იტალიელ მსახიობს ორნელა მუტის რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურს, ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მუტი დედოფალ ანას როლს ასრულებს სპექტაკლში „ბროლის სასახლე“, რომლის პრემიერა კრემლში 10 სექტემბერს გაიმართება.
„მე რუსეთის რეზიდენტი ვარ, ჩაწერილი ვარ მოსკოვში. მოქალაქეობა არ მაქვს, თუმცა აქ ძალიან ხშირად ჩამოვდივარ. სიამოვნებით მივიღებდი რუსეთის მოქალაქეობას,“ - განაცხადა მუტიმ.
მსახიობის თქმით, მისი ბებია და პაპა წარმოშობით სანკტ-პეტერბურგიდან არიან, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში სურდა, რაც შეიძლება ბევრი რამ გაეგო რუსული ტრადიციების შესახებ.
„ჩემი პაპა რუსი მეფის ერთ-ერთი ექიმი იყო. ბებია პიანისტი მყავდა, ოჯახში გვყავს მომღერალიც. შესაძლოა, ასეთი არტისტულები რუსული ფესვების გამო ვიყოთ,“ - აღნიშნა მუტიმ.
მსახიობი ასევე ამბობს, რომ ყველას ურჩევს რუსეთის მონახულებას.