სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა სურს
სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა სურს

დღე­ი­დან C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად სა­ჭი­რო კვლე­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი­დევ უფრო მცირ­დე­ბა. კერ­ძოდ, გე­ნო­ტი­პის ანა­ლი­ზის და­ფი­ნან­სე­ბას ამი­ე­რი­დან სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვე­ბის ჯა­მურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას 140 ლა­რით შე­ამ­ცი­რებს და პა­ცი­ენ­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხარ­ჯი 160 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა.

გარ­და ამი­სა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ნან­სუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, ფარ­თოვ­დე­ბა პროგ­რა­მით მო­სარ­გებ­ლე­თა არე­ა­ლი. კერ­ძოდ, ომი­სა და სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად სა­ჭი­რო კვლე­ვე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან 70%-ით და­ფი­ნანსდე­ბა.

“პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლია დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იქ­ნე­ბა მი­ნი­მუმ ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სრულ სერ­ვისს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. პრო­ცეს­ში ასე­ვე, ჩა­ერ­თვე­ბა ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის ცენ­ტრე­ბი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პროგ­რა­მის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფის - ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჩარ­თვის­თვის. დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტი გე­ოგ­რა­ფი­ულ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის”, - აღ­ნიშ­ნა­ვენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამას­თან, უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ახ­ლე­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და პროგ­რა­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს პროგ­რა­მა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის აღარ მო­უ­წევთ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში მის­ვლა.

ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია პირ­და­პირ პრო­ვა­ი­დერ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

“ასე­ვე მუ­შა­ო­ბის ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ზე გა­და­ვი­და პა­ცი­ენ­ტთა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სია, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ლო­დი­ნის პე­რი­ოდს. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბას და­რე­გის­ტრი­რე­ბი­დან 7 დღე­ში შეძ­ლე­ბენ, ნაც­ვლად 1 თვი­სა”,- გან­მარ­ტა­ვენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 50 000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი, 44 000-ზე მეტ­მა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა და­ას­რუ­ლა მკურ­ნა­ლო­ბა. გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 98,2%-ია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა სურს

სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა სურს

დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. კერძოდ, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს და პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.

გარდა ამისა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფართოვდება პროგრამით მოსარგებლეთა არეალი. კერძოდ, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება.

“პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე, ჩაერთვება ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის - ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტი გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის”, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც და ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა.

ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში.

“ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა”,- განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სამინისტროს მონაცემების თანახმად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, 44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა დაასრულა მკურნალობა. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ