Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს
იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

ია­პო­ნი­ამ გა­და­წყვი­ტა გა­ა­მარ­ტი­ვოს სა­ვი­ზო მო­თხოვ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით მყოფ­მა ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ტარო კო­ნომ გა­ნა­ცხა­და.

„ჩვენ ფუნ­და­მენ­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ვი­ზი­ა­რებთ, რო­გო­რიც არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა. გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო და ია­პო­ნია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის 25-ე წლის­თავს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. მო­ხა­რუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით. მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ან­თან შეხ­ვედ­რის დროს ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ია­პო­ნი­ას შო­რის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზე­ბი, რათა წინ წავ­წი­ოთ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დღის წეს­რი­გი. ია­პო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გეგ­მავს, რათა ხელი შე­უ­წყოს ახალ­გაზ­რდა დიპ­ლო­მა­ტებს, იუ­რის­ტებს და სხვა ექ­სპერ­ტებს, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტო­რე­ბი არი­ან სა­ხელ­მწი­ფო შე­ნე­ბის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ „ია­პო­ნი­ამ ასე­ვე გა­და­წყვი­ტა გა­ა­მარ­ტი­ვოს სა­ვი­ზო მო­თხოვ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რათა ხალ­ხებს შო­რის გაც­ვლა და კონ­ტაქ­ტე­ბი გან­ვი­თარ­დეს“.

„გარ­და ამი­სა, მო­ხა­რუ­ლი ვარ გან­ვა­ცხა­დო, რომ შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე ორ­მხრივ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და ია­პო­ნი­ას შო­რის. ასე­ვე გავცვა­ლეთ ნო­ტე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე (ფაზა 2). ვფიქ­რობ, ეს პრო­ექ­ტი ხელს შე­უ­წყობს ლო­გის­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრ ზალ­კა­ლი­ანს ავუხ­სე­ნი ია­პო­ნი­ის მიდ­გო­მე­ბი კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­სად­მი. კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი კა­რია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს აზი­ა­სა და ევ­რო­პას და ახლო აღ­მო­სავ­ლეთს. კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხია, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. ია­პო­ნი­ას სურს კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, კავ­კა­სი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვის კონ­ცეფ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გზით. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ორი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტის­გან შედ­გე­ბა: ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და ბიზ­ნეს-გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა“, - დას­ძი­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

იაპონიამ გადაწყვიტა გაამარტივოს სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა.

„ჩვენ ფუნდამენტურ ღირებულებებს ვიზიარებთ, როგორიც არის თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. გასულ წელს საქართველო და იაპონია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს აღნიშნავდნენ. მოხარული და კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობებით. მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და იაპონიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გზები, რათა წინ წავწიოთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. იაპონია საქართველოსთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დიპლომატებს, იურისტებს და სხვა ექსპერტებს, რომლებიც მნიშვნელოვანი აქტორები არიან სახელმწიფო შენების პროცესში“, - განაცხადა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „იაპონიამ ასევე გადაწყვიტა გაამარტივოს სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ხალხებს შორის გაცვლა და კონტაქტები განვითარდეს“.

„გარდა ამისა, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ პოლიტიკურ დონეზე ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე საქართველოსა და იაპონიას შორის. ასევე გავცვალეთ ნოტები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესებაზე (ფაზა 2). ვფიქრობ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ლოგისტიკის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მინისტრ ზალკალიანს ავუხსენი იაპონიის მიდგომები კავკასიის რეგიონისადმი. კავკასიის რეგიონი კარია, რომელიც აერთიანებს აზიასა და ევროპას და ახლო აღმოსავლეთს. კავკასიაში სტაბილურობა არა მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობის საკითხია, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. იაპონიას სურს კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავება, კავკასიის ინიციატივის კონცეფციის ჩამოყალიბების გზით. ეს ინიციატივა ორი მთავარი ელემენტისგან შედგება: ადამიანური რესურსების და სახელმწიფოს შენების განვითარებაში დახმარება და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება“, - დასძინა მან.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები