კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა 2 საათი ვართ საცობში, სწავლა რომ დაიწყება, მერე 4 საათი მოგვიწევს" - პარალიზებული მოძრაობა თბილისში და უკმაყოფილო მძღოლები
"ახლა 2 საათი ვართ საცობში, სწავლა რომ დაიწყება, მერე 4 საათი მოგვიწევს" - პარალიზებული მოძრაობა თბილისში და უკმაყოფილო მძღოლები

სა­ცო­ბებს, გა­დატ­ვირ­თუ­ლი გზე­ბის გამო შექ­მნილ დის­კომ­ფორ­ტს დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა დიდი ხა­ნია უჩი­ვის. თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ შექ­მნა და თბი­ლის­ში უკვე არა­მარ­ტო პი­კის სა­ა­თებ­ში, ნე­ბის­მი­ერ დროს გზებ­ზე სრუ­ლი კო­ლაფ­სია.

თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ორ­შა­ბა­თი პრობ­ლე­მე­ბით და­ი­წყო. სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გამო, დი­ლი­დან სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. მძღო­ლებ­სა და მგზავ­რებს სო­ცობ­ში დგო­მა და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თი უწევ­დათ. მგზავ­რე­ბი და მძღო­ლე­ბი ში­შო­ბენ, რომ ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რო­დე­საც სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სას­წავ­ლო წელი და­ი­წყე­ბა.

ფოტო: თიკო ოს­მა­ნო­ვა

"რაც ხდე­ბა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში არის სა­ში­ნე­ლე­ბა! სახ­ლი­დან გა­მოს­ვლა აღარ მინ­და, ორი სა­ა­თია გზა­ში ვარ. მან­ქა­ნე­ბი უძ­რა­ვად დგა­ნან, არც წინ მი­დი­ან და არც უკან. ეს არის ქა­ლა­ქის სრუ­ლი კო­ლაფ­სი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გაგ­რძე­ლე­ბა" - უთხრა AMBEBI.GE-ს ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა, რო­მელ­მაც სა­ცო­ბის გამო სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე და­ტო­ვა და სამ­სა­ხურ­ში ფე­ხით მი­ვი­და.

"მე­რი­ის მხრი­დან ქუ­ჩე­ბის გა­და­თხრა მა­შინ, როცა სას­წავ­ლო წელი ახ­ლოვ­დე­ბა, არის სრუ­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა! დას­რულ­და ზა­ფხუ­ლი, ხალ­ხი გა­მო­ვი­და შვე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან და უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა გა­რეთ გა­მოს­ვლა.

აქამ­დე ვცდი­ლობ­დი, 6-8 სა­ა­თამ­დე არ მე­მუ­შა­ვა, რად­გან სა­ცო­ბე­ბის გამო მაგ დროს ქუ­ჩებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ახლა კი პრაქ­ტი­კუ­ლად, დღის ვერ­ცერთ მო­ნაკ­ვეთ­ში ვერ გა­მო­ვა ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში. ამ დროს ტაქ­სით არც არა­ვინ იმ­გზავ­რებს, ყვე­ლას ურ­ჩევ­ნია სამ­სა­ხურ­ში მეტ­რო­თი მი­ვი­დეს. ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა და სრუ­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ორ კვი­რა­ში სას­წავ­ლო წე­ლიც და­ი­წყე­ბა და მა­შინ კი­დევ უფრო სა­ში­ნე­ლე­ბა იქ­ნე­ბა. ახლა თუ 2 სა­ა­თი გვი­წევს სა­ცობ­ში ყოფ­ნა, მერე ალ­ბათ 4 სა­ა­თი მოგ­ვი­წევს" - გვი­თხრა ერთ-ერ­თმა ტაქ­სის მძღოლ­მა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს და­ვით მეს­ხიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რომ­ლის თქმი­თაც, დიდი ალ­ბა­თო­ბით ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ნო­ემ­ბრამ­დე არ დას­რულ­დე­ბა, სა­ცო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით ვი­თა­რე­ბის კი­დევ უფრო გამ­წვა­ვე­ბას კი სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან ვა­რა­უ­დობს.

"ის, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, არას­წო­რი დრო იქნა შერ­ჩე­უ­ლი. ამის­თვის ივ­ნი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც კარ­გი იქ­ნე­ბო­და. ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არა მარ­ტო სა­ცო­ბებს, არა­მედ სხვა ბევრ პრობ­ლე­მას ქმნის, მათ შო­რის არის მტვე­რი, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ი­სა და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნებს გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირთ და ა.შ. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სა­მუ­შა­ო­ე­ბი დრო­ში არ გა­ი­წე­ლე­ბა და დრო­უ­ლად დას­რულ­დე­ბა. თო­რემ სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან პრობ­ლე­მე­ბი კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა.

ახლა მა­გა­ლი­თად ერთ-ერთი ქუჩა გა­ვი­ა­რე, სა­დაც სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ამ დროს არ­ცერ­თი მუშა არ მუ­შა­ობ­და. კახი კა­ლა­ძეს დე­და­ქა­ლაქთან და­კავ­ში­რე­ბით კარ­გი და ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი აქვს, მაგ­რამ თუ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან სწო­რი პო­ლი­ტი­კა არ გა­ტარ­და, არა­ფე­რი გა­მო­ვა. პირ­ველ რიგ­ში სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტია სა­ჭი­რო თუნ­დაც ტენ­დერე­ბის დრო­უ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა“, - გვი­თხრა მეს­ხიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე გზას 6 თვეა აკე­თე­ბენ - ნა­ხეთ ერ­თა­დერ­თი მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე 48 სა­ათ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და

ტრან­სპორ­ტის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე პლატ­ფორ­მა "HUB Georgia"-ს ხელ­მძღვა­ნე­ლის ვასო ურუ­შა­ძის შე­ფა­სე­ბით, ვიდ­რე საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა, სა­ჭი­როა მოხ­დეს შეს­წავ­ლა, თუ რამ­დე­ნად შემ­ცირ­დე­ბა მგზავ­რთა ნა­კა­დის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს.

"თბი­ლი­სის მე­რი­ის პო­ლი­ტი­კა საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტარ­დე­ბა არას­წო­რად. მო­საზ­რე­ბა, რომ ყვე­ლა სა­მუ­შაო უნდა ტარ­დე­ბო­დეს გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში, არის მცდა­რი. ჩვენ ვხე­დავთ, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, ქუ­ჩე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თავს იყ­რის პრობ­ლე­მუ­რი მო­ნაკ­ვე­თე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ ერ­თბა­შად ხდე­ბა ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა, თით­ქოს­და ისეთ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ნაკ­ლე­ბია საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა. თა­ნაც, ვა­დებ­ში ვე­რას­დროს ხდე­ბა იმ საქ­მე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც და­გეგ­მი­ლია. შე­დე­გად ვი­ღებთ კო­ლაფსს, გა­დატ­ვირ­თულ ქუ­ჩებს და შე­ფერ­ხე­ბულ მოძ­რა­ო­ბას.

სწო­რი მიდ­გო­მა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ის, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იყოს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ პრობ­ლე­მას არ ქმნი­დეს - მა­გა­ლი­თად, ჭად­რა­კუ­ლად. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ სა­ბურ­თა­ლო­ზე ყვე­ლა პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩა­ზე მი­დი­ო­დეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი" - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ურუ­შა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს თბი­ლი­სის მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან.

"იმა­ზე, რომ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ვა­დე­ბი და მიდ­გო­მე­ბი არას­წო­რად არის შერ­ჩე­უ­ლი, რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც გეგ­მავს სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს. ეს არის მე­რი­ა­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს ტრან­სპორ­ტის პო­ლი­ტი­კა­ზე. თუ ჩვენ არ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ ტრან­სპორ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ქა­ლაქ­ში, არ გვაქვს დათ­ვლი­ლი ნა­კა­დე­ბი, არ ვი­ცით იმ ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გად რამ­დე­ნად მოხ­დე­ბა ქუ­ჩა­ზე გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის შემ­ცი­რე­ბა და რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს ამას და ზო­გა­დად პროგ­ნო­ზი­რე­ბას ვერ ვა­კე­თებთ, ასე ბრმად და დი­ლე­ტან­ტუ­რად არ შე­იძ­ლე­ბა გა­კე­თე­ბა.

იმის თქმა, რომ აგ­ვის­ტო­ში ყვე­ლა მი­დის და მოდი გა­დავ­თხა­როთ, არის ძა­ლი­ან დი­ლე­ტან­ტუ­რი და არაპრო­ფერ­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მა. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში არ არის სტრა­ტე­გი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად და­ან­გა­რი­შე­ბა­სა და გათ­ვლა­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ურუ­შა­ძემ.

რო­გორც ჩანს, თბი­ლი­სის გზებ­ზე მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა მი­ნი­მუმ ერთ თვეს გას­ტანს, რად­გან რო­გორც AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ოთხი ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცია ოქ­ტომ­ბრის თვე­ში დას­რულ­დე­ბა. აპ­რი­ლის თვე­ში და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მე­რი­ამ ზა­ფხულ­ში და­ი­წყო და რო­გორც აცხა­დე­ბენ 5 ქუ­ჩი­დან ერთი ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შარ­ტა­ვას ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბრის თვე­ში დას­რულ­დე­ბა. პრო­ცე­სი მო­ი­ცავს, ას­ფალ­ტის და­გე­ბას, ახა­ლი სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მის, მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შეც­ვლას. ამას­თან, გზის ორი­ვე მხა­რეს მო­ე­წყო­ბა ტრო­ტუ­ა­რე­ბი, სა­დაც გან­თავ­სდე­ბა და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სკა­მე­ბი და შშმ პირ­თათ­ვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­და­სას­ვლე­ლე­ბი.

კოს­ტა­ვას ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცია დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 3 500 000 ლა­რით და­ფი­ნანსდა და სა­მუ­შა­ო­ე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბა. აქაც გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე მო­ე­წყო­ბა ას­ფალ­ტის სა­ფა­რი, ახა­ლი სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მა და გზის ორი­ვე მხა­რეს ტრო­ტუ­ა­რე­ბი ახა­ლი ბორ­დი­უ­რე­ბით. აღ­ნიშ­ნულ ლო­კა­ცი­ა­ზე, კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან უო­თე­რენდ ფა­უ­ე­რი“ 700 000 ლა­რამ­დე ინ­ვეს­ტი­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს, რომ­ლის ფარ­გლებ­ში შე­იც­ვლე­ბა წყლი­სა და წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლე­ბი - გან­მარ­ტეს თბი­ლი­სის მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში.

ფო­ტო­ზე: სა­ა­კა­ძის მო­ე­და­ნი და ვა­ხუშ­ტის ხიდი დღის 12:00 სა­ათ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ახლა 2 საათი ვართ საცობში, სწავლა რომ დაიწყება, მერე 4 საათი მოგვიწევს" - პარალიზებული მოძრაობა თბილისში და უკმაყოფილო მძღოლები

"ახლა 2 საათი ვართ საცობში, სწავლა რომ დაიწყება, მერე 4 საათი მოგვიწევს" - პარალიზებული მოძრაობა თბილისში და უკმაყოფილო მძღოლები

საცობებს, გადატვირთული გზების გამო შექმნილ დისკომფორტს დედაქალაქის მოსახლეობა დიდი ხანია უჩივის. თუმცა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქუჩების რეაბილიტაციამ შექმნა და თბილისში უკვე არამარტო პიკის საათებში, ნებისმიერ დროს გზებზე სრული კოლაფსია.

თბილისელებისთვის ორშაბათი პრობლემებით დაიწყო. სააკაძის მოედნის მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის გამო, დილიდან საბურთალოზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა. მძღოლებსა და მგზავრებს სოცობში დგომა დაახლოებით 2 საათი უწევდათ. მგზავრები და მძღოლები შიშობენ, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, როდესაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო წელი დაიწყება.

ფოტო: თიკო ოსმანოვა

"რაც ხდება თბილისის ქუჩებში არის საშინელება! სახლიდან გამოსვლა აღარ მინდა, ორი საათია გზაში ვარ. მანქანები უძრავად დგანან, არც წინ მიდიან და არც უკან. ეს არის ქალაქის სრული კოლაფსი. შეუძლებელია ასე გაგრძელება" - უთხრა AMBEBI.GE-ს ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელმაც საცობის გამო სამარშრუტო ტაქსი დანიშნულების ადგილამდე დატოვა და სამსახურში ფეხით მივიდა.

"მერიის მხრიდან ქუჩების გადათხრა მაშინ, როცა სასწავლო წელი ახლოვდება, არის სრული უპასუხისმგებლობა! დასრულდა ზაფხული, ხალხი გამოვიდა შვებულებებიდან და უკვე შეუძლებელი ხდება გარეთ გამოსვლა.

აქამდე ვცდილობდი, 6-8 საათამდე არ მემუშავა, რადგან საცობების გამო მაგ დროს ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელია. ახლა კი პრაქტიკულად, დღის ვერცერთ მონაკვეთში ვერ გამოვა ადამიანი ქუჩაში. ამ დროს ტაქსით არც არავინ იმგზავრებს, ყველას ურჩევნია სამსახურში მეტროთი მივიდეს. ეს არის საშინელება და სრული უპასუხისმგებლობა. ორ კვირაში სასწავლო წელიც დაიწყება და მაშინ კიდევ უფრო საშინელება იქნება. ახლა თუ 2 საათი გვიწევს საცობში ყოფნა, მერე ალბათ 4 საათი მოგვიწევს" - გვითხრა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტს დავით მესხიშვილს დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, დიდი ალბათობით ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები ნოემბრამდე არ დასრულდება, საცობების თვალსაზრისით ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას კი სექტემბრის შუა რიცხვებიდან ვარაუდობს.

"ის, რომ მიმდინარეობს ქუჩების რეაბილიტაცია, დადებითად ვაფასებ, მაგრამ ვფიქრობ, არასწორი დრო იქნა შერჩეული. ამისთვის ივნისის მეორე ნახევარიც კარგი იქნებოდა. ქუჩების რეაბილიტაცია არა მარტო საცობებს, არამედ სხვა ბევრ პრობლემას ქმნის, მათ შორის არის მტვერი, საგანგებო სიტუაციისა და სასწრაფოს მანქანებს გადაადგილება უჭირთ და ა.შ. ამიტომ კარგი იქნება თუ სამუშაოები დროში არ გაიწელება და დროულად დასრულდება. თორემ სექტემბრის შუა რიცხვებიდან პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდება.

ახლა მაგალითად ერთ-ერთი ქუჩა გავიარე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ამ დროს არცერთი მუშა არ მუშაობდა. კახი კალაძეს დედაქალაქთან დაკავშირებით კარგი და ამბიციური გეგმები აქვს, მაგრამ თუ შესაბამისი სამსახურების მხრიდან სწორი პოლიტიკა არ გატარდა, არაფერი გამოვა. პირველ რიგში სწორი მენეჯმენტია საჭირო თუნდაც ტენდერების დროულად გამოცხადება“, - გვითხრა მესხიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: კახეთის გზატკეცილზე გზას 6 თვეა აკეთებენ - ნახეთ ერთადერთი მოქმედება, რომელიც ამ მონაკვეთზე 48 საათში განხორციელდა

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "HUB Georgia"-ს ხელმძღვანელის ვასო ურუშაძის შეფასებით, ვიდრე საგზაო სამუშაოები დაიწყება, საჭიროა მოხდეს შესწავლა, თუ რამდენად შემცირდება მგზავრთა ნაკადის გამტარუნარიანობა სამუშაოების დროს.

"თბილისის მერიის პოლიტიკა საგზაო ინფრასტრუქტურის და რეაბილიტაციის მიმართულებით ტარდება არასწორად. მოსაზრება, რომ ყველა სამუშაო უნდა ტარდებოდეს გარკვეულ პერიოდში, არის მცდარი. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, თავს იყრის პრობლემური მონაკვეთები მთელი წლის განმავლობაში და შემდეგ ერთბაშად ხდება ამ სამუშაოების დაწყება, თითქოსდა ისეთ პერიოდში, როდესაც ნაკლებია საგზაო მოძრაობა. თანაც, ვადებში ვერასდროს ხდება იმ საქმეების განხორციელება, რაც დაგეგმილია. შედეგად ვიღებთ კოლაფსს, გადატვირთულ ქუჩებს და შეფერხებულ მოძრაობას.

სწორი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის, რომ მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს გადანაწილებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთელი წლის განმავლობაში ისე უნდა მიმდინარეობდეს სამუშაოები, რომ განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნიდეს - მაგალითად, ჭადრაკულად. არ შეიძლება, რომ საბურთალოზე ყველა პარალელურ ქუჩაზე მიდიოდეს სამუშაოები" - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ურუშაძემ.

მისივე თქმით, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის არაპროფესიონალიზმთან.

"იმაზე, რომ სარეაბილიტაციო ვადები და მიდგომები არასწორად არის შერჩეული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანების, ვინც გეგმავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს არის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ტრანსპორტის პოლიტიკაზე. თუ ჩვენ არ გავაანალიზეთ ტრანსპორტის მდგომარეობა ქალაქში, არ გვაქვს დათვლილი ნაკადები, არ ვიცით იმ ქუჩის რეაბილიტაციის შედეგად რამდენად მოხდება ქუჩაზე გამტარუნარიანობის კოეფიციენტის შემცირება და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას და ზოგადად პროგნოზირებას ვერ ვაკეთებთ, ასე ბრმად და დილეტანტურად არ შეიძლება გაკეთება.

იმის თქმა, რომ აგვისტოში ყველა მიდის და მოდი გადავთხაროთ, არის ძალიან დილეტანტური და არაპროფერსიონალური მიდგომა. ეს განპირობებულია იმით, რომ თბილისის მერიაში არ არის სტრატეგიული პოლიტიკა, რომელიც რეალურად დაანგარიშებასა და გათვლაზე იქნება დაფუძნებული,“ - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

როგორც ჩანს, თბილისის გზებზე მსგავსი მდგომარეობა მინიმუმ ერთ თვეს გასტანს, რადგან როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, დედაქალაქის მასშტაბით ოთხი ქუჩის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ოქტომბრის თვეში დასრულდება. აპრილის თვეში დაანონსებული სამუშაოები მერიამ ზაფხულში დაიწყო და როგორც აცხადებენ 5 ქუჩიდან ერთი ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება. პროცესი მოიცავს, ასფალტის დაგებას, ახალი სანიაღვრე სისტემის, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას. ამასთან, გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, სადაც განთავსდება დასასვენებელი სკამები და შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები.

კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 500 000 ლარით დაფინანსდა და სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. აქაც გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ასფალტის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს ტროტუარები ახალი ბორდიურებით. აღნიშნულ ლოკაციაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერენდ ფაუერი“ 700 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებში შეიცვლება წყლისა და წყალარინების ქსელები - განმარტეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში.

ფოტოზე: სააკაძის მოედანი და ვახუშტის ხიდი დღის 12:00 საათზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ