პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ" - რას ფიქრობენ ცნობილები საკურორტო რომანებზე
"ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ" - რას ფიქრობენ ცნობილები საკურორტო რომანებზე

ზა­ფხუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და გარ­თო­ბის დროა. წე­ლი­წა­დის ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, კარ­გად და­ის­ვე­ნონ და გა­ნიტ­ვირ­თონ, ამი­ტომ, სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად არის მიჩ­ნე­უ­ლი. რას ფიქ­რო­ბენ სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნებ­ზე ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ი­სა და შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი? - ამ სა­კი­თხზე თვი­თონ გვი­ამ­ბო­ბენ:


ეკა ნი­ჟა­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბი­სა რო­გორ არ მჯე­რა, ჩემ გარ­შე­მოც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ე.წ. სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი სე­რი­ო­ზულ გრძნო­ბა­ში გა­დაზ­რდი­ლა, ოჯა­ხიც შე­უქ­მნი­ათ და ახლა მშვე­ნივ­რად გრძნო­ბენ თავს. მარ­თა­ლია, ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბას ცოტა ალ­მა­ცე­რად უყუ­რე­ბენ, მაგ­რამ XXI სა­უ­კუ­ნეა და ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ყველ­გან იპო­ვო - მთა­შიც, ბარ­შიც, ზღვა­ზე, კუ­რორტზე და ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზეც კი.


ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- მე თვი­თონ არა­სო­დეს მქო­ნია, თუმ­ცა ვფიქ­რობ, სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს და სე­რი­ო­ზუ­ლა­დაც გაგ­რძელ­დეს. სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ კუ­რორტზე ვი­ღაც უნდა გა­იც­ნო, გა­ერ­თო და მერე ყვე­ლა­ფე­რი უნდა დამ­თავ­რდეს. მე სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მომ­ხრე ვარ, თუმ­ცა ეს სა­კი­თხიც უფრო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ადა­მი­ან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.


ბავ­შვო­ბა­ში, არ­და­დე­გებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც გა­იც­ნო და მერე და­გა­ვი­წყდეს, მაგ­რამ სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი რას ჰქვია, ვერ გე­ტყვით. ეს უფრო ბი­ჭებს ახა­სი­ა­თებთ: კუ­რორტზე მი­დი­ან, ერ­თო­ბი­ან და მერე ყვე­ლა­ფერს ივი­წყე­ბენ. მე კი, ერთჯე­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრე არა ვარ და ეს ჩემს მე­გობ­რებ­საც არ ახა­სი­ა­თებთ. თუ ვინ­მე­ზე ვფიქ­რობ და სე­რი­ო­ზუ­ლად მომ­წონს, მინ­და, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რძელ­დეს და გაღ­რმავ­დეს.


ნიკა არა­ბი­ძე, იუ­მო­რის­ტი:

- ჩემ­თვის სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბი ზღვას­თან ასო­ცირ­დე­ბა. როცა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ერთი სული მქონ­და, ზღვა­ზე რო­დის წა­ვი­დო­დი და ზა­ფხუ­ლის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი დღე­ე­ბით დავ­ტკბე­ბო­დი, მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტიც მქო­ნია, მაგ­რამ მერე ამ ურ­თი­ერ­თო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი მოჰ­ყო­ლია. ახლა კი, რაღა დროს ჩემი სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბია? ისე­დაც, ვფიქ­რობ, რომ ასე­თი რო­მა­ნე­ბი დიდი ხან­გრძლი­ვო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, დიდ­ხანს ვერ ძლებს და სე­რი­ო­ზუ­ლად ვერც კი აღ­ვიქ­ვამ. ამა­ვე დროს, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია და სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გეწ­ვი­ოს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა


ავტორი:

"ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ" - რას ფიქრობენ ცნობილები საკურორტო რომანებზე

"ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ" - რას ფიქრობენ ცნობილები საკურორტო რომანებზე

ზაფხული შვებულებებისა და გართობის დროა. წელიწადის ამ დროს ადამიანები ცდილობენ, კარგად დაისვენონ და განიტვირთონ, ამიტომ, საკურორტო რომანები ჩვეულებრივ ამბად არის მიჩნეული. რას ფიქრობენ საკურორტო რომანებზე ქართული ინტელიგენციისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები? - ამ საკითხზე თვითონ გვიამბობენ:


ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

- საკურორტო რომანებისა როგორ არ მჯერა, ჩემ გარშემოც არიან ადამიანები, რომელთა ე.წ. საკურორტო რომანი სერიოზულ გრძნობაში გადაზრდილა, ოჯახიც შეუქმნიათ და ახლა მშვენივრად გრძნობენ თავს. მართალია, ქართველი მამაკაცები ასეთ ურთიერთობას ცოტა ალმაცერად უყურებენ, მაგრამ XXI საუკუნეა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიყვარული შეიძლება ყველგან იპოვო - მთაშიც, ბარშიც, ზღვაზე, კურორტზე და ლილოს ბაზრობაზეც კი.


ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

- მე თვითონ არასოდეს მქონია, თუმცა ვფიქრობ, საკურორტო რომანი შეიძლება დაიწყოს და სერიოზულადაც გაგრძელდეს. სულაც არ ვფიქრობ, რომ კურორტზე ვიღაც უნდა გაიცნო, გაერთო და მერე ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მე სერიოზული ურთიერთობების მომხრე ვარ, თუმცა ეს საკითხიც უფრო ინდივიდუალურია და ადამიანზეა დამოკიდებული.


ბავშვობაში, არდადეგებზე შეიძლება ვიღაც გაიცნო და მერე დაგავიწყდეს, მაგრამ საკურორტო რომანი რას ჰქვია, ვერ გეტყვით. ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: კურორტზე მიდიან, ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ. მე კი, ერთჯერადი ურთიერთობის მომხრე არა ვარ და ეს ჩემს მეგობრებსაც არ ახასიათებთ. თუ ვინმეზე ვფიქრობ და სერიოზულად მომწონს, მინდა, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და გაღრმავდეს.


ნიკა არაბიძე, იუმორისტი:

- ჩემთვის საკურორტო რომანები ზღვასთან ასოცირდება. როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ერთი სული მქონდა, ზღვაზე როდის წავიდოდი და ზაფხულის განუმეორებელი დღეებით დავტკბებოდი, მსუბუქი ფლირტიც მქონია, მაგრამ მერე ამ ურთიერთობას სერიოზული არაფერი მოჰყოლია. ახლა კი, რაღა დროს ჩემი საკურორტო რომანებია? ისედაც, ვფიქრობ, რომ ასეთი რომანები დიდი ხანგრძლივობით არ გამოირჩევა, დიდხანს ვერ ძლებს და სერიოზულად ვერც კი აღვიქვამ. ამავე დროს, გამორიცხული არაფერია და სიყვარული შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში გეწვიოს განაგრძეთ კითხვა


"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს

ანდრეა ბოჩელის ემოციური სააღდგომო სოლო კონცერტი მილანის ცარიელ ტაძარში - "ამ გზით, ჩვენ დედამიწის დაჭრილ გულს გულში ვიკრავთ"