ავტორი:

შსს იმ ტესტებს აქვეყნებს, რომელიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ემატება

შსს იმ ტესტებს აქვეყნებს, რომელიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ემატება

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის 51 ტესტი დაემატა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაინტერესებულ პირებს აღნიშნული ტესტების ნახვა სამინისტროს ვებ-გვერდზე შეუძლიათ http://police.ge/files/testebi.pdf.

ამასთან, უწყების განმარტებით, ეკო-მართვის 51 ახალი საგამოცდო ტესტი ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

"მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის 51 ტესტი დაემატა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა.

ახალი ტესტები სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა", - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ