პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის ფონდის დაფინანსებული მედიაფორუმის მონაწილე: "ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ"
პუტინის ფონდის დაფინანსებული მედიაფორუმის მონაწილე: "ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ"

ჩვენ რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა გვაქვს, პრობ­ლე­მე­ბი ად­რეც გვქონ­და და ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბა ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა ქვე­ყა­ნას, - ამის შე­სა­ხებ კო­ლუმ­ნის­ტმა და მწე­რალ­მა, დი­მიტ­რი კო­სი­რევ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სას­ტუმ­რო „ვერე პა­ლას­თან“ გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ამ წუ­თებ­ში რუ­სე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო გრან­ტე­ბის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­ფო­რუ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია პერ­ფორ­მან­სი იმარ­თე­ბა.

რო­გორც კო­სა­რევ­მა აღ­ნიშ­ნა, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის სა­კითხს კარ­გად არ იც­ნობს, ამი­ტომ ის კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

„ჩვენ რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა გვაქვს. პრობ­ლე­მე­ბი ად­რეც გვქონ­და და ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბა ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა ქვე­ყა­ნას. რაც შე­ე­ხე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს, ჯერ კარ­გად უნდა გა­ვერ­კვე სა­კი­თხში, რომ შემ­დეგ ამა­ზე ვწე­რო ან ვი­სა­უბ­რო. ეს ჩემი თემა არაა. ეს არც ფო­რუ­მის თე­მაა. თუ ვინ მო­ახ­დი­ნა ვისი ოკუ­პა­ცია, ამის­თვის არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კითხს კარ­გად იც­ნო­ბენ. მე ამას არ ვიც­ნობ.

მზად ვარ ამის შე­სა­ხებ უფრო მეტი გა­ვი­გო. სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვე­სა­უბ­რე­ბი აქ შეკ­რე­ბილ ადა­მი­ა­ნებს, მო­ვის­მენ მათ აზრს, გა­ვე­სა­უბ­რე­ბი ვინ­მეს მოს­კოვ­ში. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ქვე­ყა­ნა­ში არ შე­მო­უშ­ვეს, კონ­ფე­რენ­ცი­ის პროგ­რა­მა­ში იყ­ვნენ შეყ­ვა­ნი­ლი და მათ შე­ეძ­ლოთ ამ სა­კი­თხებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ შე­მო­უშ­ვეს. ამი­ტომ ჩვენ ამ სა­კი­თხებ­ზე სხვა დროს ვი­სა­უბ­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და კო­სი­რევ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის სამი წევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში „ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის გამო არ შე­მო­უშ­ვეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-11 მუხ­ლის 1 პუნ­ქტის "ი" ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარი რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "იტარ­ტა­სის" სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენტ ვიქ­ტორ ლი­ტოვ­კინს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მკვლე­ვარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ გე­ნა­დი ბორ­დი­უ­გოვ­სა და НТВ-ს ჟურ­ნა­ლისტ ალექ­სან­დრ ტო­კა­რევს ეთ­ქვათ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თბი­ლის­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­კონ­ფე­რენ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
ავტორი:

პუტინის ფონდის დაფინანსებული მედიაფორუმის მონაწილე: "ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ"

პუტინის ფონდის დაფინანსებული მედიაფორუმის მონაწილე: "ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ"

ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, - ამის შესახებ კოლუმნისტმა და მწერალმა, დიმიტრი კოსირევმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ვერე პალასთან“ განუცხადა, სადაც ამ წუთებში რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით დაფინანსებული მედიაფორუმის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია პერფორმანსი იმართება.

როგორც კოსარევმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს კარგად არ იცნობს, ამიტომ ის კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

„ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჯერ კარგად უნდა გავერკვე საკითხში, რომ შემდეგ ამაზე ვწერო ან ვისაუბრო. ეს ჩემი თემა არაა. ეს არც ფორუმის თემაა. თუ ვინ მოახდინა ვისი ოკუპაცია, ამისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკითხს კარგად იცნობენ. მე ამას არ ვიცნობ.

მზად ვარ ამის შესახებ უფრო მეტი გავიგო. სიამოვნებით გავესაუბრები აქ შეკრებილ ადამიანებს, მოვისმენ მათ აზრს, გავესაუბრები ვინმეს მოსკოვში. ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში არ შემოუშვეს, კონფერენციის პროგრამაში იყვნენ შეყვანილი და მათ შეეძლოთ ამ საკითხებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ადამიანები არ შემოუშვეს. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე სხვა დროს ვისაუბრებთ“, - განაცხადა კოსირევმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. მათივე ინფორმაციით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

როგორც ცნობილია, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები