პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საუკეთესო ქალი თამადები: "ეს უნაზესი და ულამაზესი ქალი დადგებოდა სოფლის თავში და პატარა ჭიქით თამადობდა..."
საქართველოს საუკეთესო ქალი თამადები: "ეს უნაზესი და ულამაზესი ქალი დადგებოდა სოფლის თავში და პატარა ჭიქით თამადობდა..."

თა­მა­დის ინ­სტი­ტუ­ტი ნამ­დვი­ლად ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­აა. რო­გორც წესი, ძვე­ლად თა­მა­დად ირ­ჩევ­დნენ მჭერ­მე­ტყველ, პა­ტივ­სა­ცემ და ასა­კო­ვან ადა­მი­ანს. სუფ­რა­ზე უფ­რო­სე­ბი უმ­ცრო­სებს ზრდიდ­ნენ, კა­ცო­ბის, პა­ტი­ოს­ნე­ბის მა­გა­ლი­თებს აჩ­ვე­ნებ­დნენ. თა­მა­და ხში­რად იხ­სე­ნებ­და წარ­სულს, საგ­მი­რო ამ­ბებს - ამით მტრის ხში­რი თავ­დას­ხმე­ბის ხა­ნა­ში, თა­მა­დის მსმე­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი პატ­რი­ო­ტე­ბად იზ­რდე­ბოდ­ნენ, უმ­ცრო­სე­ბი უფ­რო­სე­ბი­სად­მი მო­წი­წე­ბას სწავ­ლობ­დნენ.

ქარ­თულ სუფ­რა­ზე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი, თუმ­ცა ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც ყო­ფი­ლა, როცა სუფ­რას ქალი უძღვე­ბო­და და სტუმ­რე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც და­უმ­სა­ხუ­რე­ბია. დღეს სწო­რედ ასეთ ქა­ლებ­ზე მო­გი­თხობთ, რად­გან ბევ­რის­თვის შე­საძ­ლოა უც­ნო­ბია, რომ უბად­ლო თა­მა­დე­ბი იყ­ვნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი ნატო ვაჩ­ნა­ძე და სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სი მე­დეა მეზვრიშ­ვი­ლი...

რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია იხ­სე­ნებს:

"დე­და­ჩე­მი - ნატო ვაჩ­ნა­ძე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თა­მა­და იყო! მას ქმა­რი გარ­და­ეც­ვა­ლა და იმის შემ­დეგ თა­მა­დობ­და, თო­რემ მა­მა­ჩე­მი - ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია კი­დევ უფრო ბრწყინ­ვა­ლე თა­მა­და იყო... დედა როცა ქვრი­ვი იყო, ჩვენ ბავ­შვებს ზღაპ­რებს გვიყ­ვე­ბო­და და ჩვენს ენა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბო­და, სტუმ­რებ­თან კი თა­მა­დო­ბას თა­ვის თავ­ზე იღებ­და. ჩვე­ნი ოჯა­ხი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე იყო, წი­ნაპ­რე­ბი­დან მო­დი­ო­და ეს ტრა­დი­ცია... ბი­ნა­ში ერთი დიდი მა­გი­და და ოცი სკა­მი გვქონ­და, მეტი არა­ფე­რი. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა დე­და­ჩემს არ აინ­ტე­რე­სებ­და, დე­მოკ­რა­ტი და უბ­რა­ლო ქალი იყო! მის­თვის არ არ­სე­ბობ­და გაპ­რან­ჭუ­ლი ავე­ჯი და მსგავ­სი რა­მე­ე­ბი...

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, შე­უ­და­რე­ბე­ლი თა­მა­და იყო მა­მა­ჩე­მი, რო­მელ­თა­ნაც იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ სა­სი­ქა­დუ­ლო ქარ­თვე­ლე­ბი - გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძე, სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი, რუსი მწერ­ლე­ბი... გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის არ­ქივ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჩა­ნა­წე­რი იპო­ვეს: ჩა­ნა­წერ­შია, რომ ომის დროს მთავ­რო­ბამ მწერ­ლე­ბი სა­გუ­რა­მო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, რად­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო თბი­ლი­სი და­ი­ბომ­ბე­ბო­და. გა­ლა­კტი­ო­ნი წერს, იქ ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ამ დროს გა­მოჩ­ნდა - ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია, რო­მელ­მაც ნა­ნა­დი­რე­ვი მო­ი­ტა­ნა, ბევ­რი გვა­ცი­ნა, მერე ისე ითა­მა­და, მე მსგავ­სი თა­მა­დო­ბა არ მი­ნა­ხავ­სო...

დე­და­ჩემ­მა ხომ იცო­და მა­მა­ჩე­მი რა დო­ნის თა­მა­და იყო, მაგ­რამ იგი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ეთა­მა­და, რად­გან მა­მა­ჩე­მი 1942 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ნაც კარ­გი თა­მა­დო­ბა იცო­და, რად­გან კა­ხე­ლი გოგო იყო. ღვი­ნის სმაც კარ­გად შე­ეძ­ლო. ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ღვი­ნო სა­სარ­გებ­ლოა და დე­და­ჩე­მიც და მისი დაც - კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლიც ცოტა ღვი­ნოს ყო­ველ­დღე სვამ­დნენ და ბავ­შვებ­საც გვას­მევ­დნენ სა­დილ­ზე ნა­ხე­ვარ ჭი­ქას. კარგ, სუფ­თა წი­თელ ღვი­ნოს უგ­ზავ­ნიდ­ნენ გურ­ჯა­ა­ნი­დან...

დე­დას თა­მა­დო­ბა მეც კარ­გად მა­ხოვს, იმ დროს და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წლის ვი­ყა­ვი. ეს უნა­ზე­სი და ულა­მა­ზე­სი ქალი დად­გე­ბო­და ხოლ­მე სოფ­ლის თავ­ში და პა­ტა­რა ჭი­ქით თა­მა­დობ­და... არა­ვინ არ სვამ­და ღვი­ნოს მა­შინ ჩაის ჭი­ქით, მი­თუ­მე­ტეს ქა­ლე­ბი. ჩაის - ჩაის ჭი­ქით სვამ­დნენ, ღვი­ნოს - ღვი­ნის ჭი­ქით! ზედ­მე­ტი ღვი­ნის და­ლე­ვა არც ქა­ლე­ბის­თვის და არც კა­ცე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო არ არის. ნა­ტოს თა­მა­დო­ბით ყვე­ლა აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო! ისეთ სუფ­რებ­ზე უთა­მა­დია, სა­დაც იყ­ვნენ - გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძე, ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლი, სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი, თა­მარ ჭავ­ჭა­ვა­ძე... ერთხელ გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძემ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა უთხრა - ნატო, შენ რა კარ­გი ქარ­თუ­ლით ლა­პა­რა­კო­ბო და დე­და­ჩემ­მა უპა­სუ­ხა, გოგ­ლა მე გურ­ჯა­ან­ში ვარ გაზ­რდი­ლიო...

მხატ­ვა­რი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია იხ­სე­ნებს:

"დე­და­ჩე­მი - სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი ნამ­დვი­ლად კარ­გი თა­მა­და გახ­ლდათ! მისი თა­მა­დო­ბა სულ იუ­მორ­ზე იყო აგე­ბუ­ლი... სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ქალი თა­მა­და, მაგ­რამ სო­ფი­კო მო­გეხ­სე­ნე­ბათ ყო­ჩა­ღი იყო... ექ­სპრომ­ტი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი ჰქონ­და, არა და­ნომ­რი­ლი. თუმ­ცა ტრა­დი­ცი­ულ, ქარ­თულ სა­დღეგ­რძე­ლო­ებს არ გა­მო­ტო­ვებ­და...

- ამ­ბო­ბენ, რომ კოტე მა­ხა­რა­ძეს და სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელს დუ­ეტ­ში მიჰ­ყავ­დათ სუფ­რე­ბი...

- დიახ, მაგ­რამ ბო­ლოს სო­ფი­კომ კო­ტეს მთლი­ა­ნად ჩა­მო­არ­თვა თა­მა­დო­ბა. სა­ერ­თოდ სო­ფი­კომ იმი­ტომ და­ი­წყო თა­მა­დო­ბა, რომ კო­ტეს­თვის და­ლე­ვა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და... ჩვე­ნი სახ­ლი ფაქ­ტი­უ­რად სას­ტუმ­რო იყო. თუ ვინ­მე გა­მო­ჩე­ნი­ლი ხე­ლო­ვა­ნი, მწე­რა­ლი და ცნო­ბი­ლი პირი ჩა­მო­დი­ო­და, ყვე­ლა აქ მო­დი­ო­და. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სო­ფი­კოს და კო­ტეს აქა­ურ მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებ­ზე. სახ­ლის კარი ფაქ­ტი­უ­რად არც იკე­ტე­ბო­და...

ფო­ტო­ზე: სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი; რუსი მსა­ხი­ო­ბი ალექ­სან­დრე პეტ­რენ­კო

ვინ მოთ­ვლის რამ­დე­ნი სუფ­რა და სტუ­მა­რი იყო, რამ­დენს თა­მა­დობ­დნენ, მღე­როდ­ნენ, ხუმ­რობ­დნენ და მხი­ა­რუ­ლობ­დნენ... ნინო რა­მიშ­ვი­ლი და სო­ფი­კო ცეკ­ვავ­დნენ და მათ რას­ტრა­პო­ვი­ჩიც კი აცეკ­ვეს. სხვა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბიც ყო­ფი­ლან აქ სტუმ­რად და ამ სუფ­რებს სო­ფი­კო უძღვე­ბო­და ხში­რად... სომ­ხე­თის და სხვა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტებს უცეკ­ვი­ათ და "თბი­ლი­სოც" კი უმ­ღე­რათ სუფ­რა­ზე..."

მსა­ხი­ო­ბი იმე­და კა­ხი­ა­ნი იხ­სე­ნებს:

"ძა­ლი­ან კარ­გი თა­მა­და იყო – მე­დი­კო მეზვრიშ­ვი­ლი... მე ვყო­ფილ­ვარ მის სუფ­რებ­ზე და სა­უ­კე­თე­სოდ მახ­სოვს. ეს ქალი ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი და მშრო­მე­ლი იყო, გა­სა­ო­ცა­რი ენერ­გი­ის პატ­რო­ნი. სა­მა­გა­ლი­თო იყო მა­მა­კა­ცე­ბის­თვი­საც კი. საქ­მე­ზე მკაც­რად მომ­თხოვ­ნი და თვი­თო­ნაც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე. ქვრივ-ობ­ლე­ბის განმკი­თხა­ვი, ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და...

სუფ­რა­ზე მახ­სოვს ძა­ლი­ან კარ­გად მე­ტყვე­ლებ­და და რა­საც ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო! სა­ერ­თოდ ქარ­თვე­ლი თა­მა­და მარ­თა­ლი უნდა იყოს! დღეს არი­ან თა­მა­დე­ბი, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი ლექ­სე­ბი იცი­ან, ხუმ­რო­ბაც, ჯამ­ბა­ზო­ბენ, მაგ­რამ ეს არ არის თა­მა­დო­ბა! კარ­გი თა­მა­და ის არის, რო­მელ­საც არ ჭირ­დე­ბა მო­წო­დე­ბა, აბა ჩუ­მად იყა­ვი­თო...

მე­დი­კო, რომ სა­უბ­რობ­და, მო­ნუს­ხუ­ლე­ბი ვუს­მენ­დით. ის არ ცდი­ლობ­და ვინ­მეს­თვის თავი მო­ე­წო­ნე­ბი­ნა. კა­ხეთ­ში ღვი­ნის სმაც იცი­ან და თა­მა­დო­ბაც, მაგ­რამ ბევრ სუფ­რა­ზე მე­დი­კო იყო თა­მა­და, თვი­თონ ბევრ ღვი­ნოს არ სვამ­და. იგი ყვე­ლა ღირ­შე­სა­ნიშ­ნავ დღეს აღ­ნიშ­ნავ­და და თბი­ლი­სი­და­ნაც გვე­პა­ტი­ჟე­ბო­და. ხში­რად შემ­თხვე­ვი­თაც შევ­ხვედ­რი­ვართ და სუფ­რა­ზე მი­ვუწ­ვე­ვი­ვართ...

ფოტო: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბილბ­ლი­ო­თე­კა; ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე;

მთა­ვა­რი ფოტო: სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი და სტის­ლავ რას­ტრა­პო­ვი­ჩი

მ .მ.
6

უნდა ეწეროს მსტისლავ და არა სტისლავ.გმადლობთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს საუკეთესო ქალი თამადები: "ეს უნაზესი და ულამაზესი ქალი დადგებოდა სოფლის თავში და პატარა ჭიქით თამადობდა..."

საქართველოს საუკეთესო ქალი თამადები: "ეს უნაზესი და ულამაზესი ქალი დადგებოდა სოფლის თავში და პატარა ჭიქით თამადობდა..."

თამადის ინსტიტუტი ნამდვილად ქართული ტრადიციაა. როგორც წესი, ძველად თამადად ირჩევდნენ მჭერმეტყველ, პატივსაცემ და ასაკოვან ადამიანს. სუფრაზე უფროსები უმცროსებს ზრდიდნენ, კაცობის, პატიოსნების მაგალითებს აჩვენებდნენ. თამადა ხშირად იხსენებდა წარსულს, საგმირო ამბებს - ამით მტრის ხშირი თავდასხმების ხანაში, თამადის მსმენელი ახალგაზრდები პატრიოტებად იზრდებოდნენ, უმცროსები უფროსებისადმი მოწიწებას სწავლობდნენ.

ქართულ სუფრაზე ძალიან იშვიათი, თუმცა ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა სუფრას ქალი უძღვებოდა და სტუმრების აღფრთოვანებაც დაუმსახურებია. დღეს სწორედ ასეთ ქალებზე მოგითხობთ, რადგან ბევრისთვის შესაძლოა უცნობია, რომ უბადლო თამადები იყვნენ მსახიობები ნატო ვაჩნაძე და სოფიკო ჭიაურელი, ასევე პოლიტიკოსი მედეა მეზვრიშვილი...

რეჟისორი გიორგი შენგელაია იხსენებს:

"დედაჩემი - ნატო ვაჩნაძე არაჩვეულებრივი თამადა იყო! მას ქმარი გარდაეცვალა და იმის შემდეგ თამადობდა, თორემ მამაჩემი - ნიკოლოზ შენგელაია კიდევ უფრო ბრწყინვალე თამადა იყო... დედა როცა ქვრივი იყო, ჩვენ ბავშვებს ზღაპრებს გვიყვებოდა და ჩვენს ენაზე გვესაუბრებოდა, სტუმრებთან კი თამადობას თავის თავზე იღებდა. ჩვენი ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარე იყო, წინაპრებიდან მოდიოდა ეს ტრადიცია... ბინაში ერთი დიდი მაგიდა და ოცი სკამი გვქონდა, მეტი არაფერი. მატერიალური კეთილდღეობა დედაჩემს არ აინტერესებდა, დემოკრატი და უბრალო ქალი იყო! მისთვის არ არსებობდა გაპრანჭული ავეჯი და მსგავსი რამეები...

როგორც მოგახსენეთ, შეუდარებელი თამადა იყო მამაჩემი, რომელთანაც იკრიბებოდნენ სასიქადულო ქართველები - გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, რუსი მწერლები... გალაკტიონ ტაბიძის არქივში ძალიან საინტერესო ჩანაწერი იპოვეს: ჩანაწერშია, რომ ომის დროს მთავრობამ მწერლები საგურამოში გადაიყვანა, რადგან მოსალოდნელი იყო თბილისი დაიბომბებოდა. გალაკტიონი წერს, იქ ძალიან მოწყენილები ვიყავით და ამ დროს გამოჩნდა - ნიკოლოზ შენგელაია, რომელმაც ნანადირევი მოიტანა, ბევრი გვაცინა, მერე ისე ითამადა, მე მსგავსი თამადობა არ მინახავსო...

დედაჩემმა ხომ იცოდა მამაჩემი რა დონის თამადა იყო, მაგრამ იგი იძულებული იყო ეთამადა, რადგან მამაჩემი 1942 წელს გარდაიცვალა. მანაც კარგი თამადობა იცოდა, რადგან კახელი გოგო იყო. ღვინის სმაც კარგად შეეძლო. ჯანმრთელობისთვის ღვინო სასარგებლოა და დედაჩემიც და მისი დაც - კირა ანდრონიკაშვილიც ცოტა ღვინოს ყოველდღე სვამდნენ და ბავშვებსაც გვასმევდნენ სადილზე ნახევარ ჭიქას. კარგ, სუფთა წითელ ღვინოს უგზავნიდნენ გურჯაანიდან...

დედას თამადობა მეც კარგად მახოვს, იმ დროს დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი. ეს უნაზესი და ულამაზესი ქალი დადგებოდა ხოლმე სოფლის თავში და პატარა ჭიქით თამადობდა... არავინ არ სვამდა ღვინოს მაშინ ჩაის ჭიქით, მითუმეტეს ქალები. ჩაის - ჩაის ჭიქით სვამდნენ, ღვინოს - ღვინის ჭიქით! ზედმეტი ღვინის დალევა არც ქალებისთვის და არც კაცებისთვის სასარგებლო არ არის. ნატოს თამადობით ყველა აღტაცებული იყო! ისეთ სუფრებზე უთამადია, სადაც იყვნენ - გოგლა ლეონიძე, ვასო გოძიაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, თამარ ჭავჭავაძე... ერთხელ გოგლა ლეონიძემ აღფრთოვანებულმა უთხრა - ნატო, შენ რა კარგი ქართულით ლაპარაკობო და დედაჩემმა უპასუხა, გოგლა მე გურჯაანში ვარ გაზრდილიო...

მხატვარი ნიკუშა შენგელაია იხსენებს:

"დედაჩემი - სოფიკო ჭიაურელი ნამდვილად კარგი თამადა გახლდათ! მისი თამადობა სულ იუმორზე იყო აგებული... საქართველოში ცოტა წარმოუდგენელია ქალი თამადა, მაგრამ სოფიკო მოგეხსენებათ ყოჩაღი იყო... ექსპრომტი სადღეგრძელოები ჰქონდა, არა დანომრილი. თუმცა ტრადიციულ, ქართულ სადღეგრძელოებს არ გამოტოვებდა...

- ამბობენ, რომ კოტე მახარაძეს და სოფიკო ჭიაურელს დუეტში მიჰყავდათ სუფრები...

- დიახ, მაგრამ ბოლოს სოფიკომ კოტეს მთლიანად ჩამოართვა თამადობა. საერთოდ სოფიკომ იმიტომ დაიწყო თამადობა, რომ კოტესთვის დალევა აღარ შეიძლებოდა... ჩვენი სახლი ფაქტიურად სასტუმრო იყო. თუ ვინმე გამოჩენილი ხელოვანი, მწერალი და ცნობილი პირი ჩამოდიოდა, ყველა აქ მოდიოდა. აღარაფერს ვამბობ სოფიკოს და კოტეს აქაურ მეგობრებსა და კოლეგებზე. სახლის კარი ფაქტიურად არც იკეტებოდა...

ფოტოზე: სოფიკო ჭიაურელი; რუსი მსახიობი ალექსანდრე პეტრენკო

ვინ მოთვლის რამდენი სუფრა და სტუმარი იყო, რამდენს თამადობდნენ, მღეროდნენ, ხუმრობდნენ და მხიარულობდნენ... ნინო რამიშვილი და სოფიკო ცეკვავდნენ და მათ რასტრაპოვიჩიც კი აცეკვეს. სხვა ქვეყნის პრეზიდენტებიც ყოფილან აქ სტუმრად და ამ სუფრებს სოფიკო უძღვებოდა ხშირად... სომხეთის და სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს უცეკვიათ და "თბილისოც" კი უმღერათ სუფრაზე..."

მსახიობი იმედა კახიანი იხსენებს:

"ძალიან კარგი თამადა იყო – მედიკო მეზვრიშვილი... მე ვყოფილვარ მის სუფრებზე და საუკეთესოდ მახსოვს. ეს ქალი ძალიან გულწრფელი და მშრომელი იყო, გასაოცარი ენერგიის პატრონი. სამაგალითო იყო მამაკაცებისთვისაც კი. საქმეზე მკაცრად მომთხოვნი და თვითონაც დიდი პასუხისმგებლობის მქონე. ქვრივ-ობლების განმკითხავი, ყველას ეხმარებოდა...

სუფრაზე მახსოვს ძალიან კარგად მეტყველებდა და რასაც ამბობდა, ყველაფერი დამაჯერებელი იყო! საერთოდ ქართველი თამადა მართალი უნდა იყოს! დღეს არიან თამადები, რომლებმაც ძალიან ბევრი ლექსები იციან, ხუმრობაც, ჯამბაზობენ, მაგრამ ეს არ არის თამადობა! კარგი თამადა ის არის, რომელსაც არ ჭირდება მოწოდება, აბა ჩუმად იყავითო...

მედიკო, რომ საუბრობდა, მონუსხულები ვუსმენდით. ის არ ცდილობდა ვინმესთვის თავი მოეწონებინა. კახეთში ღვინის სმაც იციან და თამადობაც, მაგრამ ბევრ სუფრაზე მედიკო იყო თამადა, თვითონ ბევრ ღვინოს არ სვამდა. იგი ყველა ღირშესანიშნავ დღეს აღნიშნავდა და თბილისიდანაც გვეპატიჟებოდა. ხშირად შემთხვევითაც შევხვედრივართ და სუფრაზე მივუწვევივართ...

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბილბლიოთეკა; ხელოვნების სასახლე;

მთავარი ფოტო: სოფიკო ჭიაურელი და სტისლავ რასტრაპოვიჩი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"