პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მირზა სუბელიანი რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე მოწმე მ.კ.-სთან" - რა დაადგინა  საგამოძიებო კომისიამ?
"მირზა სუბელიანი რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე მოწმე მ.კ.-სთან" - რა დაადგინა  საგამოძიებო კომისიამ?

მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შექ­მნი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ამ­ზა­დეს, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მი­მართ არ ჩა­ტარ­და მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. კერ­ძოდ, რო­გორც დას­კვნა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ არ ჩა­ტარ­და, შემ­დე­გია: „გა­მო­ძი­ე­ბი­ამ 2018 წლის ივ­ნი­სამ­დე არ და­კი­თხა მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი; არ ამო­ი­ღო მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი (ტე­ლე­ფო­ნე­ბი); არ ამო­ი­ღო მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი ნომ­რი­დან (ნომ­რე­ბი­დან) სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია...

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ის რე­გუ­ლა­რულ კავ­შირ­ზე იყო, რო­გორც საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ ფი­ფი­ას­თან, ისე 2018 წლის 11-13 აპ­რილს მოწ­მე მ.კ.-სთან. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის დე­ტა­ლუ­რი ამო­ნა­წე­რი შსს-მ ამო­ი­ღო მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც 2018 წლის 18 ივ­ნისს ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­თხო­ვა დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ.

აუ­ცი­ლებ­ლად ცალ­კე გა­მო­სა­ყო­ფია პე­კი­ნის 3-ში მდე­ბა­რე კა­ლან­დი­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გარე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რის მო­ნა­ცე­მე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მში მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის და­ფარ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­მე­რით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ნად­გუ­რე­ბის, აგ­რეთ­ვე მ.კ.-სა და გ.ჯ.-ს გა­და­მალ­ვის ფაქ­ტე­ბი.

კა­მე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 15:37 სა­ათ­ზე მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ფე­ხით შე­დის კორ­პუ­სის ეზო­ში, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბას მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა 2018 წლის 24 იან­ვრის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ არ აქვს. 15:59 სა­ათ­ზე მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი და თენ­გო კა­ლან­დია ფე­ხით გა­მო­დი­ან კორ­პუ­სის ეზო­დან. შე­სა­ბა­მი­სად, 15:37 სა­ა­თი­დან 15:59 სა­ა­თამ­დე მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­კენ მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის თვითმხილ­ვე­ლი იყო. კა­მე­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მში კი გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ირაკ­ლი ფი­ფი­ამ სუ­ბე­ლი­ა­ნი მო­იხ­სე­ნია, რო­გორც „უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი“, - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

დას­კვნის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე მი­უ­თი­თე­ბენ, რომ გა­მო­ი­ძე­ბას არ გა­მო­უ­კი­თხავს მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მე­უღ­ლე -თეა კა­კუ­ბა­ვა და ცო­ლის და - ლელა კა­კუ­ბა­ვა.

„მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მე­უღ­ლე საქ­მის კურ­სში იყო ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ის იმ­ყო­ფე­ბო­და კა­ლან­დი­ებ­თან სახ­ლში, რო­დე­საც და­ი­გეგ­მა იქ მყო­ფი გ.ჯ.-სა და მ.კ.-ს გა­და­მალ­ვა, აგ­რეთ­ვე გა­ნად­გურ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თეა კა­კუ­ბა­ვა გა­მო­ძი­ე­ბას არ და­უ­კი­თხავს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ მსჯავ­რდე­ბულ გ.ჯ.-ს იერ სა­სა­მარ­თლო­ზე მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, თეა კა­კუ­ბა­ვა დარ­დობ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ნა­ხავ­დნენ „ტე­ლე­ფო­ნის და­რე­კი­ლებს“ და „მი­ნა­წე­რებს“ და და­ი­ჭერ­დნენ მის შვილს ა.ს.-ს და მის დის­შვილს - მ.კ.-ს“, - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

დას­კვნის ავ­ტო­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ მთელ რიგ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მათი აზ­რით, უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა არ ჩა­ტარ­და.

„კო­მი­სი­ამ შე­ის­წავ­ლა, თუ რამ­დე­ნად იკ­ვე­თე­ბო­და მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის ჩა­რე­ვის კვა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. ამ მიზ­ნით კო­მი­სი­ამ გა­მო­იკ­ვლია მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვი­ლის და მისი დე­ი­დაშ­ვი­ლის მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. მირ­ზა სუ­ვე­ლი­ა­ნის შვი­ლის ა. ს.-ს მი­მართ არ ჩა­ტარ­და, ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ტარ­და მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ა.ს-ს მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბამ არ ჩა­ა­ტა­და შემ­დე­გი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი: არ აიღო ანაწ­მენ­დე­ბი და ფრჩხი­ლის ნი­მუ­შე­ბი, არ ჩა­ა­ტა­რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი, არ გა­ჩხრი­კა მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, დრო­უ­ლად არ ამო­ი­ღო მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, არ ამო­ი­ღო ა.ს. და მ.კ.-ს მი­მო­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში - ამ მი­მო­წე­რის ამო­ღე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენ­და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტივს და გან­ზრახ­ვას და ორ­გა­ნი­ზე­ბის დე­ტა­ლებს. არ ამო­ი­ღო ა.ს.-ს ზურგჩან­თა და შავი ფე­რის ქურ­თუ­კი, არ ჩა­ა­ტა­რა არც ერთი ფა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მათ შო­რის ტე­ლე­ფო­ნით მი­ყუ­რა­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მირზა სუბელიანი რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე მოწმე მ.კ.-სთან" - რა დაადგინა  საგამოძიებო კომისიამ?

"მირზა სუბელიანი რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე მოწმე მ.კ.-სთან" - რა დაადგინა  საგამოძიებო კომისიამ?

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მოამზადეს, მირზა სუბელიანის მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, როგორც დასკვნაშია მითითებული, საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მის მიმართ არ ჩატარდა, შემდეგია: „გამოძიებიამ 2018 წლის ივნისამდე არ დაკითხა მირზა სუბელიანი; არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი (ტელეფონები); არ ამოიღო მირზა სუბელიანის კუთვნილი ნომრიდან (ნომრებიდან) სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია...

მირზა სუბელიანის სატელეფონო ზარებით დგინდება, რომ ის რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე 2018 წლის 11-13 აპრილს მოწმე მ.კ.-სთან. სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერი შსს-მ ამოიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2018 წლის 18 ივნისს ეს ინფორმაცია მოითხოვა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.

აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია პეკინის 3-ში მდებარე კალანდიების საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერის მონაცემები და გამოძიების მხრიდან დათვალიერების ოქმში მირზა სუბელიანის დაფარვა. აღნიშნული კამერით დაფიქსირებულია მტკიცებულებათა განადგურების, აგრეთვე მ.კ.-სა და გ.ჯ.-ს გადამალვის ფაქტები.

კამერის მონაცემებით დგინდება, რომ 15:37 საათზე მირზა სუბელიანი ფეხით შედის კორპუსის ეზოში, თუმცა გამოძიებას მისი გადაადგილება 2018 წლის 24 იანვრის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული საერთოდ არ აქვს. 15:59 საათზე მირზა სუბელიანი და თენგო კალანდია ფეხით გამოდიან კორპუსის ეზოდან. შესაბამისად, 15:37 საათიდან 15:59 საათამდე მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვისკენ მიმართული ყველა უკანონო ქმედების თვითმხილველი იყო. კამერის დათვალიერების ოქმში კი გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ სუბელიანი მოიხსენია, როგორც „უცნობი მამაკაცი“, - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ გამოიძებას არ გამოუკითხავს მირზა სუბელიანის მეუღლე -თეა კაკუბავა და ცოლის და - ლელა კაკუბავა.

„მირზა სუბელიანის მეუღლე საქმის კურსში იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დეტალების შესახებ. ის იმყოფებოდა კალანდიებთან სახლში, როდესაც დაიგეგმა იქ მყოფი გ.ჯ.-სა და მ.კ.-ს გადამალვა, აგრეთვე განადგურდა მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, თეა კაკუბავა გამოძიებას არ დაუკითხავს. საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს იერ სასამართლოზე მიცემული ჩვენების თანახმად, თეა კაკუბავა დარდობდა, რომ სამართალდამცველები ნახავდნენ „ტელეფონის დარეკილებს“ და „მინაწერებს“ და დაიჭერდნენ მის შვილს ა.ს.-ს და მის დისშვილს - მ.კ.-ს“, - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის ავტორები მიუთითებენ მთელ რიგ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც მათი აზრით, უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არ ჩატარდა.

„კომისიამ შეისწავლა, თუ რამდენად იკვეთებოდა მირზა სუბელიანის ჩარევის კვალი გამოძიების პროცესში. ამ მიზნით კომისიამ გამოიკვლია მირზა სუბელიანის შვილის და მისი დეიდაშვილის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები. მირზა სუველიანის შვილის ა. ს.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ა.ს-ს მიმართ გამოძიებამ არ ჩაატადა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, დროულად არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, არ ამოიღო ა.ს. და მ.კ.-ს მიმოწერა სოციალურ ქსელში - ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს და განზრახვას და ორგანიზების დეტალებს. არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი, არ ჩაატარა არც ერთი ფარული ღონისძიება, მათ შორის ტელეფონით მიყურადება“, - ნათქვამია დასკვნაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს