პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად უკითხავთ, თბილისიდან რატომ წახვედითო" - ისტორია რეგიონში გადასახლებულ წყვილზე და კაცი, რომელიც ულამაზეს ადგილებს პატრონობს
"ხშირად უკითხავთ, თბილისიდან რატომ წახვედითო" - ისტორია რეგიონში გადასახლებულ წყვილზე და კაცი, რომელიც ულამაზეს ადგილებს პატრონობს

გა­ი­ცა­ნით მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზეს ად­გი­ლებს პატ­რო­ნობს - თბი­ლი­სი­დან გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი წყვი­ლის სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია.

დე­და­ქა­ლა­ქი­დან რე­გი­ონ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად არა­ერ­თი ოჯა­ხი გა­და­ვი­და. მათ შო­რის არი­ან ზაზა გა­გუა და ქე­თე­ვან ნი­ნი­ძე, რომ­ლებ­მაც წლე­ბის წინ თბი­ლი­სი მი­ა­ტო­ვეს და მარ­ტვილ­ში მა­მა­პა­პე­ულ სახ­ლს და­უბ­რუნ­დნენ. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს ასე, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ და რო­გორ გა­დის დრო თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის რე­გი­ონ­ში, ზაზა გა­გუა თვი­თონ მოგ­ვი­თხრობს:

- მარ­ტვილ­ში მა­ნამ­დეც ხში­რად ჩავ­დი­ო­დი - მშობ­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით აქე­დან არი­ან. მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა და ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა იქ მე­გობ­რებ­თან ერ­თად 2012 წელს და­ვი­წყე. მერე და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ­დი, მარ­ტვი­ლი­სა და ოკა­ცეს ბუ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და რად­გან იქა­უ­რი ვი­ყა­ვი, დი­რექ­ტო­რად გა­დას­ვლა შე­მომ­თა­ვა­ზეს. მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი დღეს რომ პო­პუ­ლა­რუ­ლია, რა­ღაც წვლი­ლი მეც მი­მი­ძღვის. ერთი წლის შემ­დეგ, 2016 წელს კი უკვე ოჯა­ხიც წა­ვიყ­ვა­ნე - მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი.

ჩემი მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ, მეც თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მარ­ტვილ­ში მა­მა­ჩე­მის ბე­ბი­ის და­ტო­ვე­ბულ სახ­ლში ზა­ფხუ­ლო­ბით ჩავ­დი­ო­დით. ეს არის მეგ­რუ­ლი ოდა, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობთ. გა­ვა­რე­მონ­ტეთ, თუმ­ცა ძვე­ლი იერ­სა­ხეც შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ. ჩემ­მა მე­უღ­ლემ აქ სა­ო­ჯა­ხო რეს­ტო­რა­ნი და მა­რა­ნი მო­ა­წყო, მერე ღვი­ნის წარ­მო­ე­ბაც და­ი­წყო. ახლა უკვე ღვი­ნის ტუ­რიზმს მის­დევს და ვი­ზი­ტო­რებს იღებს. ახლა ცალ-ცალ­კე ბრენ­დი გვაქვს: მე - ღვი­ნის, მე­უღ­ლეს კი - სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი, რომ­ლის ბა­ზა­ზეც სა­ო­ჯა­ხო რეს­ტო­რან­ში უცხო­ელ სტუმ­რებს ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს, მეგ­რუ­ლი კერ­ძე­ბი­თა და ღვი­ნით უმას­პინ­ძლდე­ბა. მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის გზა­ზე ვცხოვ­რობთ და ჩვენ­თან სტუმ­რო­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. შარ­შან 500-მდე ადა­მი­ანს უმას­პინ­ძლა, წლე­ულს - უკვე 800-მდე, რეკ­ლა­მი­სა და ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე.

- რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლიც უნდა იყოს რე­გი­ონ­ში თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა, თბი­ლი­სე­ლებს ქა­ლა­ქის გა­რე­შე არ გი­ჭირთ?

- ხში­რად უკი­თხავთ, თბი­ლი­სი­დან რა­ტომ წახ­ვე­დი­თო. თბი­ლი­სი­დან წა­ვე­დით, სა­ქარ­თვე­ლო­დან ხომ არა! აქ კი ცხოვ­რე­ბა ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა, მით უმე­ტეს - თუ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს აკე­თებ. დე­და­ქა­ლაქ­ში თვე­ში ერთხელ საქ­მი­ა­ნი ჩა­მოს­ვლა გვი­წევს. მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ნაკ­ლისს გან­ვიც­დით, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გი­ნა­ზღა­უ­რებს ამას. მე­გობ­რე­ბი ზა­ფხულ­ში და გა­ზა­ფხულ­ზე ხში­რად ჩა­მო­დი­ან. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ მარ­ტვილ­ში კარ­გი სკო­ლაა, რაც აქ გად­მოს­ვლის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა იყო.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხართ?

- გე­ოგ­რა­ფი ვარ. მე­უღ­ლე ფი­ლო­ლო­გია. ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში 10 წელი მუ­შა­ობ­და. იყო რა­ღაც პრო­ექ­ტებ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტა­დაც იმუ­შა­ვა. დღეს კი ბლო­გე­რია და რე­დაქ­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს.

- იმ საქ­მეს, რო­მელ­საც უძღვე­ბით, ცოდ­ნა უნდა...

- მეღ­ვი­ნე­ო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი ბა­ბუ­ამ მას­წავ­ლა - მეღ­ვი­ნე იყო. 2012 წლამ­დე ღვი­ნო­სა და ვე­ნახ­თან ასე ახ­ლოს არ ვყო­ფილ­ვართ, მხო­ლოდ პრო­ექ­ტებ­ში ("ღვი­ნის გზა", "ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი") ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მერე ამ სფე­რო­ში თვით­გა­ნათ­ლე­ბას მივ­ყა­ვი ხელი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა და­ვი­წყე. მალე პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლიც ავი­ღეთ, ღვი­ნო ოჯა­ლე­ში დავ­წუ­რეთ, რა­საც ჩვე­ნი ოჯა­ხის ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა მოჰ­ყვა. ორ­გა­ნულ ღვი­ნოს ვა­ყე­ნებთ, ნა­ტუ­რა­ლურს, ბი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბით. ვი­ღებთ მხო­ლოდ ქვევ­რის ნა­ტუ­რა­ლურ ღვი­ნოს. ექ­სპორ­ტიც და­ვი­წყეთ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით. პირ­ვე­ლად ინ­გლის­ში გა­ვი­ტა­ნეთ, მერე - ავ­სტრა­ლი­ა­ში, აშშ-ში, პო­ლო­ნეთ­ში, წლე­ულს უკვე - ია­პო­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, რუ­სეთ­ში. მო­თხოვ­ნა თან­და­თან იზ­რდე­ბა რო­გორც ად­გილ­ზე, თბი­ლის-ბა­თუმ-ქუ­თა­ის­ში, ისე - უცხო­ეთ­ში.

- სა­მეგ­რე­ლო­ში ვე­ნა­ხი და ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა ცოტა უჩ­ვე­უ­ლოა, რად­გან იქ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი სხვა კულ­ტუ­რე­ბია...

- რომ ვი­წყებ­დით, ცოტა სკეპ­ტი­კუ­რად გვი­ყუ­რებ­დნენ, სა­მეგ­რე­ლო­ში ღვი­ნოს რა უნ­დაო? ახლა პარტნი­ო­რი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი გვყავს ლე­ჩხუმ­ში (სო­ფელ ორ­ბელ­ში), იმე­რეთ­ში (სო­ფელ დიმ­სა და სო­ფელ როხ­ში), ვის­გა­ნაც სხვა­დას­ხვა ჯი­შის ყუ­რძენს ვყი­დუ­ლობთ და ღვი­ნოს ვა­ყე­ნებთ. ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჯი­შია, დი­მი­დან ცო­ლი­კა­ურ კრა­ხუ­ნას ვა­ყე­ნებთ, რო­ხი­დან - ალა­დას­ტურს. ვგეგ­მავთ ვე­ნა­ხის ფარ­თო­ბის გაზ­რდას, რომ სულ ჩვე­ნი გვქონ­დეს. სა­მო­მავ­ლოდ მეგ­რუ­ლი იშ­ვი­ა­თი ჯი­შე­ბის გა­შე­ნე­ბაც გვინ­და.

- თქვე­ნი მე­უღ­ლის ვე­ნა­ხი რამ­ხე­ლაა?

- მისი ვე­ნა­ხი 2000 კვმ-ია. ეზო­ში თხი­ლის ბა­ღის ნაც­ვლად ოჯა­ლე­ში გა­ვა­შე­ნეთ. მე­უღ­ლემ მეგ­რუ­ლი და აფხა­ზუ­რი იშ­ვი­ა­თი ჯი­შე­ბიც და­ა­მა­ტა. სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს" დახ­მა­რე­ბით ფან­ჩა­ტუ­რი გა­ვა­კე­თეთ, კი­დევ გრან­ტი აიღო და ახალ სამ­ზა­რე­უ­ლოს აშე­ნებს. მარ­ტვილ­ში ვი­ზი­ტო­რებს ევ­რო­პულ­ სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს და გა­ო­ცე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან. თან ძველ მეგ­რულ კერ­ძებს ეძებს, სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბა და მათ ეტა­პობ­რი­ვად აღად­გენს.

- ვე­ნა­ხის გარ­და ეზო­ში სხვა რა კულ­ტუ­რებს ახა­რებთ?

- თხი­ლი იმის გამო ამოვ­ძირ­კვეთ, რომ სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რას ვერ მივ­დევ­დით. მე და ჩემს მე­უღ­ლეს ვე­ნა­ხი იმი­ტომ გვაქვს გა­მიჯ­ნუ­ლი, რომ მე­ურ­ნე­ო­ბას მა­ნამ­დე მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვუ­ძღვე­ბო­დი. მოკ­ლედ, ბევრ კულ­ტუ­რას აღარ მო­ვე­დეთ, თან დიდი დრო და ენერ­გია სჭირ­დე­ბა...

ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა. ბევ­რი ცა­რი­ე­ლი ნი­შაა, სა­დაც პა­ტა­რა ინ­ვეს­ტი­ცი­ი­თაც შე­იძ­ლე­ბა დიდი საქ­მის კე­თე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, რაც სა­მო­მავ­ლოდ შე­მო­სავ­ლის წყა­რო იქ­ნე­ბა. ეს სა­ინ­ტე­რე­სოც არის - ცხოვ­რე­ბის წესი ხდე­ბა. ფიქ­რობ ვე­ნახ­სა და ღვი­ნო­ზე. რე­გი­ონ­ში ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, რო­გორ არა, გან­სა­კუთ­რე­ბით - ზამ­თარ­ში. გაზი არ არის და შე­შის ღუ­მელ­ზე ვართ, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი ყველ­გან არის. რა­ღა­ცა­ზე შე­იძ­ლე­ბა უარი თქვა და სა­ნაც­ვლოდ სხვა რამ მი­ი­ღო - ჯან­საღ პრო­დუქტს ვჭამთ, სუფ­თა ჰა­ერს ვსუნ­თქავთ.

ცოტა ხნის წინ მარ­ტვილ­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და, შარ­შან 148 ათა­სი ვი­ზი­ტო­რი გვეწ­ვია, წლე­ულს კი 20-25%-იანი მა­ტე­ბაა. ამ ყვე­ლაფ­რის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე რომ ხარ, სტი­მულს ესეც გმა­ტებს.

- და­სას­რულ, რო­გო­რია თქვე­ნი ღვი­ნო და რო­გო­რი უნდა იყოს?

- რა ღვი­ნო­საც ვა­ყე­ნებთ, ნამ­დვილ ღვი­ნოს ვე­ძა­ხით, ბუ­ნებ­რივს. ამ ყვე­ლა­ფერ­ში სულს და გულს ვდებთ. ღვი­ნოც დამ­ყე­ნებ­ლის ხა­სი­ათს იმე­ო­რებს. ხში­რად ვამ­ბობ, რომ ეს არის ის, რა­საც ღმერ­თი და ბუ­ნე­ბა გვაძ­ლევს, ჩვენ კი სულ ცო­ტას ვეხ­მა­რე­ბით, ვი­ცავთ წე­სებ­სა და ტრა­დი­ცი­ებს, რაც 8000-წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ით მოგ­ვყვე­ბა. ხან­და­ხან სი­ახ­ლე­ე­ბიც გვაქვს, რად­გან სულ რა­ღა­ცას ვე­ძებთ. ვცდი­ლობთ, ნაკ­ლე­ბი ჭა­ჭით და­ვა­ყე­ნოთ, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ვა­ტა­როთ, რომ ჩვე­ნი სტი­ლი ვი­პო­ვოთ. შეც­დო­მებ­ზე ვსწავ­ლობთ, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ჯერ კი­დევ ბევ­რი გვიკ­ლია კარ­გი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბამ­დე.

- რას ურ­ჩევთ დამ­წყებ მე­ურ­ნე­ებს?

- სა­მეგ­რე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ვე­ნა­ხი გა­შენ­დეს. თა­ვი­დან აქ სკეპ­ტი­კუ­რად გვი­ყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ მერე ჩემ გვერ­დით თხი­ლის ბა­ღე­ბი გა­ჩე­ხეს და ვე­ნა­ხი გა­ა­შე­ნეს, რად­გან უფრო შე­მო­სავ­ლი­ა­ნია... ეს პრო­ცე­სი ფა­რო­სა­ნას გამ­რავ­ლე­ბამ­დე და­ი­წყო, ვი­ნა­ი­დან ყუ­რძნის ფას­მა გა­ას­წრო თხი­ლის ფასს. სხვა­თა შო­რის, ძველ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში, წარ­მო­ე­ბუ­ლი ღვი­ნის რა­ო­დე­ნო­ბით სა­მეგ­რე­ლო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რაც მერე სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნამ შეც­ვა­ლა. მინ­და, ყვე­ლას ვურ­ჩიო, მეღ­ვი­ნე­ო­ბას და­უბ­რუნ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ხშირად უკითხავთ, თბილისიდან რატომ წახვედითო" - ისტორია რეგიონში გადასახლებულ წყვილზე და კაცი, რომელიც ულამაზეს ადგილებს პატრონობს

"ხშირად უკითხავთ, თბილისიდან რატომ წახვედითო" - ისტორია რეგიონში გადასახლებულ წყვილზე და კაცი, რომელიც ულამაზეს ადგილებს პატრონობს

გაიცანით მამაკაცი, რომელიც საქართველოს ულამაზეს ადგილებს პატრონობს - თბილისიდან გადასახლებული წყვილის საოცარი ისტორია.

დედაქალაქიდან რეგიონში საცხოვრებლად არაერთი ოჯახი გადავიდა. მათ შორის არიან ზაზა გაგუა და ქეთევან ნინიძე, რომლებმაც წლების წინ თბილისი მიატოვეს და მარტვილში მამაპაპეულ სახლს დაუბრუნდნენ. რატომ გადაწყვიტეს ასე, რას საქმიანობენ და როგორ გადის დრო თბილისელებისთვის რეგიონში, ზაზა გაგუა თვითონ მოგვითხრობს:

- მარტვილში მანამდეც ხშირად ჩავდიოდი - მშობლები წარმოშობით აქედან არიან. მევენახეობა და ღვინის წარმოება იქ მეგობრებთან ერთად 2012 წელს დავიწყე. მერე დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვმუშაობდი, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციაში და რადგან იქაური ვიყავი, დირექტორად გადასვლა შემომთავაზეს. მარტვილის კანიონი დღეს რომ პოპულარულია, რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის. ერთი წლის შემდეგ, 2016 წელს კი უკვე ოჯახიც წავიყვანე - მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

ჩემი მშობლები თბილისში ცხოვრობენ, მეც თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მარტვილში მამაჩემის ბებიის დატოვებულ სახლში ზაფხულობით ჩავდიოდით. ეს არის მეგრული ოდა, სადაც ახლა ვცხოვრობთ. გავარემონტეთ, თუმცა ძველი იერსახეც შევუნარჩუნეთ. ჩემმა მეუღლემ აქ საოჯახო რესტორანი და მარანი მოაწყო, მერე ღვინის წარმოებაც დაიწყო. ახლა უკვე ღვინის ტურიზმს მისდევს და ვიზიტორებს იღებს. ახლა ცალ-ცალკე ბრენდი გვაქვს: მე - ღვინის, მეუღლეს კი - საოჯახო მარანი, რომლის ბაზაზეც საოჯახო რესტორანში უცხოელ სტუმრებს ყოველდღიურად იღებს, მეგრული კერძებითა და ღვინით უმასპინძლდება. მარტვილის კანიონის გზაზე ვცხოვრობთ და ჩვენთან სტუმრობა მოსახერხებელია. შარშან 500-მდე ადამიანს უმასპინძლა, წლეულს - უკვე 800-მდე, რეკლამისა და ნიშნულების გარეშე.

- როგორი წარმატებულიც უნდა იყოს რეგიონში თქვენი საქმიანობა, თბილისელებს ქალაქის გარეშე არ გიჭირთ?

- ხშირად უკითხავთ, თბილისიდან რატომ წახვედითო. თბილისიდან წავედით, საქართველოდან ხომ არა! აქ კი ცხოვრება ყველგან შეიძლება, მით უმეტეს - თუ საინტერესო საქმეს აკეთებ. დედაქალაქში თვეში ერთხელ საქმიანი ჩამოსვლა გვიწევს. მხოლოდ მეგობრული ურთიერთობების დანაკლისს განვიცდით, მაგრამ სოციალური ქსელები ნაწილობრივ გინაზღაურებს ამას. მეგობრები ზაფხულში და გაზაფხულზე ხშირად ჩამოდიან. გაგვიმართლა, რომ მარტვილში კარგი სკოლაა, რაც აქ გადმოსვლის ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

- პროფესიით ვინ ხართ?

- გეოგრაფი ვარ. მეუღლე ფილოლოგია. ლიტერატურის ინსტიტუტში 10 წელი მუშაობდა. იყო რაღაც პროექტებში, ჟურნალისტადაც იმუშავა. დღეს კი ბლოგერია და რედაქციებთან თანამშრომლობს.

- იმ საქმეს, რომელსაც უძღვებით, ცოდნა უნდა...

- მეღვინეობის საფუძვლები ბაბუამ მასწავლა - მეღვინე იყო. 2012 წლამდე ღვინოსა და ვენახთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ, მხოლოდ პროექტებში ("ღვინის გზა", "ღვინის ფესტივალი") ვმონაწილეობდი. მერე ამ სფეროში თვითგანათლებას მივყავი ხელი, სპეციალური ლიტერატურის კითხვა დავიწყე. მალე პირველი მოსავალიც ავიღეთ, ღვინო ოჯალეში დავწურეთ, რასაც ჩვენი ოჯახის ვენახის გაშენება მოჰყვა. ორგანულ ღვინოს ვაყენებთ, ნატურალურს, ბიოპრეპარატებით. ვიღებთ მხოლოდ ქვევრის ნატურალურ ღვინოს. ექსპორტიც დავიწყეთ მცირე რაოდენობით. პირველად ინგლისში გავიტანეთ, მერე - ავსტრალიაში, აშშ-ში, პოლონეთში, წლეულს უკვე - იაპონიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში. მოთხოვნა თანდათან იზრდება როგორც ადგილზე, თბილის-ბათუმ-ქუთაისში, ისე - უცხოეთში.

- სამეგრელოში ვენახი და ღვინის წარმოება ცოტა უჩვეულოა, რადგან იქ უფრო პოპულარული სხვა კულტურებია...

- რომ ვიწყებდით, ცოტა სკეპტიკურად გვიყურებდნენ, სამეგრელოში ღვინოს რა უნდაო? ახლა პარტნიორი მევენახეები გვყავს ლეჩხუმში (სოფელ ორბელში), იმერეთში (სოფელ დიმსა და სოფელ როხში), ვისგანაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენს ვყიდულობთ და ღვინოს ვაყენებთ. ორბელური ოჯალეში სრულიად განსხვავებული ჯიშია, დიმიდან ცოლიკაურ კრახუნას ვაყენებთ, როხიდან - ალადასტურს. ვგეგმავთ ვენახის ფართობის გაზრდას, რომ სულ ჩვენი გვქონდეს. სამომავლოდ მეგრული იშვიათი ჯიშების გაშენებაც გვინდა.

- თქვენი მეუღლის ვენახი რამხელაა?

- მისი ვენახი 2000 კვმ-ია. ეზოში თხილის ბაღის ნაცვლად ოჯალეში გავაშენეთ. მეუღლემ მეგრული და აფხაზური იშვიათი ჯიშებიც დაამატა. სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" დახმარებით ფანჩატური გავაკეთეთ, კიდევ გრანტი აიღო და ახალ სამზარეულოს აშენებს. მარტვილში ვიზიტორებს ევროპულ სერვისებს სთავაზობს და გაოცებული რჩებიან. თან ძველ მეგრულ კერძებს ეძებს, სპეციალურ ლიტერატურას ეცნობა და მათ ეტაპობრივად აღადგენს.

- ვენახის გარდა ეზოში სხვა რა კულტურებს ახარებთ?

- თხილი იმის გამო ამოვძირკვეთ, რომ სხვადასხვა კულტურას ვერ მივდევდით. მე და ჩემს მეუღლეს ვენახი იმიტომ გვაქვს გამიჯნული, რომ მეურნეობას მანამდე მეგობრებთან ერთად ვუძღვებოდი. მოკლედ, ბევრ კულტურას აღარ მოვედეთ, თან დიდი დრო და ენერგია სჭირდება...

ეს ყველაფერი ჩვენთვის ნიშნავს, რომ საქართველოში ყველგან შეიძლება ცხოვრება. ბევრი ცარიელი ნიშაა, სადაც პატარა ინვესტიციითაც შეიძლება დიდი საქმის კეთება და განვითარება, რაც სამომავლოდ შემოსავლის წყარო იქნება. ეს საინტერესოც არის - ცხოვრების წესი ხდება. ფიქრობ ვენახსა და ღვინოზე. რეგიონში ცხოვრება რთულია, როგორ არა, განსაკუთრებით - ზამთარში. გაზი არ არის და შეშის ღუმელზე ვართ, მაგრამ პრობლემები ყველგან არის. რაღაცაზე შეიძლება უარი თქვა და სანაცვლოდ სხვა რამ მიიღო - ჯანსაღ პროდუქტს ვჭამთ, სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ.

ცოტა ხნის წინ მარტვილში არაფერი ხდებოდა, შარშან 148 ათასი ვიზიტორი გვეწვია, წლეულს კი 20-25%-იანი მატებაა. ამ ყველაფრის თანამონაწილე რომ ხარ, სტიმულს ესეც გმატებს.

- დასასრულ, როგორია თქვენი ღვინო და როგორი უნდა იყოს?

- რა ღვინოსაც ვაყენებთ, ნამდვილ ღვინოს ვეძახით, ბუნებრივს. ამ ყველაფერში სულს და გულს ვდებთ. ღვინოც დამყენებლის ხასიათს იმეორებს. ხშირად ვამბობ, რომ ეს არის ის, რასაც ღმერთი და ბუნება გვაძლევს, ჩვენ კი სულ ცოტას ვეხმარებით, ვიცავთ წესებსა და ტრადიციებს, რაც 8000-წლოვანი ისტორიით მოგვყვება. ხანდახან სიახლეებიც გვაქვს, რადგან სულ რაღაცას ვეძებთ. ვცდილობთ, ნაკლები ჭაჭით დავაყენოთ, ექსპერიმენტები ვატაროთ, რომ ჩვენი სტილი ვიპოვოთ. შეცდომებზე ვსწავლობთ, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია კარგი ღვინის დაყენებამდე.

- რას ურჩევთ დამწყებ მეურნეებს?

- სამეგრელოში შეიძლება ძალიან ბევრი ვენახი გაშენდეს. თავიდან აქ სკეპტიკურად გვიყურებდნენ, მაგრამ მერე ჩემ გვერდით თხილის ბაღები გაჩეხეს და ვენახი გააშენეს, რადგან უფრო შემოსავლიანია... ეს პროცესი ფაროსანას გამრავლებამდე დაიწყო, ვინაიდან ყურძნის ფასმა გაასწრო თხილის ფასს. სხვათა შორის, ძველ ისტორიულ წყაროებში, წარმოებული ღვინის რაოდენობით სამეგრელო ერთ-ერთი პირველი იყო, რაც მერე სხვადასხვა გავლენამ შეცვალა. მინდა, ყველას ვურჩიო, მეღვინეობას დაუბრუნდნენ.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის პოზიცია; ხელისუფლების გეგმები

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს