პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელსაც ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესების ლობირებას აბრალებენ
რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელსაც ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესების ლობირებას აბრალებენ

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით ხორ­ბლის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნა-გა­ტა­ნა იზღუ­დე­ბა. გა­დამ­ზი­და­ვე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს არის მორ­გე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამ ბიზ­ნე­სი­დან მი­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ლო­ბი­რებს.

კერ­ძოდ, რო­გორც „კვი­რის პა­ლიტ­რა“ წერს, ბაზ­რის მო­თა­მა­შე­თა აზ­რით, ხორ­ბლის მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი გო­დერ­ძი ჩან­ქსე­ლი­ა­ნი ლო­ბი­რებს, რო­მე­ლიც ერთ-ერთი მსხვი­ლი მარ­ცვლე­უ­ლის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია "ბევ­რი­ლი ჯგუ­ფის" 70%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია. იმავდრო­უ­ლად, დე­პუ­ტა­ტი ჩან­ქსე­ლი­ა­ნი დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კერ­ძოდ კი გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რეა.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­პუ­ტა­ტის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. 2017 წლის 27 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გო­დერ­ძი ჩან­ქსე­ლი­ა­ნი ფლობს 3 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს წავ­კის­ში და იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 550 კვ. მეტ­რის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს. ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი „ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზე­რი“.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­პუ­ტა­ტის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე მას ჯამ­ში, 149,907 ლარი, ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით კი 50 000 ლარი ჰქონ­და.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ჩან­ქსე­ლი­ა­ნი შპს "ბევ­რი­ლი ჯგუ­ფის" 70%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც დე­პუ­ტატს დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის წინა წელს შე­მო­სა­ვა­ლი არ მი­უ­ღია. ამას­თან, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­წარ­მოს კა­პი­ტა­ლის ოდე­ნო­ბა 5 267 835 ლარს შე­ად­გენს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელსაც ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესების ლობირებას აბრალებენ

რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელსაც ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესების ლობირებას აბრალებენ

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანა იზღუდება. გადამზიდავები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს არის მორგებული, რომლებსაც ხელისუფლებაში ამ ბიზნესიდან მისული პარლამენტარი ლობირებს.

კერძოდ, როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, ბაზრის მოთამაშეთა აზრით, ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს ხელისუფლებაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი გოდერძი ჩანქსელიანი ლობირებს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი მარცვლეულის იმპორტიორი კომპანია "ბევრილი ჯგუფის" 70%-იანი წილის მფლობელია. იმავდროულად, დეპუტატი ჩანქსელიანი დღემდე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კერძოდ კი გამგეობის თავმჯდომარეა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას დეპუტატის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 2017 წლის 27 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი ფლობს 3 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში და იმავე მისამართზე მდებარე 550 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს. ასევე მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე მას ჯამში, 149,907 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 50 000 ლარი ჰქონდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩანქსელიანი შპს "ბევრილი ჯგუფის" 70%-იანი წილის მფლობელია, რომლის საქმიანობითაც დეპუტატს დეკლარაციის შევსების წინა წელს შემოსავალი არ მიუღია. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, საწარმოს კაპიტალის ოდენობა 5 267 835 ლარს შეადგენს. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო