საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს" -  არის თუ არა ცე­ლუ­ლი­ტი სა­ში­ში და როგორ ვებრძოლოთ მას
"მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს" -  არის თუ არა ცე­ლუ­ლი­ტი სა­ში­ში და როგორ ვებრძოლოთ მას

ცე­ლუ­ლი­ტი ბევ­რს აწუ­ხებს და სხვა­დას­ხვა მე­თო­დით ებ­რძვი­ან, თუმ­ცა ხში­რად ის და­უძ­ლე­ველ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ცე­ლუ­ლი­ტი სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნი არ არის, ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბის სი­ტყვაა, სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე მას ლი­პო­დის­ტრო­ფია ჰქვია.

ის ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დის­ტრო­ფი­უ­ლი ცვლი­ლე­ბა გახ­ლავთ და ორ­გა­ნიზ­მში სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბით ვი­თარ­დე­ბა, ხში­რად ჭარბ წო­ნას და სიმ­სუქ­ნეს სუ­ლაც არ უკავ­შირ­დე­ბა. ამას ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვაც ადას­ტუ­რებს და გვე­უბ­ნე­ბა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნი გამ­ხდა­რი იყოს, თუმ­ცა ლი­პო­დის­ტრო­ფი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, ე.წ. ცე­ლუ­ლი­ტი მა­ინც ჰქონ­დეს.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, 85%-ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გვხვდე­ბა. ეს და­ა­ვა­დე­ბა არ არის, უფრო მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დროს, დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოა გა­მოწ­ვე­უ­ლი. უჩა­ვას თქმით, პირ­ვე­ლი მსგავ­სი დის­ტრო­ფი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი 20-25 წლის ასაკ­ში ხდე­ბა, თუმ­ცა 30 წლის ზე­მოთ უფრო გა­მო­ხა­ტუ­ლია ხოლ­მე.

ცე­ლუ­ლი­ტი ძი­რი­თა­დად სხე­უ­ლის სამ ად­გილ­ზე ვლინ­დე­ბა - ბარ­ძა­ყის, მუც­ლის და მკლა­ვე­ბის მი­და­მო­ებ­ში. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი დას­ძენს, რომ გამ­ხდარ ადა­მი­ა­ნებ­ში აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბებს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გია იწ­ვევს. რო­დე­საც სის­ხლის მო­მოქ­ცე­ვა ადეკ­ვა­ტუ­რი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნიზ­მში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა გა­მარ­თუ­ლად ვერ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის გა­მოც ეს ცხი­მო­ვა­ნი ბურ­თუ­ლა­კე­ბი ვი­თარ­დე­ბა. ეს ე.წ. ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სია, რა დრო­საც ალაგ-ალაგ, შე­მა­ერ­თე­ბელ ქსო­ვი­ლებს შო­რის, ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ჩა­ლა­გე­ბა ხდე­ბა. ამ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია საქ­მე გვქონ­დეს სხვა­დახ­ვა ჰორ­მო­ნა­ლურ დარ­ღვე­ვას­თან, ან უბ­რა­ლოდ, ჰორ­მო­ნე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან, ხში­რად ამას კონ­ტრა­ცეპტ­რი­ვე­ბის მი­ღე­ბაც იწ­ვევს, ან კვე­ბის დარ­ღვე­ვა.

ამ პე­რი­ოდ­ში ორ­გა­ნიზ­მში ინ­სუ­ლი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბაც ხდე­ბა, რის გა­მოც ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით წარ­მო­იქ­მნე­ბა. შე­საძ­ლოა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­შირ­წყლე­ბის მი­ღე­ბა­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­ვე უკავ­შირ­დე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, ვი­ნა­ი­დან სხვა­დას­ხვა ტი­პის საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი, ემულ­გა­ტო­რი ცხი­მო­ვან ქსო­ვილ­ში ან­თე­ბით პრო­ცესს ავი­თა­რებს, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა ე.წ. ცე­ლუ­ლი­ტი წარ­მოქ­მნას.

- არის თუ არა სა­ში­ში ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ცე­ლუ­ლი­ტი?

- რო­გორც ვთქვით, ის არ არის და­ავ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც ადა­მი­ა­ნის ეს­თე­ტი­კურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა ასე­ვე უნდა ვთქვათ, რომ ცე­ლუ­ლი­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს რო­გორც გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვით. ხოლო, მისი არ­სე­ბო­ბა კან­ზე იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ორ­გა­ნიზ­მში შე­საძ­ლოა, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, რის­თვი­საც სა­ჭი­როა გა­მოკ­ვლე­ვა. თა­ვად ცე­ლუ­ლი­ტი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბას არ გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ ცე­ლუ­ლი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს.

- ე.ი. ცე­ლუ­ლი­ტი ორ­გა­ნიზ­მის­თვის მე­ო­რა­დი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

- დიახ, ერთ-ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, სიმპტო­მა­ტი­კა იმის, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ორ­გა­ნიზ­მში. რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბას კან­ზე შე­ვამ­ჩნევთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვარ­კვი­ოთ რამ გა­მო­იწ­ვია, იმის­თვის, რომ არ გა­მოგ­ვე­პა­როს რა­ი­მე ძი­რი­თა­დი და დიდი და­ა­ვა­დე­ბა.

- რო­გორ ვებ­რძო­ლოთ, ისეთ და­ა­ვა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც ცხი­მო­ვან ქსო­ვილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

- ძი­რი­თა­დი სამ­კურ­ნა­ლო მე­თო­დი ჯან­სა­ღი კვე­ბაა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია რა­ცი­ო­ნი­დან გა­მოვ­რი­ცხოთ:

  • შე­ბო­ლი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი
  • ძეხ­ვე­უ­ლი
  • მა­ი­ო­ნე­ზი და მსგავ­სი კონ­სერ­ვან­ტე­ბით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბი
  • რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შა­ქა­რი
  • ცხი­მე­ბი იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა

რო­დე­საც ცე­ლუ­ლიტს წონა იწ­ვევს, რა თქმა უნდა, მისი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი - ზედ­მე­ტი წო­ნის მო­ცი­ლე­ბაა. პირ­ვე­ლი, თუ პრობ­ლე­მა სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, უნდა მი­ვი­ღოთ მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ან­გი­ოპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც თა­ვის მხრივ, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის ხარ­ჯზე მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მო­ას­წო­რებს.

ხში­რად ფი­ზი­კუ­რი პა­სი­უ­რო­ბის გამო ვი­თარ­დე­ბა კუნ­თე­ბის მო­დუ­ნე­ბა. ამ დროს კი კან­ქვე­შა ზე­და­პირ­ზე ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ლაგ­დე­ბა, რაც ე.წ. ცე­ლუ­ლიტს იწ­ვევს. ამი­ტომ ვარ­ჯი­ში ერთ-ერთი დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბაა - ხდე­ბა ასე­ვე კუნ­თო­ვა­ნი ქსოვ­ლის კუმ­შვა­დო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ამას ხელს უწყობს სა­მე­დი­ცი­ნო მა­სა­ჟი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­გორც სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ასე­ვე კუნ­თო­ვა­ნი ქსოვ­ლის კუმ­შვა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ორი­ვე ერ­თად კი, დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ცე­ლუ­ლი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე.

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის თქმით, მა­სა­ჟი შე­იძ­ლე­ბა იყოს ელექტრო ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბით, ფი­ზი­ოპ­რო­ცე­დუ­რე­ბით, სხვა­დას­ხვა ელექტრო­ა­პა­რა­ტით, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა რო­გორც სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ასე­ვე კუმ­შვა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ეს უკვე პა­ცი­ენ­ტის სურ­ვილ­ზე და ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ცე­ლუ­ლი­ტი ხა­რის­ხე­ბით გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან.

შე­იძ­ლე­ბა იყოს მსუ­ბუ­ქი - პირ­ვე­ლი სტა­დია. ამ დროს კანი სწო­რია, თუმ­ცა თუ ხე­ლით გავ­სინ­ჯავთ, ად­გილ-ად­გილ ცხი­მო­ვა­ნი ბორ­ცვა­კე­ბი მა­ინც ისინ­ჯე­ბა, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის - მე­ო­რე სტა­დი­აა, ცხი­მო­ვა­ნი ფე­ნე­ბი უფრო მკვრი­ვია და ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვი, მე­სა­მე სტა­დია მძი­მე ხა­რის­ხის ცე­ლუ­ლი­ტია. ამ დროს კანი რე­ლი­ე­ფუ­რად არა­თა­ნა­ბა­რია და უცხო თვა­ლის­თვი­საც მკვეთ­რად შე­სამ­ჩნე­ვია. ამი­ტომ ამ სტა­დი­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­სა­ბა­მი­სად უნდა შე­ირ­ჩეს მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მა. პირ­ვე­ლი სტა­დი­ის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი მა­სა­ჟე­ბი, ან ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ან მხო­ლოდ ცურ­ვით და­იტ­ვირ­თოს პა­ცი­ენ­ტი. მე­ო­რე სტა­დი­ის შემ­თხვე­ვა­ში უნდა მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა.

თუ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვაა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, კვე­ბა უნდა გა­მოს­წორ­დეს, და­ე­მა­ტოს ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. მე­სა­მე სტა­დი­ა­ზე კი უკვე შე­იძ­ლე­ბა ელექტროპ­რო­ცე­დუ­რე­ბის ჩარ­თვა გახ­დეს სა­ჭი­რო, რაც კუნ­თო­ვან ქსო­ვილს ეხ­მა­რე­ბა რო­გორც კუმ­შვა­დო­ბის აღ­დგე­ნა­ში, ასე­ვე სის­ხლის მი­მოქცვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. იმა­ვე სტა­დი­ის დროს მი­მარ­თა­ვენ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვა­საც, რა დრო­საც, ქი­რურ­გი­უ­ლი ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის მო­ცი­ლე­ბა ხდე­ბა. ამის ხარ­ჯზე კა­ნის რე­ლი­ეფს კი აზღვე­ვენ, მაგ­რამ ეს არ არის პა­ნა­ცეა და სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბა, თუ ორ­გა­ნიზ­მი მიდ­რე­კი­ლია, ამის შემ­დგო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დაც­ვა, რომ რე­ცი­დი­ვი არ მოხ­დეს და პრობ­ლე­მა თვი­დან ავი­ცი­ლოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს" -  არის თუ არა ცე­ლუ­ლი­ტი სა­ში­ში და როგორ ვებრძოლოთ მას

"მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს" -  არის თუ არა ცე­ლუ­ლი­ტი სა­ში­ში და როგორ ვებრძოლოთ მას

ცელულიტი ბევრს აწუხებს და სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან, თუმცა ხშირად ის დაუძლეველ პრობლემად რჩება. ცელულიტი სამედიცინო ტერმინი არ არის, ფართო გამოყენების სიტყვაა, სამედიცინო ენაზე მას ლიპოდისტროფია ჰქვია.

ის ცხიმოვანი ქსოვილის დისტროფიული ცვლილება გახლავთ და ორგანიზმში სხვადასხვა გარემოებით ვითარდება, ხშირად ჭარბ წონას და სიმსუქნეს სულაც არ უკავშირდება. ამას ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავაც ადასტურებს და გვეუბნება, რომ შესაძლებელია ადამიანი გამხდარი იყოს, თუმცა ლიპოდისტროფიული ცვლილებები, ე.წ. ცელულიტი მაინც ჰქონდეს.

სტატისტიკური მონაცემებით, ქალების დაახლოებით, 85%-ში აღნიშნული ცვლილებები გვხვდება. ეს დაავადება არ არის, უფრო მდგომარეობაა, რაც სხვადასხვა დაავადების დროს, დარღვევების გამოა გამოწვეული. უჩავას თქმით, პირველი მსგავსი დისტროფიული ცვლილებები 20-25 წლის ასაკში ხდება, თუმცა 30 წლის ზემოთ უფრო გამოხატულია ხოლმე.

ცელულიტი ძირითადად სხეულის სამ ადგილზე ვლინდება - ბარძაყის, მუცლის და მკლავების მიდამოებში. ენდოკრინოლოგი დასძენს, რომ გამხდარ ადამიანებში აღნიშნულ ცვლილებებს, ხშირ შემთხვევაში, სისხლძარღვოვანი პათოლოგია იწვევს. როდესაც სისხლის მომოქცევა ადეკვატური არ არის, შესაბამისად, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა გამართულად ვერ მიმდინარეობს, რის გამოც ეს ცხიმოვანი ბურთულაკები ვითარდება. ეს ე.წ. ცხიმოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესია, რა დროსაც ალაგ-ალაგ, შემაერთებელ ქსოვილებს შორის, ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება ხდება. ამ დროს შესაძლებელია საქმე გვქონდეს სხვადახვა ჰორმონალურ დარღვევასთან, ან უბრალოდ, ჰორმონების ცვლილებასთან, ხშირად ამას კონტრაცეპტრივების მიღებაც იწვევს, ან კვების დარღვევა.

ამ პერიოდში ორგანიზმში ინსულინის საწინააღმდეგო მოქმედებაც ხდება, რის გამოც ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბი რაოდენობით წარმოიქმნება. შესაძლოა აღნიშნული პრობლემები დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღებამაც გამოიწვიოს. ასევე უკავშირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, ვინაიდან სხვადასხვა ტიპის საკვები დანამატი, ემულგატორი ცხიმოვან ქსოვილში ანთებით პროცესს ავითარებს, რამაც საბოლოოდ შეიძლება ე.წ. ცელულიტი წარმოქმნას.

- არის თუ არა საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ცელულიტი?

- როგორც ვთქვით, ის არ არის დაავდება, უბრალოდ, მდგომარეობაა, რაც ადამიანის ესთეტიკურ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ ცელულიტი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გენეტიკური განწყობით, ასევე სხვადასხვა დარღვევით. ხოლო, მისი არსებობა კანზე იმას მიანიშნებს, რომ ორგანიზმში შესაძლოა, ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობდეს, რისთვისაც საჭიროა გამოკვლევა. თავად ცელულიტი ორგანიზმისთვის საშიშ მდგომარეობას არ გამოიწვევს, მაგრამ ცელულიტის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

- ე.ი. ცელულიტი ორგანიზმისთვის მეორადი მდგომარეობაა.

- დიახ, ერთ-ერთი გამოხატულება, სიმპტომატიკა იმის, რა პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში. როდესაც აღნიშნულ ცვლილებას კანზე შევამჩნევთ, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ რამ გამოიწვია, იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს რაიმე ძირითადი და დიდი დაავადება.

- როგორ ვებრძოლოთ, ისეთ დაავადებებს, რომლებიც ცხიმოვან ქსოვილთან არის დაკავშირებული?

- ძირითადი სამკურნალო მეთოდი ჯანსაღი კვებაა. აუცილებელია რაციონიდან გამოვრიცხოთ:

  • შებოლილი პროდუქტები
  • ძეხვეული
  • მაიონეზი და მსგავსი კონსერვანტებით მდიდარი პროდუქტები
  • რაფინირებული შაქარი
  • ცხიმები იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს მდგომარეობა

როდესაც ცელულიტს წონა იწვევს, რა თქმა უნდა, მისი მკურნალობის მეთოდი - ზედმეტი წონის მოცილებაა. პირველი, თუ პრობლემა სისხლძარღვოვანი პათოლოგიიდან მომდინარეობს, უნდა მივიღოთ მატონიზირებელი საშუალებები, ანგიოპროტექტორები, რომელიც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლის ხარჯზე მდგომარეობას გამოასწორებს.

ხშირად ფიზიკური პასიურობის გამო ვითარდება კუნთების მოდუნება. ამ დროს კი კანქვეშა ზედაპირზე ცხიმოვანი ქსოვილი ლაგდება, რაც ე.წ. ცელულიტს იწვევს. ამიტომ ვარჯიში ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა - ხდება ასევე კუნთოვანი ქსოვლის კუმშვადობის გაუმჯობესება. ამას ხელს უწყობს სამედიცინო მასაჟი, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ასევე კუნთოვანი ქსოვლის კუმშვადობის გაძლიერებას. ორივე ერთად კი, დიდ ზეგავლენას ახდენს ცელულიტის მკურნალობაზე.

ენდოკრინოლოგის თქმით, მასაჟი შეიძლება იყოს ელექტრო ფიზიოლოგიური პროცედურებით, ფიზიოპროცედურებით, სხვადასხვა ელექტროაპარატით, რომელიც ეხმარება როგორც სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, ასევე კუმშვადობის გაძლიერებას. ეს უკვე პაციენტის სურვილზე და ექიმის რეკომენდაციაზეა დამოკიდებული, რადგანაც ცელულიტი ხარისხებით განსხვავდება ერთმანეთისგან.

შეიძლება იყოს მსუბუქი - პირველი სტადია. ამ დროს კანი სწორია, თუმცა თუ ხელით გავსინჯავთ, ადგილ-ადგილ ცხიმოვანი ბორცვაკები მაინც ისინჯება, საშუალო სიმძიმის - მეორე სტადიაა, ცხიმოვანი ფენები უფრო მკვრივია და ადვილად შესამჩნევი, მესამე სტადია მძიმე ხარისხის ცელულიტია. ამ დროს კანი რელიეფურად არათანაბარია და უცხო თვალისთვისაც მკვეთრად შესამჩნევია. ამიტომ ამ სტადიების მიხედვით შესაბამისად უნდა შეირჩეს მკურნალობის გეგმა. პირველი სტადიის დროს შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი მასაჟები, ან ფიზიკური აქტივობა, ან მხოლოდ ცურვით დაიტვირთოს პაციენტი. მეორე სტადიის შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის დიაგნოსტირება.

თუ ჰორმონალური დარღვევაა, ამ შემთხვევაში, კვება უნდა გამოსწორდეს, დაემატოს ფიზიკური აქტივობა. მესამე სტადიაზე კი უკვე შეიძლება ელექტროპროცედურების ჩართვა გახდეს საჭირო, რაც კუნთოვან ქსოვილს ეხმარება როგორც კუმშვადობის აღდგენაში, ასევე სისხლის მიმოქცვის გაუმჯობესებაში. იმავე სტადიის დროს მიმართავენ ქირურგიულ ჩარევასაც, რა დროსაც, ქირურგიული ცხიმოვანი ქსოვილის მოცილება ხდება. ამის ხარჯზე კანის რელიეფს კი აზღვევენ, მაგრამ ეს არ არის პანაცეა და სრული განკურნება, თუ ორგანიზმი მიდრეკილია, ამის შემდგომაც აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიებების დაცვა, რომ რეციდივი არ მოხდეს და პრობლემა თვიდან ავიცილოთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ