თბილისის მერი კახა კალაძე და დიზაინერი ანუკა არეშიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ. ანუკამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. როგორც AMBEBI.GE-ს აცნობეს, პატარას მშობლებმა ნიკოლა დაარქვეს და ის 3 290 გ დაიბადა. დიზაინერმა ბავშვი პარიზის სამშობიაროში გააჩინა.
ორსულობის ბოლო დღეები თბილისის მერის მეუღლემ საფრანგეთსა და იტალიაში გაატარა, მასთან ერთად იყვნენ მისი და კახა კალაძის შვილები - ლევანიკო, კახი უმცროსი და პატარა ვაჩე.
იხილეთ ვიდეო: კახა კალაძეს მეოთხე ვაჟი შეეძინა - რა სახელი შეურჩიეს ახალშობილს?
დიზაინერმა ორსულობისას 22 კილოგრამი მოიმატა, თუმცა ზედმეტი წონაც ძალიან მოიხდინა და ორსულობაშიც იდეალურად გამოიყურებოდა.