საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ დღეს თბილისში ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო" - უცნობი ისტორიები XX საუკუნის ლეგენდარულ წყვილებზე
"იმ დღეს თბილისში ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო" - უცნობი ისტორიები XX საუკუნის ლეგენდარულ წყვილებზე

თბი­ლისს სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ჰყავ­და წყვი­ლე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც უამ­რავ ლე­გენ­და­რულ ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბოდ­ნენ და დღემ­დე ჰყვე­ბი­ან.. რო­გორც ამ­ბო­ბენ მათი არ­სე­ბო­ბით სა­ო­ცა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი ჰქონ­და თბი­ლისს. დღეს მათ სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ებს ფო­ტო­ე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი მოგ­ვი­თხრო­ბენ, ვი­საც პი­რა­დად ჰქო­ნია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა. წარ­მო­გიდ­გენთ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის სამ ლე­გენ­და­რულ წყვილს, რო­მელ­თა სა­ო­ცარ სიყ­ვა­რულ­ზე მთე­ლი თბი­ლი­სი ლა­პა­რა­კობ­და...

  • ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია და ნატო ვაჩ­ნა­ძე

ამ ორი ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რე­ბი ჯერ მხო­ლოდ იმით შე­იძ­ლე­ბა ვი­ყოთ, რომ ქარ­თულ კი­ნოს ორი დიდი რე­ჟი­სო­რი ელ­დარ და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ე­ბი აჩუ­ქეს, თუმ­ცა ამის გარ­და ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია და ნატო ვაჩ­ნა­ძე იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს. თუმ­ცა მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას სულ სხვა­ნა­ი­რი და­სა­წყი­სი აქვს...

ნატო ვაჩ­ნა­ძე უკვე მუნ­ჯი კი­ნოს მეგა ვარ­სკვლა­ვი იყო, როცა შენ­გე­ლა­ი­ას შეხ­ვდა, მას მე­უღ­ლე მე­რაბ ვაჩ­ნა­ძე და უფ­რო­სი ვაჟი თენ­გი­ზი ჰყავ­და. კი­ნო­ში ახ­ლად­მო­სულ­მა შენ­გე­ლა­ი­ამ ნა­ტოს როლი შეს­თა­ვა­ზა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ვაჩ­ნა­ძე ამ წი­ნა­და­დე­ბას მი­ი­ღებ­და, თუმ­ცა გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი უკვე სა­ხელ­გან­თქმულ მსა­ხი­ობს არ ურ­ჩევ­დნენ ახალ­ბე­და რე­ჟი­სო­რის ფილმში თა­მაშს, მაგ­რამ ვაჩ­ნა­ძემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შენ­გე­ლა­ი­ას სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღო და როლ­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და. გა­და­ღე­ბე­ბი­სას მათ ერ­თმა­ნე­თი თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­დათ, ნატო ვაჩ­ნა­ძე და­შორ­და პირ­ველ მე­უღ­ლეს და შენ­გე­ლა­ი­ა­ზე და­ქორ­წინ­და.

ნატო ვაჩ­ნა­ძე, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია და თა­მარ მა­კა­რო­ვა. 1930-იანი წლე­ბი

ნა­ტოს პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვა მის­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბა ცუ­დად მი­ი­ღეს, კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი სა­ლან­ძღავ წე­რი­ლებს იღებ­და, რის გა­მოც ერთი პე­რი­ო­დი ქუ­ჩა­ში მარ­ტო გა­მოს­ვლა­საც ერი­დე­ბო­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში იმარ­თე­ბო­და რუსი პო­ე­ტის ვლა­დი­მერ მა­ი­ა­კოვ­სკის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო, სა­დაც ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბიც იყ­ვნენ და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი.

წყვი­ლი სა­ღა­მო­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და, თუმ­ცა ხალ­ხს მათი დარ­ბაზ­ში შეს­ვლა არ გა­მორ­ჩე­ნია, მათ ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­სუ­ლებ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს და სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­მუხ­ტად მა­ი­ა­კოვ­სკიმ სცე­ნა­ზე თქვა ასე­თი სი­ტყვე­ბი: ნატო ვაჩ­ნა­ძე და ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია, ამო­დით სცე­ნა­ზე, მე თქვენ ახლა სა­ჯა­როდ და­გა­ქორ­წი­ნებ­თო.. წყვი­ლი მარ­თლაც ავი­და სცე­ნა­ზე, მა­ი­ა­კოვ­სკის ამ ჟეს­ტის შემ­დეგ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ მი­მართ მარ­თლაც შე­იც­ვა­ლა.

ვაჩ­ნა­ძემ შენ­გე­ლა­ი­ას რამ­დე­ნი­მე ფილმში ითა­მა­შა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის ჩა­ნა­წე­რებ­ში თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­სო­რი უწო­და.

ნატო ვაჩ­ნა­ძე, გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია 1941 წელი. ფოტო: ციფ­რუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე

ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია 1943 წელს, ფილ­მის "ის კი­დევ დაბ­რუნ­დე­ბა" გა­და­ღე­ბე­ბი­სას, ნატო ვაჩ­ნა­ძის მშობ­ლი­ურ კა­ხეთ­ში, სო­ფელ ბა­კურ­ცი­ხეს­თან გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. ნა­ტომ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა მე­უღ­ლის და­კარ­გვა, ერთი პე­რი­ო­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სა­ერ­თოდ არ ჩნდე­ბო­და და კი­ნო­ზეც უარი თქვა, რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ კი ფილმში "აკა­კის აკ­ვა­ნი" პო­ე­ტის გამ­ზრდე­ლი მანო ითა­მა­შა, რო­მე­ლიც მის სა­უ­კე­თე­სო რო­ლად ით­ვლე­ბა ხმო­ვან კი­ნო­ში. ნატო ვაჩ­ნა­ძე 1953 წელს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში, მე­უღ­ლის, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას სო­ფელ ობუჯ­თან.

  • რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე

რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი­სა და მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის წყვი­ლი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ტან­დე­მი გახ­ლდათ ქარ­თუ­ლი კი­ნოს, კულ­ტუ­რი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის. მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე - ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო. რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დიდი მო­ა­მა­გე, რე­ჟი­სო­რი, მკვლე­ვა­რი, დრა­მა­ტურ­გი და სცე­ნა­რის­ტი გახ­ლდათ.

რეზო თა­ბუ­კაშ­ვილ­მა ბრწყინ­ვა­ლედ თარ­გმნა შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბი ქარ­თულ ენა­ზე და ისი­ნი მე­უღ­ლეს - მე­დეა ჯა­ფა­რი­ძეს მი­უ­ძღვნა, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, რე­ზოს მე­დე­ას­თვის უთ­ქვამს: "თუ შექ­სპირს, რო­გორც ლი­რი­კოსს სა­ქარ­თვე­ლო­ში თავი არ მო­ეჭ­რა, შენი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გან ეს თარ­გმა­ნე­ბი შენ გე­ძღვნე­ბა და შენი შთა­გო­ნე­ბი­თაა და­წე­რი­ლიო..."

რო­გორც ჰყვე­ბი­ან, მათი ქორ­წი­ლი 4 სა­ათ­ზე ყო­ფი­ლა და­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა, რე­ზოს აუ­ჩე­მე­ბია, არა, რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე უნდა მო­ვა­წე­როთ ხელი, ქა­ლია მა­ინც და არ გა­და­ი­ფიქ­რო­სო, 12 სა­ათ­ზე წყვი­ლი, მეჯ­ვა­რე­ებ­თან ერ­თად, ხე­ლის მო­სა­წე­რად მი­სუ­ლა, რი­ტუ­ა­ლი მალე დამ­თავ­რე­ბუ­ლა და გა­რეთ გა­მო­სუ­ლებს შე­უმ­ჩნე­ვი­ათ, რომ ჯერ კი­დევ ად­რეა 4 სა­ა­თამ­დე და ქალ­ბა­ტო­ნებს სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ში შე­უვ­ლი­ათ. იქი­დან გა­მო­სუ­ლებს გა­და­უ­წყვი­ტავთ კი­ნოს სა­ყუ­რებ­ლად შე­სუ­ლიყ­ვნენ, კი­ნო­თე­ატ­რში თურ­მე უმ­ძი­მეს ფილ­მს აჩ­ვე­ნებ­დნენ ომის თე­მა­ტი­კა­ზე, ფილ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი თურ­მე რუს­თა­ველ­ზე მო­დის, არ­ჩევს ფილ­მს და სულ ღა­პა­ღუ­პით ჩა­მოს­დით ცრემ­ლე­ბი, თბი­ლის­ში იმ დღეს ხმა გავ­რცელ­და, რეზო და მე­დეა სახ­ლში არ მი­ი­ღეს და სა­წყა­ლი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ტი­რი­ლით მო­დი­ოდ­ნენ ქუ­ჩა­შიო... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"იმ დღეს თბილისში ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო" - უცნობი ისტორიები XX საუკუნის ლეგენდარულ წყვილებზე

"იმ დღეს თბილისში ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო" - უცნობი ისტორიები XX საუკუნის ლეგენდარულ წყვილებზე

თბილისს სხვადასხვა პერიოდში ჰყავდა წყვილები, რომელთა შესახებაც უამრავ ლეგენდარულ ისტორიას ჰყვებოდნენ და დღემდე ჰყვებიან.. როგორც ამბობენ მათი არსებობით საოცარი, განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა თბილისს. დღეს მათ საოცარ ისტორიებს ფოტოები და ის ადამიანები მოგვითხრობენ, ვისაც პირადად ჰქონია მათთან ურთიერთობის ბედნიერება. წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის სამ ლეგენდარულ წყვილს, რომელთა საოცარ სიყვარულზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა...

  • ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე

ამ ორი ადამიანის მადლიერები ჯერ მხოლოდ იმით შეიძლება ვიყოთ, რომ ქართულ კინოს ორი დიდი რეჟისორი ელდარ და გიორგი შენგელაიები აჩუქეს, თუმცა ამის გარდა ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. თუმცა მათი სიყვარულის ისტორიას სულ სხვანაირი დასაწყისი აქვს...

ნატო ვაჩნაძე უკვე მუნჯი კინოს მეგა ვარსკვლავი იყო, როცა შენგელაიას შეხვდა, მას მეუღლე მერაბ ვაჩნაძე და უფროსი ვაჟი თენგიზი ჰყავდა. კინოში ახლადმოსულმა შენგელაიამ ნატოს როლი შესთავაზა და დარწმუნებული იყო, რომ ვაჩნაძე ამ წინადადებას მიიღებდა, თუმცა გარშემომყოფები უკვე სახელგანთქმულ მსახიობს არ ურჩევდნენ ახალბედა რეჟისორის ფილმში თამაშს, მაგრამ ვაჩნაძემ გადაწყვეტილება შენგელაიას სასარგებლოდ მიიღო და როლზე თანხმობა განაცხადა. გადაღებებისას მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ, ნატო ვაჩნაძე დაშორდა პირველ მეუღლეს და შენგელაიაზე დაქორწინდა.

ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია და თამარ მაკაროვა. 1930-იანი წლები

ნატოს პირველი ოჯახის დანგრევა მისმა თაყვანისმცემლება ცუდად მიიღეს, კინოვარსკვლავი სალანძღავ წერილებს იღებდა, რის გამოც ერთი პერიოდი ქუჩაში მარტო გამოსვლასაც ერიდებოდა. სწორედ ამ პერიოდში თბილისში იმართებოდა რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებითი საღამო, სადაც ახალდაქორწინებულებიც იყვნენ დაპატიჟებული.

წყვილი საღამოზე დაგვიანებით მივიდა, თუმცა ხალხს მათი დარბაზში შესვლა არ გამორჩენია, მათ ყურადღება სწორედ დაგვიანებით მოსულებზე გადაიტანეს და სიტუაციის განსამუხტად მაიაკოვსკიმ სცენაზე თქვა ასეთი სიტყვები: ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია, ამოდით სცენაზე, მე თქვენ ახლა საჯაროდ დაგაქორწინებთო.. წყვილი მართლაც ავიდა სცენაზე, მაიაკოვსკის ამ ჟესტის შემდეგ კი საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ მართლაც შეიცვალა.

ვაჩნაძემ შენგელაიას რამდენიმე ფილმში ითამაშა და მოგვიანებით მის ჩანაწერებში თავისი ცხოვრების რეჟისორი უწოდა.

ნატო ვაჩნაძე, გიორგი შენგელაია, ნიკოლოზ შენგელაია 1941 წელი. ფოტო: ციფრული ფოტომატიანე

ნიკოლოზ შენგელაია 1943 წელს, ფილმის "ის კიდევ დაბრუნდება" გადაღებებისას, ნატო ვაჩნაძის მშობლიურ კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან გულის შეტევით გარდაიცვალა. ნატომ მძიმედ გადაიტანა მეუღლის დაკარგვა, ერთი პერიოდი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საერთოდ არ ჩნდებოდა და კინოზეც უარი თქვა, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კი ფილმში "აკაკის აკვანი" პოეტის გამზრდელი მანო ითამაშა, რომელიც მის საუკეთესო როლად ითვლება ხმოვან კინოში. ნატო ვაჩნაძე 1953 წელს, საკუთარ დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, მეუღლის, ნიკოლოზ შენგელაიას სოფელ ობუჯთან.

  • რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე

რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის წყვილი ერთ-ერთი გამორჩეული ტანდემი გახლდათ ქართული კინოს, კულტურისა და ლიტერატურისთვის. მედეა ჯაფარიძე - ქართული სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლო. რეზო თაბუკაშვილი ქართული კულტურის დიდი მოამაგე, რეჟისორი, მკვლევარი, დრამატურგი და სცენარისტი გახლდათ.

რეზო თაბუკაშვილმა ბრწყინვალედ თარგმნა შექსპირის სონეტები ქართულ ენაზე და ისინი მეუღლეს - მედეა ჯაფარიძეს მიუძღვნა, პრეზენტაციაზე, რეზოს მედეასთვის უთქვამს: "თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს საქართველოში თავი არ მოეჭრა, შენი დამსახურებაა, რადგან ეს თარგმანები შენ გეძღვნება და შენი შთაგონებითაა დაწერილიო..."

როგორც ჰყვებიან, მათი ქორწილი 4 საათზე ყოფილა დანიშნული, თუმცა, რეზოს აუჩემებია, არა, რაც შეიძლება ადრე უნდა მოვაწეროთ ხელი, ქალია მაინც და არ გადაიფიქროსო, 12 საათზე წყვილი, მეჯვარეებთან ერთად, ხელის მოსაწერად მისულა, რიტუალი მალე დამთავრებულა და გარეთ გამოსულებს შეუმჩნევიათ, რომ ჯერ კიდევ ადრეა 4 საათამდე და ქალბატონებს საპარიკმახეროში შეუვლიათ. იქიდან გამოსულებს გადაუწყვიტავთ კინოს საყურებლად შესულიყვნენ, კინოთეატრში თურმე უმძიმეს ფილმს აჩვენებდნენ ომის თემატიკაზე, ფილმის დასრულების შემდეგ წყვილი თურმე რუსთაველზე მოდის, არჩევს ფილმს და სულ ღაპაღუპით ჩამოსდით ცრემლები, თბილისში იმ დღეს ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და საწყალი ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო... წაიკითხეთ ვრცლად

"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"