პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან და რისთვის მოდიოდნენ თბილისში რუსი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს
ვინ არიან და რისთვის მოდიოდნენ თბილისში რუსი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს

რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის სამი წევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში „ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის გამო არ შე­მო­უშ­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარი რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "იტარ­ტა­სის" სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენტ ვიქ­ტორ ლი­ტოვ­კინს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მკვლე­ვარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ გე­ნა­დი ბორ­დი­უ­გოვ­სა და НТВ-ს ჟურ­ნა­ლისტ ალექ­სან­დრ ტო­კა­რევს ეთ­ქვათ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თბი­ლის­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­კონ­ფე­რენ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­ზე და­სას­წრე­ბა­დაც მო­დი­ოდ­ნენ რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი. “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ცნო­ბით, მე­დი­ა­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თა მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პრო­პა­გან­და.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რა, ТАСС-ის სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­დად­გმა­რი პოლ­კოვ­ნი­კი, ვიქ­ტორ ლი­ტოვ­კი­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­მო­უშ­ვეს, არც ისე დიდი ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აცხა­დებ­და, რომ "ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლო აფხა­ზეთ­სა და ოსეთ­ზე იტყო­და უარს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ნა­ტოს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი მხო­ლოდ რი­ტო­რი­კაა..."

antimaidan.ru-სთან სა­უ­ბარ­ში ლი­ტოვ­კი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს "სტა­ფი­ლოს გა­მო­კი­დე­ბულ ვირს ადა­რებს" და ამ­ბობს, რომ ნატო-ს ალი­ან­სი ჩვე­უ­ლებ­რივი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და მხო­ლოდ ამე­რი­კის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

კი­დევ ერთი სტუ­მა­რი, პრო­ფე­სო­რი და ის­ტო­რი­კო­სი, გე­ნა­დი ბორ­დი­უ­გო­ვი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, სომ­ხურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში იმედს გა­მოთ­ქვამ­და, რომ თბი­ლი­სი აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­კარ­გვას ოდეს­მე შე­ე­გუ­ე­ბა.

“მე ვიცი რა ვი­თა­რე­ბაც არის აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში, - ამ ქვეყ­ნე­ბის­თვის მთა­ვა­რია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა... რუ­სეთ­მა ამის შან­სი მის­ცა. შე­საძ­ლოა, ოდეს­მე რამე შე­იც­ვა­ლოს, თუმ­ცა, მგო­ნია, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი ამას ოდეს­მე შე­ე­გუ­ე­ბი­ან და გა­ი­გე­ბენ, რომ უკვე არაფ­რის შეც­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა და ამ რე­ა­ლო­ბით ჩვენ ევ­რა­ზი­ულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას და­ვუბ­რუნ­დე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას შეძ­ლებს” - აცხა­დებ­და airo-xxi.ru-სთან სა­უ­ბარ­ში ბორ­დი­უ­გო­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტო­კა­რევს, ის AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა НТВ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი ალექ­სან­დრ ტო­კა­რე­ვი, არა­მედ ექ­სპერ­ტი ალექ­სან­დრ ტო­კა­რე­ვია. ის აპ­რო­ტეს­ტებს ქარ­თუ­ლი მხა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­შეშ­ვე­ბა­ზე და ამ­ბობს, რომ შეც­დო­მა მოხ­და. თუმ­ცა, მისი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი­დან ირ­კვე­ვა, რომ ტო­კა­რე­ვი არა­ერ­თხელ არის ნამ­ყო­ფი აფხა­ზეთ­ში, რისი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქვს გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ავტორი:

ვინ არიან და რისთვის მოდიოდნენ თბილისში რუსი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს

ვინ არიან და რისთვის მოდიოდნენ თბილისში რუსი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

როგორც ცნობილია, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს, რომელზე დასასწრებადაც მოდიოდნენ რუსეთის დელეგაციის წევრები. “რადიო თავისუფლების” ცნობით, მედიაკონფერენციაზე მოწვეული სტუმრები, ძირითადად, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან, რომელთა მთავარი ფუნქციაა ანტიდასავლური პროპაგანდა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გადადგმარი პოლკოვნიკი, ვიქტორ ლიტოვკინი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, არც ისე დიდი ხნის წინ, საქართველოს ნატო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით, აცხადებდა, რომ "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო აფხაზეთსა და ოსეთზე იტყოდა უარს, სხვა შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსებისა და ნატოს მაღალჩინოსნების განცხადებები მხოლოდ რიტორიკაა..."

antimaidan.ru-სთან საუბარში ლიტოვკინი საქართველოს "სტაფილოს გამოკიდებულ ვირს ადარებს" და ამბობს, რომ ნატო-ს ალიანსი ჩვეულებრივი ბიუროკრატიული ორგანიზაციაა და მხოლოდ ამერიკის პრობლემების მოგვარებას ემსახურება.

კიდევ ერთი სტუმარი, პროფესორი და ისტორიკოსი, გენადი ბორდიუგოვი, რომელიც თბილისში უნდა ჩამოსულიყო, სომხურ მედიასთან საუბარში იმედს გამოთქვამდა, რომ თბილისი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვას ოდესმე შეეგუება.

“მე ვიცი რა ვითარებაც არის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, - ამ ქვეყნებისთვის მთავარია დამოუკიდებლობის შენარჩუნება... რუსეთმა ამის შანსი მისცა. შესაძლოა, ოდესმე რამე შეიცვალოს, თუმცა, მგონია, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ამას ოდესმე შეეგუებიან და გაიგებენ, რომ უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლება და ამ რეალობით ჩვენ ევრაზიულ ინტეგრაციას დავუბრუნდებით. დარწმუნებული ვარ, ამ კავშირის დახმარებით, საქართველო უამრავი პრობლემის მოგვარებას შეძლებს” - აცხადებდა airo-xxi.ru-სთან საუბარში ბორდიუგოვი.

რაც შეეხება ტოკარევს, ის AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, არა НТВ-ს ჟურნალისტი ალექსანდრ ტოკარევი, არამედ ექსპერტი ალექსანდრ ტოკარევია. ის აპროტესტებს ქართული მხარის გადაწყვეტილებას საქართველოში არშეშვებაზე და ამბობს, რომ შეცდომა მოხდა. თუმცა, მისი ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, რომ ტოკარევი არაერთხელ არის ნამყოფი აფხაზეთში, რისი დამადასტურებელი ფოტოები სოციალურ ქსელშიც აქვს განთავსებული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები