Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთი წარმატებული და შემდგარი ქართველი ვარ, ვინც იქ წავიდა" - როგორია ნინი შერმადინის ამერიკული ცხოვრება
"ერთ-ერთი წარმატებული და შემდგარი ქართველი ვარ, ვინც იქ წავიდა" - როგორია ნინი შერმადინის ამერიკული ცხოვრება

წლე­ბია, რაც ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი - ნინი შერ­მა­დი­ნი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ნინი აქაც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. მი­იჩ­ნევს, რომ მისი წარ­მა­ტე­ბა მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­სა და შრო­მის შე­დე­გია. სექ­ტემ­ბრის­თვის მომ­ღე­რა­ლი კვლავ ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა, შემ­დეგ კი შვილ­საც წა­იყ­ვანს.

- უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ვემ­გზავ­რე­ბი, ჩემი შვი­ლი და რა თქმა უნდა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ამ­ჟა­მად, ორი კვი­რით ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, რის გა­მოც დარ­ჩე­ნა მო­მიხ­და. სა­ქარ­თვე­ლო­დან უამ­რა­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და - ნინი, რად­გან აქ ხარ, ბა­რემ კლი­პი ხომ არ გა­და­ვი­ღოთ, დუ­ე­ტე­ბი ხომ არ ჩავ­წე­რო­თო და ა.შ. გა­დავ­წყვი­ტე, დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მსმე­ნე­ლე­ბის­თვის თავი შე­მეხ­სე­ნე­ბი­ნა. ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც აქ დავ­რჩი. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ.

- ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა შე­დის შენს გეგ­მებ­ში?

- რა თქმა უნდა, სექ­ტემ­ბერ­ში მივ­დი­ვარ, რად­გან იქაც ბევ­რი რამ მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

- ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტმს რო­გორ მო­ერ­გე?

- 6 წე­ლია, რაც იქ ვარ - მი­ვეჩ­ვიე. ეს ქვე­ყა­ნა "ჩე­მია". ამე­რი­კამ ბევ­რი რამ მომ­ცა და არ შე­იძ­ლე­ბა, მად­ლი­ე­რი არ ვიყო, არ მიყ­ვარ­დეს, რად­გან ის ჩემი მე­ო­რე სახ­ლია, სა­დაც სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მაქვს, იქა­უ­რო­ბა მიყ­ვარს, ბევ­რი ახა­ლი მე­გო­ბა­რი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მყავს... იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს მო­ვერ­გე, ფე­ხიც ავუ­წყვე და მი­მაჩ­ნია, რომ ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, შემ­დგა­რი ქარ­თვე­ლი გახ­ლა­ვართ, ვინც იქ წა­ვი­და და მუ­შა­ობს. რა თქმა უნდა, რთუ­ლი იყო, რად­გან უცხო ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა ყო­ველ­თვის სირ­თუ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. როცა ახალ­გაზ­რდა ხარ, გინ­და გა­ერ­თო, ყვე­ლა­ფე­რი და­ათ­ვა­ლი­ე­რო, მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გქონ­დეს, მაგ­რამ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მარ­თლა დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა, უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­დის, რიტმს არ უნდა ჩა­მორ­ჩე, ფეხი არ უნდა აგე­რი­ოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რი გა­გის­წრებს. რა­ღაც მსხვერ­პლის გა­ღე­ბა ყო­ველ­თვის გი­წევს, ბევრ რა­მე­ზე უარი უნდა თქვა. როცა იცი, რა გინ­და, რას ითხოვ, რას ელო­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, მი­ზა­ნი ად­ვი­ლად მი­საღ­წე­ვიც ჩან­დეს. მთა­ვა­რია, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი იყო და ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფა გქონ­დეს, მერე ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ.

- ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­სო­წარ­კვე­თა არ გიგ­რძნია?

- არა, ისე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნი არ ვარ, რომ სა­სო­წარ­კვე­თას მი­ვე­ცე, დეპ­რე­სი­ა­ში ჩავ­ვარ­დე, მით უმე­ტეს, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვი­ღე: ქვეყ­ნი­დან წას­ვლა მე გა­დავ­წყვი­ტე, არა­ვის გა­ვუგ­დი­ვარ; არც ისე­თი პი­რო­ბე­ბი მქონ­და, რომ წა­სას­ვლე­ლად მქო­ნო­და საქ­მე, პი­რი­ქით - თავს ყო­ველ­თვის შემ­დგარ ადა­მი­ა­ნად ვგრძნობ­დი, პა­ტივს მცემ­დნენ... სი­მარ­თლე გი­თხრა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უა­რის თქმა ურ­თუ­ლე­სი იყო, მაგ­რამ მინ­დო­და, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, გავზრდი­ლი­ყა­ვი. რა­ტომ­ღაც, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ რა­ღაც დო­ნე­ზე, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამოვ­წუ­რე. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რი იყო, რად­გან სიმ­ღე­რე­ბის, ტექ­სტე­ბის წერა სწო­რედ ამე­რი­კა­ში და­ვი­წყე, ბევრ თე­ატ­რში და სტუ­დი­ა­ში მქონ­და მას­ტერკლა­სი. სა­მო­მავ­ლო­დაც, საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ფრენ­კი პრე­ვი­ტის­გან ("ოქ­როს გლო­ბუ­სის" და "ოს­კა­რის" მფლო­ბე­ლი, ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი, "ბინ­ძუ­რი ცეკ­ვე­ბის" სა­უნდთრე­კის ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი) მაქვს. ასე­ვე, ჩემი ბენ­დი მყავს: ირაკ­ლი შა­რა­ძე, ნო­დარ სი­ნა­უ­რი­ძე და მე სა­ღა­მო­ებს ერ­თად ვმარ­თავთ. მოკ­ლედ, აქ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას ვე­წე­ვი. ამას­თან, ბან­კში ვმუ­შა­ობ­დი. ეს პრო­ფე­სი­აც ამე­რი­კა­ში შე­ვი­ძი­ნე - ბევ­რი ვიწ­ვა­ლე და ვის­წავ­ლე... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"ერთ-ერთი წარმატებული და შემდგარი ქართველი ვარ, ვინც იქ წავიდა" - როგორია ნინი შერმადინის ამერიკული ცხოვრება

"ერთ-ერთი წარმატებული და შემდგარი ქართველი ვარ, ვინც იქ წავიდა" - როგორია ნინი შერმადინის ამერიკული ცხოვრება

წლებია, რაც ნიჭიერი ქართველი მომღერალი - ნინი შერმადინი ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე თვეა, საქართველოში იმყოფება. ნინი აქაც აქტიურად მუშაობს. მიიჩნევს, რომ მისი წარმატება მიზანდასახულობისა და შრომის შედეგია. სექტემბრისთვის მომღერალი კვლავ ამერიკაში გაემგზავრება, შემდეგ კი შვილსაც წაიყვანს.

- უმთავრესი მიზეზი, რის გამოც საქართველოში მოვემგზავრები, ჩემი შვილი და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები არიან. ამჟამად, ორი კვირით ჩამოვედი, მაგრამ გაუთვალისწინებელი რაღაცები მოხდა, რის გამოც დარჩენა მომიხდა. საქართველოდან უამრავი შემოთავაზება მქონდა - ნინი, რადგან აქ ხარ, ბარემ კლიპი ხომ არ გადავიღოთ, დუეტები ხომ არ ჩავწეროთო და ა.შ. გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და მსმენელებისთვის თავი შემეხსენებინა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც აქ დავრჩი. აქტიურად ვმუშაობ.

- ამერიკაში დაბრუნება შედის შენს გეგმებში?

- რა თქმა უნდა, სექტემბერში მივდივარ, რადგან იქაც ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.

- ამერიკული ცხოვრების რიტმს როგორ მოერგე?

- 6 წელია, რაც იქ ვარ - მივეჩვიე. ეს ქვეყანა "ჩემია". ამერიკამ ბევრი რამ მომცა და არ შეიძლება, მადლიერი არ ვიყო, არ მიყვარდეს, რადგან ის ჩემი მეორე სახლია, სადაც სტაბილური სამსახური მაქვს, იქაურობა მიყვარს, ბევრი ახალი მეგობარი, არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს... იქაური ცხოვრების რიტმს მოვერგე, ფეხიც ავუწყვე და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი წარმატებული, შემდგარი ქართველი გახლავართ, ვინც იქ წავიდა და მუშაობს. რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან უცხო ქვეყანაში ყველაფრის ნულიდან დაწყება ყოველთვის სირთულეებს უკავშირდება. როცა ახალგაზრდა ხარ, გინდა გაერთო, ყველაფერი დაათვალიერო, მეტი თავისუფალი დრო გქონდეს, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც მართლა დიდი კონკურენციაა, უამრავი ნიჭიერი ადამიანი ჩადის, რიტმს არ უნდა ჩამორჩე, ფეხი არ უნდა აგერიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი გაგისწრებს. რაღაც მსხვერპლის გაღება ყოველთვის გიწევს, ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა. როცა იცი, რა გინდა, რას ითხოვ, რას ელოდები, შეიძლება, მიზანი ადვილად მისაღწევიც ჩანდეს. მთავარია, შრომისუნარიანი იყო და ძლიერი ნებისყოფა გქონდეს, მერე ყველაფერს შეძლებ.

- ამ ხნის განმავლობაში, სასოწარკვეთა არ გიგრძნია?

- არა, ისეთი ტიპის ადამიანი არ ვარ, რომ სასოწარკვეთას მივეცე, დეპრესიაში ჩავვარდე, მით უმეტეს, როცა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე: ქვეყნიდან წასვლა მე გადავწყვიტე, არავის გავუგდივარ; არც ისეთი პირობები მქონდა, რომ წასასვლელად მქონოდა საქმე, პირიქით - თავს ყოველთვის შემდგარ ადამიანად ვგრძნობდი, პატივს მცემდნენ... სიმართლე გითხრა, ამ ყველაფერზე უარის თქმა ურთულესი იყო, მაგრამ მინდოდა, როგორც პროფესიონალი, გავზრდილიყავი. რატომღაც, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც დონეზე, ჩემს ქვეყანაში საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე. ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან სიმღერების, ტექსტების წერა სწორედ ამერიკაში დავიწყე, ბევრ თეატრში და სტუდიაში მქონდა მასტერკლასი. სამომავლოდაც, საქმიანი შემოთავაზებები ფრენკი პრევიტისგან ("ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" მფლობელი, ცნობილი მუსიკოსი, "ბინძური ცეკვების" საუნდთრეკის ავტორი და შემსრულებელი) მაქვს. ასევე, ჩემი ბენდი მყავს: ირაკლი შარაძე, ნოდარ სინაურიძე და მე საღამოებს ერთად ვმართავთ. მოკლედ, აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ვეწევი. ამასთან, ბანკში ვმუშაობდი. ეს პროფესიაც ამერიკაში შევიძინე - ბევრი ვიწვალე და ვისწავლე... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"