მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვალწარმტაცი მღვიმე მარტვილში, რომელსაც 35 წლის ასაკში გარდაცვლილი მკვლევარის სახელი ჰქვია
თვალწარმტაცი მღვიმე მარტვილში, რომელსაც 35 წლის ასაკში გარდაცვლილი მკვლევარის სახელი ჰქვია

გე­ოგ­რა­ფი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­მეგ­რე­ლო­დან ზაზა გა­გუა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ერთ-ერთ მღვი­მე­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­თაც გულ­გრი­ლად ვერ და­ათ­ვა­ლი­ე­რებთ. კად­რებ­ზე სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის ბუ­ნე­ბა და მღვი­მეა ასა­ხუ­ლი.

ტო­ბას მღვი­მე ბალ­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი და რო­გორც გა­გუა წერს, მღვი­მე არ­სენ ოქ­რო­ჯა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბი­საა. ახალ­გაზ­რდა სპე­ლე­ო­ლო­გი 1965 წელს, სულ რა­ღაც 35 წლის ასაკ­ში და­ი­ღუ­პა ტო­ბის II მღვი­მის გა­მოკ­ვლე­ვის დროს. მღვი­მეს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ არ­სენ ოქ­რო­ჯა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უწო­დეს.

ქარ­თვე­ლი გე­ოგ­რა­ფი არ­სენ ან­დრი­ას ძე ოქ­რო­ჯა­ნაშ­ვი­ლი კა­ხის რა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და. 1958 წლი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტში უმ­ცროს მეც­ნი­ერ თა­ნამ­შრომ­ლად მუ­შა­ობ­და. ახა­ლი ათო­ნის მღვი­მის კომ­პლექ­სის შექ­მნი­სას­თვის მეც­ნი­ერ­თა და მშე­ნე­ბელ­თა ჯგუფ­თან ერ­თად 1977 წელს მი­ე­ნი­ჭა სსრკ სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია. კახ­ში დღემ­დე არ­სე­ბობს არ­სენ ოქ­რო­ჯა­ნაშ­ვი­ლის ქუჩა.

ტო­ბას მღვი­მეში რამ­დე­ნი­მე დარ­ბა­ზია, თუმ­ცა შეს­წავ­ლი­ლი ცო­ტაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერთ-ერთ დარ­ბაზს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სულ 12 მღვი­მეა.

აი რას წერს ზაზა გა­გუა მღვი­მეს შე­სა­ხებ:

"მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, ას­ხის კირ­ქვუ­ლი პლა­ტოს სამ­ხრე­თი ნა­წი­ლი, მდი­ნა­რე ტო­ბას აუზი, სო­ფე­ლი ბალ­დის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით 5კმ-ზე. გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ზე­და­ცარ­ცულ შრე­ებ­რივ კირ­ქვებ­ში. სა­მი­ა­რუ­სი­ა­ნი, მრა­ვალ­გან­შტო­ე­ბი­ა­ნი მღვი­მე. მღვი­მე­ში რამ­დე­ნი­მე დარ­ბა­ზია. მათ შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა: „ნო­ნას დარ­ბა­ზი“, „სა­ლო­ნი“, ნა­ნას დარ­ბა­ზი“, უნი­ვერ­სი­ტე­ტი - 50“, „ტბი­ა­ნი“ და სხვა დარ­ბა­ზე­ბი.

ქი­მი­უ­რი ნა­ლე­ქე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფორ­მე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ერთ-ერთი სტა­ლაგ­მი­ტის სი­მაღ­ლე 7 მ აღ­წევს. მღვი­მე დი­ნა­მი­უ­რი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­სას­ვლელ­თან - 14,4, მღვი­მე­ში მე-100 მეტრზე - 13, მე-400 მეტრზე - 12.4, ხოლო ბოლო დარ­ბაზ­ში 11,8 აღი­ნიშ­ნა. „სა­ლო­ნის“ პირ­და­პირ ვიწ­რო გან­შტო­ე­ბი­დან გა­ნუ­წყვეტ­ლივ უბე­რავს.

მღვი­მი­დან გა­მო­ე­დი­ნე­ბა მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც მი­წის­ქვეშ ოთხ ტბას აჩენს, წარ­მოქ­ნის 234 მ სი­მაღ­ლის (სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი) ტო­ბის კას­კა­დურ ჩანჩქერს.

მღვი­მე­ში ბი­ნად­რო­ბენ ღა­მუ­რე­ბი, ამ­ჟა­მად გვხვდე­ბა ცალ­კე­უ­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბი. მღვი­მე ჯა­მუ­რი სიგ­რძით 1600 მ-ია. ძნე­ლი მი­სად­გო­მია. მღვი­მე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ად­ვი­ლია, სა­ჭი­როა რე­ზი­ნის ნა­ვე­ბი. შედ­გე­ნი­ლია გეგ­მა, ჭრი­ლე­ბი. აღ­მო­ჩე­ნი­ლი და გა­მოკ­ვლე­უ­ლია გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის სპე­ლეო ექ­სპე­დი­ცი­ის - არ­სენ ოქ­რო­ჯა­ნაშ­ვი­ლის და ჯიშ­კა­რი­ა­ნის მიერ 1963 წელს. კე­თილ­მო­წყო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შეს­ნიშ­ნავ ტუ­რის­ტულ სა­ექ­სკურ­სიო ობი­ექ­ტად გა­და­იქ­ცე­ვა" - წერს ზაზა გა­გუა სხვა­დას­ხვა წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით და ად­გი­ლი­დან სა­ო­ცარ ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს.

ფო­ტო­ე­ბი ზაზა გა­გუ­ას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

თვალწარმტაცი მღვიმე მარტვილში, რომელსაც 35 წლის ასაკში გარდაცვლილი მკვლევარის სახელი ჰქვია

თვალწარმტაცი მღვიმე მარტვილში, რომელსაც 35 წლის ასაკში გარდაცვლილი მკვლევარის სახელი ჰქვია

გეოგრაფი, ნატურალური ღვინის მწარმოებელი სამეგრელოდან ზაზა გაგუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ მღვიმეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელთაც გულგრილად ვერ დაათვალიერებთ. კადრებზე საოცარი სილამაზის ბუნება და მღვიმეა ასახული.

ტობას მღვიმე ბალდის ტერიტორიაზეა განლაგებული და როგორც გაგუა წერს, მღვიმე არსენ ოქროჯანაშვილის სახელობისაა. ახალგაზრდა სპელეოლოგი 1965 წელს, სულ რაღაც 35 წლის ასაკში დაიღუპა ტობის II მღვიმის გამოკვლევის დროს. მღვიმეს მისი გარდაცვალების შემდეგ არსენ ოქროჯანაშვილის სახელი უწოდეს.

ქართველი გეოგრაფი არსენ ანდრიას ძე ოქროჯანაშვილი კახის რაიონში დაიბადა. 1958 წლიდან გარდაცვალებამდე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა. ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შექმნისასთვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად 1977 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. კახში დღემდე არსებობს არსენ ოქროჯანაშვილის ქუჩა.

ტობას მღვიმეში რამდენიმე დარბაზია, თუმცა შესწავლილი ცოტაა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დარბაზს ნონა გაფრინდაშვილის სახელი დაარქვეს. ამ ტერიტორიაზე სულ 12 მღვიმეა.

აი რას წერს ზაზა გაგუა მღვიმეს შესახებ:

"მარტვილის მუნიციპალიტეტი, ასხის კირქვული პლატოს სამხრეთი ნაწილი, მდინარე ტობას აუზი, სოფელი ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5კმ-ზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. სამიარუსიანი, მრავალგანშტოებიანი მღვიმე. მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „სალონი“, ნანას დარბაზი“, უნივერსიტეტი - 50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები.

ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი სტალაგმიტის სიმაღლე 7 მ აღწევს. მღვიმე დინამიური. ჰაერის ტემპერატურა შესასვლელთან - 14,4, მღვიმეში მე-100 მეტრზე - 13, მე-400 მეტრზე - 12.4, ხოლო ბოლო დარბაზში 11,8 აღინიშნა. „სალონის“ პირდაპირ ვიწრო განშტოებიდან განუწყვეტლივ უბერავს.

მღვიმიდან გამოედინება მდინარე, რომელიც მიწისქვეშ ოთხ ტბას აჩენს, წარმოქნის 234 მ სიმაღლის (საქართველოში ყველაზე მაღალი) ტობის კასკადურ ჩანჩქერს.

მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ამჟამად გვხვდება ცალკეული ეგზემპლარები. მღვიმე ჯამური სიგრძით 1600 მ-ია. ძნელი მისადგომია. მღვიმეში მოგზაურობა ადვილია, საჭიროა რეზინის ნავები. შედგენილია გეგმა, ჭრილები. აღმოჩენილი და გამოკვლეულია გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეო ექსპედიციის - არსენ ოქროჯანაშვილის და ჯიშკარიანის მიერ 1963 წელს. კეთილმოწყობის შემთხვევაში შესნიშნავ ტურისტულ საექსკურსიო ობიექტად გადაიქცევა" - წერს ზაზა გაგუა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით და ადგილიდან საოცარ ფოტოებს ავრცელებს.

ფოტოები ზაზა გაგუას "ფეისბუქის" გვერდიდან

რას წერენ ქალბატონები, რომლებმაც საპატრულო პოლიციისგან საჩუქარი მიიღეს

"ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება...რამდენიმე დღეში კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე

"გზავნილი საკანი 224-დან..." - როგორ მიულოცა ნიკა მელიამ საყვარელ ქალს 8 მარტი