საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ჩოგბურთელის ბავშვობასა და კარიერაზე შარშანდელ ინტერვიუში
"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ჩოგბურთელის ბავშვობასა და კარიერაზე შარშანდელ ინტერვიუში

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ჩოგ­ბურ­თელს, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ გი­რაო შე­უ­ფარ­და. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 100 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მო­დელ ნეკა დო­რო­კაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

მარ­თა­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს, მაგ­რამ მომ­ხდარ­ზე ვრცელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ვერ­სია. მათ შო­რის ისიც, რომ ძა­ლა­დო­ბას ეს­წრე­ბო­და წყვი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი და ჩოგ­ბურ­თე­ლის მამა.

რა გზა გა­ი­ა­რა ჩოგ­ბურ­თელ­მა ბავ­შვო­ბი­დან წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რამ­დე, ამის შე­სა­ხებ mshoblebi.ge-ს ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნი­კო­ლო­ზის მამა, ნო­დარ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი შარ­შან ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს:

- 5 წლის ასა­კი­დან ნი­კო­ლოზ­მა თქვენ­თან ერ­თად და­ი­წყო ჩოგ­ბურთზე სი­ა­რუ­ლი, ფიქ­რობ­დით, რომ მისი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ამ სპორტზე შე­ჩერ­დე­ბო­და?

- რა თქმა უნდა, ეს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ნიკა პატ­რა­ო­ბი­დან ცურ­ვა­ზეც დამ­ყავ­და და იპოდ­რომ­ზე ცხე­ნებ­ზეც ჯი­რი­თობ­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად აქ­ცენტს ჩოგ­ბურთზე ვა­კე­თებ­დი. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ნი­კას ჩოგ­ბურ­თის მწვრთნე­ლი იყო გოგა სან­თე­ლა­ძე და პა­რა­ლე­ლუ­რად მეც ვა­ვარ­ჯი­შებ­დი. აი, 12 წლის რომ გახ­და, მას შემ­დეგ მარ­ტო ვწვრთნი­დი.

ნა­ხეთ ვი­დეო: ვინ არი­ან ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ ნი­კო­ლო­ზის ბავ­შვო­ბის წლებს? რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყო?

- მე და ჩემს მე­უღ­ლეს ოჯახ­ში გვქონ­და კა­მა­თი, თუ ვინ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ნი­კო­ლო­ზი. ნა­ტა­ლი­ას უნ­დო­და, რომ ბავ­შვი სწავ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო, რად­გან ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო. ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და. ინ­გლი­სუ­რი კარ­გად იცო­და და და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლა რუ­სუ­ლი. მე კი ვუმ­ტკი­ცებ­დი, რომ ჩოგ­ბურ­თი მას მო­უ­ტან­და წარ­მა­ტე­ბას და გახ­დე­ბო­და სა­ხე­ლო­ვა­ნი. ბო­ლოს და ბო­ლოს და­ვარ­წმუ­ნე ჩემი მე­უღ­ლე, რომ ნი­კო­ლო­ზი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას გაჰ­ყო­ლო­და. 12 წლამ­დე აქ ვა­ვარ­ჯი­შებ­დი, შემ­დეგ კი ამე­რი­კა­ში წა­ვიყ­ვა­ნე და სხვა­დას­ხვა შტატ­ში დამ­ყავ­და ტურ­ნი­რებ­ზე. 14 წლამ­დე მე და ნიკა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად დავ­დი­ო­დით, მერე გა­მოჩ­და სპონ­სო­რი და გო­რი­ნის აკა­დე­მი­ა­ში დაგვპა­ტი­ჟეს, სა­დაც 3-4 წელი დავ­ყა­ვით. შემ­დეგ ისევ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­ვი­წყეთ ვარ­ჯი­შე­ბი.

- ახლა, როცა ნი­კო­ლო­ზი ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლია, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტა­ლია რას ამ­ბობს?

- ვე­უბ­ნე­ბი, რომ ჩემ­მა გათ­ვლამ გა­ა­მარ­თლა. ნი­კო­ლო­ზი ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბი­ჭია, ამი­ტო­მაც დი­ლე­მის წი­ნა­შე ვი­დე­ქით. რვა კლა­სი რომ და­ამ­თავ­რა, ვთქვი, რომ კარ­გად სწავ­ლა და პა­რა­ლე­ლუ­რად სპორ­ტი, ორი კურ­დღლის მა­დე­ვა­რი­ვით გა­მოგ­ვდი­ო­და. ძა­ლი­ან დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას მი­წევ­და ჩემი მე­უღ­ლე. ამ­ბობ­და, შვი­ლი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი დაგ­ვრჩე­ბაო, რაც სა­ბო­ლო­ოდ ასე არ მოხ­და. ნიკა სულ ეძებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და სულ სწავ­ლობს. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­შიც კარ­გად ერ­კვე­ვა.

- თქვენ, რო­გორც გე­ტყო­ბათ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გქონ­დათ ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე, თქვენც გინ­დო­დათ გამ­ხდა­რი­ყა­ვით ჩოგ­ბურ­თე­ლი ?

- მე ვი­ყა­ვი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლის მო­ცეკ­ვა­ვე და ცეკ­ვის კა­რი­ე­რა რომ და­ვამ­თავ­რე, სულ ვფიქ­რობ­დი ცეკ­ვის მოძ­რა­ო­ბებ­ზე, რა­მიშ­ვი­ლი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ახალ-ახალ ილე­თებს გვა­კე­თე­ბი­ნებ­და ახალ-ახა­ლი აქ­ცენ­ტე­ბით და ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ მახ­ვი­ლი თვა­ლი მაქვს-მეთ­ქი და შე­მიძ­ლია გან­ვსა­ზღვრო, რა მო­უ­ტანს წარ­მა­ტე­ბას ჩოგ­ბურ­თელს-თქო და მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე ვთა­მა­შობ­დი.

- ორი ვა­ჟის მამა ბრძან­დე­ბით. რო­გო­რი იყო თქვე­ნი აღ­ზრდის მე­თო­დე­ბი, რა მო­თხოვ­ნებს უყე­ნებ­დით შვი­ლებს?

- ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათ­ზე. მე მქონ­და ისეთ ხა­სი­ა­თი, რა­საც და­ვი­სახ­ვდი მიზ­ნად, ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბო­დი. რა­საც ვი­ტყო­დი, რომ გა­ვა­კე­თებ-თქო, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ­დი და ეს იცოდ­ნენ ჩემ­მა შვი­ლებ­მაც. სხვა­თა შო­რის, ნი­კამ აღ­ნიშ­ნა ერთხელ, მა­მა­ჩე­მის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რომ მისი სურ­ვი­ლი არ გა­მეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნაო, თუნ­დაც ჩოგ­ბურ­თის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნაო. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ზრდის მე­თო­დებს, ვი­ტყვი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სიყ­ვა­რუ­ლია მთა­ვა­რი. სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დი. თენ­გოც არა­ნაკ­ლებ ნი­ჭი­ე­რია. პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გია.

- რო­გორც ჩანს, შვი­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე მშობ­ლებ­მა ნა­წი­ლობ­რივ მო­ახ­დი­ნეთ გავ­ლე­ნა, რად­გან თქვე­ნი მე­უღ­ლე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია...

- ნი­კო­ლოზ­მა ჩემი რჩე­ვით აირ­ჩია ჩოგ­ბურ­თი, თენ­გოს სურ­ვი­ლი იყო გამ­ხდა­რი­ყო სტო­მა­ტო­ლო­გი და ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც ურ­ჩია. ნა­ტა­ლია პრო­ვი­ზო­რია, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა ფარ­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ გქვონ­და აფ­თი­ა­ქე­ბის ქსე­ლი და იქ მუ­შა­ობ­და. მას შემ­დეგ, რაც ნი­კა­ზე გა­და­ვერ­თე, ეს ყვე­ლა­ფე­რი დავ­ხუ­რე, და­ვი­ტო­ვე ერთი აფ­თი­ა­ქი, რამ­დე­ნი­მე კო­მერ­ცი­ულ ფარ­თთან ერ­თად და ამით ვა­ხერ­ხებ­დი ოჯა­ხის გა­ძღო­ლას.

- 12 წლი­დან ნი­კო­ლო­ზი გა­და­ვი­და ამე­რი­კა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს თქვენს მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბო­და.

- ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და. ერთი წიგ­ნი და­ი­წე­რე­ბა, ჩვე­ნი ამ­ბა­ვი რომ მოვ­ყვე. ჩავ­დი­ო­დი ამე­რი­კა­ში, ვყი­დუ­ლობ­დი ცოტა დიდ მან­ქა­ნას და შტა­ტი­დან შტატ­ში გა­დავ­დო­დით. მა­ი­ა­მი­ში ვი­ქი­რა­ვე ემიგ­რან­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ბინა, რო­მელ­შიც ერთი ოთა­ხი დაგ­ვით­მეს და აქვე იყო კო­ლე­ჯიც, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სოდ ვვარ­ჯი­შობ­დით კორ­ტებ­ზე. ვცდი­ლობ­დი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­უ­რად გვე­ცხოვ­რა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ჩოგბურთელის ბავშვობასა და კარიერაზე შარშანდელ ინტერვიუში

"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ჩოგბურთელის ბავშვობასა და კარიერაზე შარშანდელ ინტერვიუში

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს რამდენიმე საათის წინ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მოდელ ნეკა დოროკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

მართალია დაკავებული ბრალს არ აღიარებს, მაგრამ მომხდარზე ვრცელდება რამდენიმე ვერსია. მათ შორის ისიც, რომ ძალადობას ესწრებოდა წყვილის არასრულწლოვანი შვილი და ჩოგბურთელის მამა.

რა გზა გაიარა ჩოგბურთელმა ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში ნიკოლოზის მამა, ნოდარ ბასილაშვილი შარშან ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს:

- 5 წლის ასაკიდან ნიკოლოზმა თქვენთან ერთად დაიწყო ჩოგბურთზე სიარული, ფიქრობდით, რომ მისი პროფესიული არჩევანი ამ სპორტზე შეჩერდებოდა?

- რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ნიკა პატრაობიდან ცურვაზეც დამყავდა და იპოდრომზე ცხენებზეც ჯირითობდა, თუმცა ყველაზე მეტად აქცენტს ჩოგბურთზე ვაკეთებდი. პატარაობიდან ნიკას ჩოგბურთის მწვრთნელი იყო გოგა სანთელაძე და პარალელურად მეც ვავარჯიშებდი. აი, 12 წლის რომ გახდა, მას შემდეგ მარტო ვწვრთნიდი.

ნახეთ ვიდეო: ვინ არიან ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრები

- როგორ გაიხსენებთ ნიკოლოზის ბავშვობის წლებს? როგორი მოსწავლე იყო?

- მე და ჩემს მეუღლეს ოჯახში გვქონდა კამათი, თუ ვინ უნდა გამოსულიყო ნიკოლოზი. ნატალიას უნდოდა, რომ ბავშვი სწავლით დაკავებულიყო, რადგან ძალიან ნიჭიერი იყო. ძალიან კარგად სწავლობდა. ინგლისური კარგად იცოდა და დამოუკიდებლად ისწავლა რუსული. მე კი ვუმტკიცებდი, რომ ჩოგბურთი მას მოუტანდა წარმატებას და გახდებოდა სახელოვანი. ბოლოს და ბოლოს დავარწმუნე ჩემი მეუღლე, რომ ნიკოლოზი სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა. 12 წლამდე აქ ვავარჯიშებდი, შემდეგ კი ამერიკაში წავიყვანე და სხვადასხვა შტატში დამყავდა ტურნირებზე. 14 წლამდე მე და ნიკა ინდივიდუალურად დავდიოდით, მერე გამოჩდა სპონსორი და გორინის აკადემიაში დაგვპატიჟეს, სადაც 3-4 წელი დავყავით. შემდეგ ისევ ინდივიდუალურად დავიწყეთ ვარჯიშები.

- ახლა, როცა ნიკოლოზი ასეთი წარმატებული ჩოგბურთელია, ქალბატონი ნატალია რას ამბობს?

- ვეუბნები, რომ ჩემმა გათვლამ გაამართლა. ნიკოლოზი ყველაფერთან ერთად განათლებული ბიჭია, ამიტომაც დილემის წინაშე ვიდექით. რვა კლასი რომ დაამთავრა, ვთქვი, რომ კარგად სწავლა და პარალელურად სპორტი, ორი კურდღლის მადევარივით გამოგვდიოდა. ძალიან დიდ წინააღმდეგობას მიწევდა ჩემი მეუღლე. ამბობდა, შვილი გაუნათლებელი დაგვრჩებაო, რაც საბოლოოდ ასე არ მოხდა. ნიკა სულ ეძებს ინფორმაციას და სულ სწავლობს. სამედიცინო სფეროშიც კარგად ერკვევა.

- თქვენ, როგორც გეტყობათ სპორტის ამ სახეობის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გქონდათ ახალგაზრდობიდანვე, თქვენც გინდოდათ გამხდარიყავით ჩოგბურთელი ?

- მე ვიყავი სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე და ცეკვის კარიერა რომ დავამთავრე, სულ ვფიქრობდი ცეკვის მოძრაობებზე, რამიშვილი რეპეტიციაზე ახალ-ახალ ილეთებს გვაკეთებინებდა ახალ-ახალი აქცენტებით და ყოველთვის ვამბობდი, რომ მახვილი თვალი მაქვს-მეთქი და შემიძლია განვსაზღვრო, რა მოუტანს წარმატებას ჩოგბურთელს-თქო და მოყვარულის დონეზე ვთამაშობდი.

- ორი ვაჟის მამა ბრძანდებით. როგორი იყო თქვენი აღზრდის მეთოდები, რა მოთხოვნებს უყენებდით შვილებს?

- ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე. მე მქონდა ისეთ ხასიათი, რასაც დავისახვდი მიზნად, ბოლომდე მივყვებოდი. რასაც ვიტყოდი, რომ გავაკეთებ-თქო, აუცილებლად გავაკეთებდი და ეს იცოდნენ ჩემმა შვილებმაც. სხვათა შორის, ნიკამ აღნიშნა ერთხელ, მამაჩემისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მისი სურვილი არ გამეთვალისწინებინაო, თუნდაც ჩოგბურთისთვის თავი დამენებებინაო. რაც შეეხება აღზრდის მეთოდებს, ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში სიყვარულია მთავარი. სიყვარულის გარეშე შვილებთან ურთიერთობისას ვერაფერს მივაღწევდი. თენგოც არანაკლებ ნიჭიერია. პროფესიით სტომატოლოგია.

- როგორც ჩანს, შვილების პროფესიულ არჩევანზე მშობლებმა ნაწილობრივ მოახდინეთ გავლენა, რადგან თქვენი მეუღლე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია...

- ნიკოლოზმა ჩემი რჩევით აირჩია ჩოგბურთი, თენგოს სურვილი იყო გამხდარიყო სტომატოლოგი და ჩემმა მეუღლემაც ურჩია. ნატალია პროვიზორია, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა ფარმაციის მიმართულებით. ჩვენ გქვონდა აფთიაქების ქსელი და იქ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ნიკაზე გადავერთე, ეს ყველაფერი დავხურე, დავიტოვე ერთი აფთიაქი, რამდენიმე კომერციულ ფართთან ერთად და ამით ვახერხებდი ოჯახის გაძღოლას.

- 12 წლიდან ნიკოლოზი გადავიდა ამერიკაში. ბუნებრივია, ეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე აისახებოდა.

- ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე. ჩავდიოდი ამერიკაში, ვყიდულობდი ცოტა დიდ მანქანას და შტატიდან შტატში გადავდოდით. მაიამიში ვიქირავე ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ბინა, რომელშიც ერთი ოთახი დაგვითმეს და აქვე იყო კოლეჯიც, სადაც აბსოლუტურად უფასოდ ვვარჯიშობდით კორტებზე. ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება ეკონომიურად გვეცხოვრა. განაგრძეთ კითხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება