­სი­სათ­ვის. ვი­სა­უბ­რებთ რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქე­ი­სის შე­სა­ხებ, რო­გორც მსოფ­ლიო, ისე სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე. რაც მთა­ვა­რია, მო­გიყ­ვე­ბით რო­გორ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ სა­კუ­თა­რი თავი, რო­გორც ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ და დღეს რო­გორ ვეხ­მა­რე­ბით ჩვენს კლი­ენ­ტებს, რათა წარ­მა­ტე­ბუ­ლად შეძ­ლონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია“,- აცხა­დებს ბასა მეტ­რე­ვე­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა სტუ­მარს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მა წიგ­ნე­ბი „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ სე­რი­ი­დან.

პრო­ექ­ტი „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის სე­რი­აა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს ბესტსე­ლე­რე­ბის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. სე­რია აერ­თი­ა­ნებს ისე­თი ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: დე­ვიდ ალე­ნი, გაი კა­ვა­სა­კი, ერიკ რისი, ჯონ კინ­გი, ბრა­ი­ან თრე­ი­სი, და სხვა.

ლურ­ჯი ოკე­ა­ნის წიგ­ნე­ბი: http://blueocean.ge/

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/2049923961987004/

ბი­ლე­თის შე­სა­ძე­ნად: https://tkt.ge/ka/event/cifruli-komunikacia-cvlilebebistvis-157771

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

ცნობილი სპიკერები ციფრული მარკეტინგის შესახებ ღონისძიებას გამართავენ

ცნობილი სპიკერები ციფრული მარკეტინგის შესახებ ღონისძიებას გამართავენ

თანამედროვე მსოფლიოს ანალოგიურად, საქართველოშიც ციფრული კომუნიკაცია და მარკეტინგი სულ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ ამიტომ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით კიდევ ერთი ივენთი გაიმართება, სადაც სპიკერები იმაზე ისაუბრებენ, თუ რა არის ზოგადად ციფრული ტრანსფორმაცია, რატომ გახდა ის 21-ე საუკუნის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი წარმატებისთვის.

ზოგადად, ციფრული მარკეტინგი მოიცავს ისეთ მარკეტინგულ საქმიანობას, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებს მომხმარებლების მოზიდვასა და შეთავაზებების გაყიდვას. მას ტრადიციულთან შედარებით რამდენიმე ცალსახა უპირატესობა აქვს. ის გაცილებით უფრო ხარჯეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი. ციფრული მარკეტინგი საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ფოკუსირება ძალიან კონკრეტულ სეგმენტზე და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ამა თუ იმ კამპანიის პროდუქტიულობა. ადვილია შედეგების დათვლა და ანალიზის გაკეთებაც. მაგალითად, ზუსტად ვიცით, რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი რეკლამა.

ციფრულ კომუნიკაციაზე იქნება საუბარი მარკეტინგულ ივენთზე „ციფრული კომუნიკაცია ცვლილებებისთვის“, რომელიც 11 სექტემბერს, 18:30 საათზე „ტერმინალში“ (აბაშიძის ქუჩა # 34) გაიმართება. ღონისძიება ტარდება ბიზნესლიტერატურის პროექტ, „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება წიგნის, სახელწოდებით - Hegarty on advertising მოკლე პრეზენტაცია, წიგნზე ისაუბრებს კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის დირექტორი, ვატო ქავთარაძე.

რაც შეეხება სპიკერებს, ღონისძიებას გაუძღვებიან:

ჯეიმს სეთი – Leavingstone -ის კრეატიული დირექტორი, თემით - Baby Otters and Girls in Thongs;

ანუნა ბუკია - Copeshia-ს დამფუძნებელი, თემით - ციფრული კომუნიკაცია ცვლილებებისთვის და სოციალური კამპანიები.

დავით ხოსროშვილი - Wifisher-ის დამფუძნებელი, თემით - ციფრული მარკეტინგი და ანალიტიკა ბიზნესისთვის;

კახა მაღრაძე - Gepra-ს უფროსი პარტნიორი, თემით - პიარის წინაშე არსებული გამოწვევები;

ბასა მეტრეველი & ლევან კეცხოველი - Redberry - ის ციფრული პროდუქტ-ჯგუფის უფროსი/ მმართველი პარტნიორი და მომხმარებელთა მომსახურების დირექტორი, თემით - ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო

ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი ბასა მეტრეველი, რომელიც ღონისძიებაზე ლევან კეცხოველთან ერთად წარსდგება, „ბიზნესპრესნიუსს“ მათი პრეზენტაციის შესახებ უყვება:

„ჩვენ ვაპირებთ მოგიყვეთ რა არის ციფრული ტრანსფორმაცია და რატომ გახდა ის ასეთი მნიშვნელოვანი თანამედროვე სამყაროში ბიზნესისათვის. ვისაუბრებთ რამდენიმე წარმატებული ქეისის შესახებ, როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ბაზარზე. რაც მთავარია, მოგიყვებით როგორ აღმოვაჩინეთ საკუთარი თავი, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტომ და დღეს როგორ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რათა წარმატებულად შეძლონ თავიანთი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია“,- აცხადებს ბასა მეტრეველი.

აღსანიშნავია, რომ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა წიგნები „ლურჯი ოკეანის“ სერიიდან.

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. სერია აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: დევიდ ალენი, გაი კავასაკი, ერიკ რისი, ჯონ კინგი, ბრაიან თრეისი, და სხვა.

ლურჯი ოკეანის წიგნები: http://blueocean.ge/

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2049923961987004/

ბილეთის შესაძენად: https://tkt.ge/ka/event/cifruli-komunikacia-cvlilebebistvis-157771

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ