სააკაძის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა პარალიზებულია. მდგომარეობა განსაკუთრებით 18:00 საათის შემდეგ დამძიმდა. მძღოლებსა და მგზავრებს საცობში დგომა საათობით უწევთ.
აღნიშნული სააკაძის მოედანზე და საბურთალოს ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს უკავშირდება. საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ შარტავას ქუჩის მიმართულებითაა შესაძლებელი, რაც მოძრაობას აფერხებს.
ფოტო: თეო ცუცქირიძე
წაიკითხეთ ასევე: "ახლა 2 საათი ვართ საცობში, სწავლა რომ დაიწყება, მერე 4 საათი მოგვიწევს" - პარალიზებული მოძრაობა თბილისში და უკმაყოფილო მძღოლები