ავტორი:

წითელ ხიდზე მომხდარი შემთხვევის გამო, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააკავეს

წითელ ხიდზე მომხდარი შემთხვევის გამო, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააკავეს

წითელ ხიდზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის თაობაზე განჯაში საქართველოს საკონსულო საქმის კურსშია.

„საკონსულო კომუნიკაციაშია როგორც დაკავებულის ოჯახთან, ასევე აზერბაიჯანელ სამართალდამცავებთან. ამასთან, ჩართულია ბრალდებულის ადვოკატით უზრუნველყოფის პროცესში“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, სატვირთო ავტომანქანა დაგორდა და სამხედრო პირს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრაობდა და მას საქართველოს მოქალაქე მართავდა.

თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა და სატრანსპორტო საშუალება დაღმართზე ამის გამო დაგორდა.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი აზერბაიჯანელი მესაზღვრეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ