პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობენ უკრაინაში ქართველი მებრძოლები და ვინ გაუშვა ისინი "სასიკვდილო დავალებაზე" - "რამდენიმე ქართველმა გვიღალატა..."
როგორ ცხოვრობენ უკრაინაში ქართველი მებრძოლები და ვინ გაუშვა ისინი "სასიკვდილო დავალებაზე" - "რამდენიმე ქართველმა გვიღალატა..."

უკვე 4 წე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ომის ფრონ­ტის ხაზ­ზე, ქარ­თვე­ლე­ბიც იბ­რძვი­ან. ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბის წინ ორ ასე­ულს შე­ად­გენ­და, დღეს კი მათი რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­ულს შე­ად­გენს.

"რის­თვის ჩა­მოხ­ვე­დით?!"; "უკ­რა­ი­ნის ჯარი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა ევ­რო­პა­ში, ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა?!" - უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლი, ოთხი წლის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ თავ­დაც­ვის უწყე­ბას დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­სა და დევ­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. უფრო მე­ტიც მათი თქმით, ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შია.

ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის უფ­რო­სის მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის თქმით, გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა და ფრონ­ტის ხაზ­ზე ტყვი­ე­ბის გას­რო­ლა აკ­რძა­ლა, არა­და მე­ო­რე მხა­რე კვლავ აგ­რძე­ლებს სრო­ლებს. მა­მუ­ლაშ­ვი­ლის თქმით, მებ­რძო­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბია რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ბრძა­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრე­ბის და­სა­ცა­ვად ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი და მად­ლო­ბის ნიშ­ნად რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო პირს უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 3-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტიც კი გა­უ­ფორ­მა. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ ოდე­სის ოლ­ქის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა, იქ მყოფ ქარ­თვე­ლებ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და­ი­წყო.

"პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში" ომში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც მოხ­ვდნენ, რომ­ლე­ბიც ამა­ზე ახლა ღიად სა­უბ­რო­ბენ. სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ომის ფრონ­ტის ხაზ­ზე, ურ­თუ­ლეს ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ძებ­ნი­ლე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს და მათ და­სა­კა­ვებ­ლად ჯილ­დოა და­წე­სე­ბუ­ლი.

ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის მე­თა­ურს ეჭვი აქვს, რომ მო­ნა­ცე­მებ­მა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­ჟო­ნა და რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მას შემ­დეგ მოხ­ვდა, რაც ჯა­რის­კა­ცე­ბი მე­თა­ურს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ბრი­გა­და და­ტო­ვეს და საბ­რძოლ­ვე­ლად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სხვა ბა­ტა­ლი­ონ­ში გა­და­ვიდ­ნენ.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ღა­ლა­ტია და მო­ნა­ცე­მე­ბის გა­დაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, რუ­სე­თი მათ­ზე ნა­დი­რო­ბის სე­ზონს გახ­სნის. მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ყვე­ბა, რომ ქარ­თულ ლე­გი­ონს შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა მის­ცეს, რო­მელ­ზე წას­ვლის შემ­თხვე­ვა­შიც, ვერც ერთი მო­ნა­წი­ლე ცო­ცხა­ლი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ახ­ლო­ე­ბით იმ პე­რი­ო­დი­დან მო­დის, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ტა­ლი­ე­ბი და­ი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ პო­ლი­ტი­კას­თან შე­ხე­ბა არ გვქო­ნია, მა­ინც ცდი­ლო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. სა­ბო­ლო­ოდ ეს გა­მო­უ­ვი­დათ, ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცი პრო­ვო­კა­ცი­ულ და­ვა­ლე­ბა­ზე გა­უშ­ვა, რის შემ­დე­გაც ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ სხვა ბრი­გა­და­ში გა­დას­ვლა და აქე­დან და­ი­წყო პრობ­ლე­მე­ბი და დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ცოტა ხნის წინ 5 ქარ­თველ მებ­რძოლს, რომ­ლებ­საც 3-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი ჰქონ­დათ გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე კონ­ტრაქ­ტი გა­უ­წყვი­ტეს. სამ­წუ­ხა­როდ, რო­დე­საც ბრი­გა­და დავ­ტო­ვეთ, რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ­მა გვი­ღა­ლა­ტა - უკ­რა­ი­ნელ მე­თა­ურს და­უ­ჭი­რეს მხა­რი. მი­ემ­ხრნენ გე­ნე­რალს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის დიკს­რე­დი­ტა­ცი­ას 2015 წლი­დან ცდი­ლობს. ეს არის სერ­გეი ნა­ე­ვი, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­თი­თე­ბებს.

რამ­დე­ნი­მე კვი­რაა და­ი­ნიშ­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სარ­დლად. ბევ­რის აზ­რია, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არის სე­პა­რა­ტის­ტი - მისი ოჯა­ხი ცხოვ­რობს ყი­რიმ­ში, მისი ძმა კი რუ­სებ­თან მუ­შა­ობს. ეს ადა­მი­ა­ნი ფლობს სამ­ხედ­რო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს. უბ­რა­ლოდ პა­რა­დოქ­სია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი და­ნიშ­ნეს ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე", - უთხრა AMBEBI.GE-ს მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის მებ­რძო­ლი გელა ბეგ­ლა­რაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია ვი­საც უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 3-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­წყვი­ტა. ამ­ბობს, რომ ზუს­ტი მი­ზე­ზი არ იცის, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს უკავ­შირ­დე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის დევ­ნას და არა მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს.

"ვიმ­ყო­ფე­ბო­დით მო­რიგ ოპე­რა­ცი­ა­ზე, რო­დე­საც მოვ­ბრუნ­დით ბრი­გა­დის იუ­რის­ტმა დაგ­ვი­ბა­რა და გვი­თხრა, რომ ჩვენ უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა პო­ზი­ცი­ე­ბი და დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით უკან ბა­ზა­ზე. მი­ზე­ზის კი­თხვი­სას გან­გვი­მარ­ტა, რომ გენშტა­ბი­დან და­უ­კავ­შირ­დნენ და ზე­პი­რი ბრძა­ნე­ბა იყო გა­ცე­მუ­ლი უშუ­ა­ლოდ მე­თა­უ­რი­სა­გან. ეს იყო ერთი მო­რი­გი და­ვა­ლე­ბა, რა­საც თით­ქმის ყო­ველ­დღე ვას­რუ­ლებ­დით, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­მოშ­ვე­ბა და­ვა­ლე­ბას არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა" - გვი­თხრა ბელ­გა­რიშ­ვილ­მა.

ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის უფ­რო­სის თქმით, მათი ნა­წი­ლი კი­ე­ვის ლო­ჯის­ტი­კურ ბა­ზა­ზე „და­ბა­ნაკ­და“, სა­დაც ჯა­რის­კა­ცის­თვის შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბი არ აქვთ:

"ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბით კი­ე­ვის ლო­ჯის­ტი­კურ ბა­ზა­ზე უბ­რა­ლოდ ად­გი­ლი მოგ­ვცეს რომ გან­ვთავ­სდეთ. ვცდი­ლობთ და­ვუბ­რუნ­დეთ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს. ახლა ვართ ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­ე­რა­კე­ბე­ბი" - გვი­თხრა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ზუ­რაბ ჩი­ხე­ლი­ძე კი ქარ­თვე­ლე­ბის დევ­ნას და დის­კრე­დი­ტა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ამ­ბობს, რომ თავს ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს და უხა­რია უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში რომ ეხ­მა­რე­ბა.

"ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი გვაქვს საჭ­მე­ლი, სას­მე­ლი, ფორ­მა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს რაც შე­იძ­ლე­ბა ჯა­რის­კაცს სჭირ­დე­ბო­დეს. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი ჩვენ არ შეგვქმნია. პი­რი­ქით მად­ლობს გვიხ­დი­ან დახ­მა­რე­ბის­თვის. ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ნორ­მა­ლუ­რად მსა­ხუ­რობს და ას­რუ­ლებს ყვე­ლა იმ წეს­დე­ბას, რო­მე­ლიც და­წე­რი­ლია, პრობ­ლე­მე­ბი არ ექ­მნე­ბა. არა­ვი­სი დის­კრე­დი­ტა­ცია და დევ­ნა არ ხდე­ბა. გარ­და რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცი­სა, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ეს და ახლა მათ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი.

ერთ-ერთი ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი 25 გრა­დუს ყინ­ვა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით, სა­დღაც ტყე­ში სცე­მეს და ისე და­აგ­დეს. მად­ლო­ბა ღმერ­თს ამ ადა­მი­ან­მა შეძ­ლო მან­დე­დან გა­მოღ­წე­ვა. 2 თვე იწვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და, გა­დარ­ჩა. მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს მო­ძებ­ნი­ან და და­ი­ჭე­რენ. ამი­ტო­მაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ზო­გი­ერთ ქარ­თველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა. ხოლო კონ­ტრაქ­ტი იმი­ტომ შე­უ­წყვი­ტეს, რომ ქვე­და­ნა­ყო­ფის მე­თა­უ­რო­ბა მო­ა­ტყუ­ეს" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-s ჩი­ხე­ლი­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს 12 ქარ­თვე­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როგორ ცხოვრობენ უკრაინაში ქართველი მებრძოლები და ვინ გაუშვა ისინი "სასიკვდილო დავალებაზე" - "რამდენიმე ქართველმა გვიღალატა..."

როგორ ცხოვრობენ უკრაინაში ქართველი მებრძოლები და ვინ გაუშვა ისინი "სასიკვდილო დავალებაზე" - "რამდენიმე ქართველმა გვიღალატა..."

უკვე 4 წელია უკრაინაში, რუსულ-უკრაინული ომის ფრონტის ხაზზე, ქართველებიც იბრძვიან. ქართველი სამხედროების რაოდენობა მეგობარ ქვეყანაში წლების წინ ორ ასეულს შეადგენდა, დღეს კი მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია და მხოლოდ რამდენიმე ათეულს შეადგენს.

"რისთვის ჩამოხვედით?!"; "უკრაინის ჯარი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი დახმარება?!" - უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი, ოთხი წლის შემდეგ ადგილობრივ თავდაცვის უწყებას დისკრედიტაციასა და დევნაში ადანაშაულებს. უფრო მეტიც მათი თქმით, ქართველი სამხედროების მონაცემები რუსეთის სპეცსამსახურების ხელშია.

ქართული ლეგიონის უფროსის მამუკა მამულაშვილის თქმით, გენშტაბის ხელმძღვანელმა ბრძანება გასცა და ფრონტის ხაზზე ტყვიების გასროლა აკრძალა, არადა მეორე მხარე კვლავ აგრძელებს სროლებს. მამულაშვილის თქმით, მებრძოლებისთვის უცნობია რას ემსახურება ეს ბრძანება. აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზღვრების დასაცავად ქართველი სამხედროები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მადლობის ნიშნად რამდენიმე სამხედრო პირს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 3-წლიანი კონტრაქტიც კი გაუფორმა. თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევა, იქ მყოფ ქართველებზე პოლიტიკური დევნა დაიწყო.

"პოლიტიკურ ბრძოლაში" ომში მებრძოლი ქართველებიც მოხვდნენ, რომლებიც ამაზე ახლა ღიად საუბრობენ. სამხედროები, რომლებიც რუსულ-უკრაინული ომის ფრონტის ხაზზე, ურთულეს ოპერაციებში მონაწილეობენ, სეპარატისტებმა ძებნილებად გამოაცხადეს და მათ დასაკავებლად ჯილდოა დაწესებული.

ქართული ლეგიონის მეთაურს ეჭვი აქვს, რომ მონაცემებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გაჟონა და რუსული სპეცსამსახურების ხელში ქართველი მებრძოლების პერსონალური მონაცემები მას შემდეგ მოხვდა, რაც ჯარისკაცები მეთაურს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების შემდეგ, ქართველმა სამხედროებმა ბრიგადა დატოვეს და საბრძოლველად თავდაცვის სამინისტროს სხვა ბატალიონში გადავიდნენ.

ქართველი სამხედროები ამბობენ, რომ ეს ღალატია და მონაცემების გადაგზავნის შემდეგ, რუსეთი მათზე ნადირობის სეზონს გახსნის. მამუკა მამულაშვილი ყვება, რომ ქართულ ლეგიონს შეუსრულებელი დავალება მისცეს, რომელზე წასვლის შემთხვევაშიც, ვერც ერთი მონაწილე ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

"ეს ყველაფერი დაახლოებით იმ პერიოდიდან მოდის, როდესაც სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ბატალიები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკასთან შეხება არ გვქონია, მაინც ცდილობენ ქართველების დისკრედიტაციას. საბოლოოდ ეს გამოუვიდათ, ბრიგადის მეთაურმა რამდენიმე ჯარისკაცი პროვოკაციულ დავალებაზე გაუშვა, რის შემდეგაც ჩვენ გადავწყვიტეთ სხვა ბრიგადაში გადასვლა და აქედან დაიწყო პრობლემები და დღემდე გრძელდება.

ცოტა ხნის წინ 5 ქართველ მებრძოლს, რომლებსაც 3-წლიანი კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე კონტრაქტი გაუწყვიტეს. სამწუხაროდ, როდესაც ბრიგადა დავტოვეთ, რამდენიმე ქართველმა გვიღალატა - უკრაინელ მეთაურს დაუჭირეს მხარი. მიემხრნენ გენერალს, რომელიც ქართველების დიკსრედიტაციას 2015 წლიდან ცდილობს. ეს არის სერგეი ნაევი, რომელიც ასრულებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებებს.

რამდენიმე კვირაა დაინიშნა გაერთიანებული ძალების სარდლად. ბევრის აზრია, რომ ეს ადამიანი არის სეპარატისტი - მისი ოჯახი ცხოვრობს ყირიმში, მისი ძმა კი რუსებთან მუშაობს. ეს ადამიანი ფლობს სამხედრო საიდუმლოებებს. უბრალოდ პარადოქსია, რომ ასეთი ადამიანი დანიშნეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე", - უთხრა AMBEBI.GE-ს მამულაშვილმა.

ქართული ლეგიონის მებრძოლი გელა ბეგლარაშვილი ერთ-ერთია ვისაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 3-წლიანი კონტრაქტი მოულოდნელად გაუწყვიტა. ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს უკავშირდება ქართველების დევნას და არა მის პროფესიონალიზმს.

"ვიმყოფებოდით მორიგ ოპერაციაზე, როდესაც მოვბრუნდით ბრიგადის იურისტმა დაგვიბარა და გვითხრა, რომ ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა პოზიციები და დავბრუნებულიყავით უკან ბაზაზე. მიზეზის კითხვისას განგვიმარტა, რომ გენშტაბიდან დაუკავშირდნენ და ზეპირი ბრძანება იყო გაცემული უშუალოდ მეთაურისაგან. ეს იყო ერთი მორიგი დავალება, რასაც თითქმის ყოველდღე ვასრულებდით, მაგრამ ჩვენი გამოშვება დავალებას არანაირად არ უკავშირდება" - გვითხრა ბელგარიშვილმა.

ქართული ლეგიონის უფროსის თქმით, მათი ნაწილი კიევის ლოჯისტიკურ ბაზაზე „დაბანაკდა“, სადაც ჯარისკაცისთვის შესაფერისი პირობები არ აქვთ:

"ამჟამად ვიმყოფებით კიევის ლოჯისტიკურ ბაზაზე უბრალოდ ადგილი მოგვცეს რომ განვთავსდეთ. ვცდილობთ დავუბრუნდეთ სამხედრო სამსახურს. ახლა ვართ ლოდინის რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპაერაკებები" - გვითხრა მამულაშვილმა.

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურაბ ჩიხელიძე კი ქართველების დევნას და დისკრედიტაციას კატეგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და უხარია უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში რომ ეხმარება.

"ძალიან კარგი პირობები გვაქვს საჭმელი, სასმელი, ფორმა და აღჭურვილობა. ყველაფერი გვაქვს რაც შეიძლება ჯარისკაცს სჭირდებოდეს. არანაირი პრობლემები ჩვენ არ შეგვქმნია. პირიქით მადლობს გვიხდიან დახმარებისთვის. ქართველი, რომელიც ნორმალურად მსახურობს და ასრულებს ყველა იმ წესდებას, რომელიც დაწერილია, პრობლემები არ ექმნება. არავისი დისკრედიტაცია და დევნა არ ხდება. გარდა რამდენიმე ჯარისკაცისა, რომლებმაც ყველა კანონი დაარღვიეს და ახლა მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლი 25 გრადუს ყინვაში საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით, სადღაც ტყეში სცემეს და ისე დააგდეს. მადლობა ღმერთს ამ ადამიანმა შეძლო მანდედან გამოღწევა. 2 თვე იწვა საავადმყოფოში მკურნალობდა, გადარჩა. მაგრამ ბუნებრივია დანაშაულში მონაწილე პირებს მოძებნიან და დაიჭერენ. ამიტომაც მიმდინარეობს ზოგიერთ ქართველზე სისხლის სამართლის დევნა. ხოლო კონტრაქტი იმიტომ შეუწყვიტეს, რომ ქვედანაყოფის მეთაურობა მოატყუეს" - განუცხადა AMBEBI.GE-s ჩიხელიძემ.

ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომს 12 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.