საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოდის, ნარკოტერორიზმთან გვაქვს საქმე" - რა ვიცით საქართველოში ბოლო დროს გავრცელებულ ნარკოტიკებზე
"გამოდის, ნარკოტერორიზმთან გვაქვს საქმე" - რა ვიცით საქართველოში ბოლო დროს გავრცელებულ ნარკოტიკებზე

"მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის შემ­დე­გი ეტა­პი ჰე­რო­ი­ნია. დად­გე­ნი­ლია, რომ ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბელ­თა 73%-ს მოხ­მა­რე­ბა კა­ნა­ბი­სით აქვს და­წყე­ბუ­ლი"

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, ნარ­კო­სივ­რცე­ში გა­მოჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "სი­რე­ცი" (მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის ჰე­რო­ი­ნი), რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბას­თან ერ­თად და­რიშ­ხანს (შავ ბა­ზარ­ზე მას "მი­ში­აკს" უწო­დე­ბენ) შე­ი­ცავს.

რო­გორც კომ­პე­ტენ­ტუ­რი წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ამ შე­მად­გენ­ლო­ბის ნარ­კო­ტი­კი 3-4 თვეა, რაც შავ ბა­ზარ­ზე იყი­დე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ში­შია - "მი­ში­ა­კი" გან­სა­კუთ­რე­ბით ტოქ­სი­კუ­რია და მიჩ­ვე­ვის ძლი­ე­რი ეფექ­ტი აქვს, ანუ პირ­ვე­ლი­ვე მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ ნარ­კო­ტი­კის­მი­მართ და­უძ­ლე­ველ ლტოლ­ვას აჩენს. ამ ნარ­კო­ტიკს თან ახ­ლავს ზე­დო­ზი­რე­ბის დიდი რის­კი - სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ჰე­რო­ი­ნი. როცა მომ­ხმა­რე­ბელ­მა იცო­და, რომ პი­რო­ბი­თად, იკე­თებ­და 3 კუბს, ახლა მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის იმა­ვე ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბა ზე­დო­ზი­რე­ბის დიდ რისკს შე­ი­ცავს.

"მი­ში­ა­კი" პირ­ვე­ლი­ვე მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ და­უძ­ლე­ველ "ლომ­კას" იწ­ვევს"

სამ­ხა­რა­უ­ლის ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ნარ­კო­მა­ნი­ის­ პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გენ­დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გური მე­ნაბ­დიშ­ვი­ლიც ეჭ­ვობს, რომ შავ ბა­ზარ­ზე "მი­ში­ა­კით" გა­ჯე­რე­ბუ­ლი ჰე­რო­ი­ნია შე­მო­სუ­ლი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არა მხო­ლოდ დაბი­ნძუ­რე­ბუ­ლი, არა­მედ მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ჰე­რო­ი­ნია შე­მო­სუ­ლი. თუკი ადრე მას­ში დი­ა­ცე­ტილ­მორ­ფი­ნი 20-30% იყო, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახლა 70-80%-ია, რაც ნიშ­ნავს, რომ ბევ­რად სუფ­თაა და ხში­რად­ იწ­ვევს ზე­დო­ზი­რე­ბას. ჰე­რო­ინ­ში "მი­ში­ა­კის" შე­რე­ვის მო­ტი­ვი ის არის, რომ ინ­ტრა­ვე­ნუ­რად მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გაბ­რუ­ე­ბას იწ­ვევს, ხოლო პირ­ვე­ლი­ვე მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ მიჩ­ვე­ვას. შსს-ს სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ტოქ­სი­კო­ლო­გებ­მა და ქი­მი­კო­სებ­მა, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნო ბრუნ­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის ქი­მი­ურ ანა­ლიზს აკე­თე­ბენ, ეს უნდა და­ად­გი­ნონ!..

გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ჰე­რო­ინს არა მხო­ლოდ "მი­ში­ა­კით", სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბით, მათ შო­რის, და­ფხვნი­ლი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით აბევ­რე­ბენ... "მი­ში­აკს" ის უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, რომ ჰე­რო­ინს ჰგავს­ და ამას­თან, აძ­ლი­ე­რებს ლტოლ­ვას - მომ­ხმა­რე­ბე­ლი ცუ­დად ხდე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლია კი­დევ მი­მარ­თოს ინი­ექ­ცი­ას. ისეთ "ლომ­კას" იწ­ვევს, რის­თვი­საც ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს საკ­მა­რი­სი დო­ზის სა­შოვ­ნე­ლად.ბოლო დროს არა­ერ­თი მომ­ხმა­რებ­ლის­გან მსმე­ნია, რომ პირ­ვე­ლი­ვე მოხ­მა­რე­ბის­თა­ნა­ვე გა­უჩ­ნდათ ლტოლ­ვა - ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა! ამ ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა და მისი სხვა­დას­ხვა სუბსტან­ცი­ით გა­ჯე­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, შავ ბა­ზარ­ზე რამ­დე­ნი გა­დამ­ყიდ­ვე­ლის ხელ­ში მოხ­ვდე­ბა.

გამ­სა­ღე­ბე­ლი ფიქ­რობს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოს და სხვა­დას­ხვა მი­ნა­რე­ვით წო­ნას ზრდის. ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ჰე­რო­ინ­ში "მი­ში­ა­კი" ურე­ვია, მაგ­რამ ეს შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა უნდა გა­მო­იკ­ვლი­ონ.

- ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, ალ­ბათ, ძნე­ლია...

- კონ­ტროლს ვე­რა­ვინ და­ა­წე­სებს. ის ისეთ ქვეყ­ნებ­შიც კი იყი­დე­ბა, სა­დაც სიკ­ვდი­ლით დას­ჯა არ­სე­ბობს. დი­ლე­რე­ბი ყველ­გან ახერ­ხე­ბენ წამ­ლის შე­ტა­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. ჰე­რო­ი­ნი იმ ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­დის, სა­დაც ოპი­უ­მის პლან­ტა­ცი­ე­ბია. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ი­წყეს ოპი­უ­მის მოყ­ვა­ნა და ბა­ზარ­ზე უკვე გა­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი ჰე­რო­ი­ნი. ის კუს­ტა­რუ­ლად მზად­დე­ბა და შე­უძ­ლე­ბე­ლია, სუფ­თა იყოს.მისი მოხ­მა­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს ის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც აბევ­რე­ბენ.

- რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს ჰე­რო­ინს და მის მსგავს ოპი­ა­ტებს?

- დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მყი­სი­ე­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს. სხვა ნარ­კო­ტი­კე­ბი შე­და­რე­ბით ნელ სიკ­ვდილს იწ­ვევს. ყვე­ლა, ვინც მა­რი­ხუ­ა­ნით და­ი­წყო, ძლი­ერ ნარ­კო­ტიკ­ზე გა­და­ვი­და. მა­რი­ხუ­ა­ნის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია სულ მალე ინ­ტრა­ვე­ნუ­რი ნარ­კო­მა­ნე­ბის რი­ცხვს გაზ­რდის, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ძა­ლი­ან მალე გა­დავ­ლენ ძლი­ერ­მოქ­მედ ნარ­კო­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე და ერი მზად უნდა იყოს ამის­თვის! ჯერ პრე­ვენ­ცია უნდა მოგ­ვეხ­დი­ნა, შემ­დეგ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აღგ­ვე­ჭურ­ვა­ და მერე გვეზ­რუ­ნა დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. ჩვენ უკუღ­მა და­ვი­წყეთ და ძალ­ზე ცუდ შე­დე­გებ­საც მო­ვიმ­კით. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"გამოდის, ნარკოტერორიზმთან გვაქვს საქმე" - რა ვიცით საქართველოში ბოლო დროს გავრცელებულ ნარკოტიკებზე

"გამოდის, ნარკოტერორიზმთან გვაქვს საქმე" - რა ვიცით საქართველოში ბოლო დროს გავრცელებულ ნარკოტიკებზე

"მარიხუანის მოხმარების შემდეგი ეტაპი ჰეროინია. დადგენილია, რომ ძლიერი ნარკოტიკის მომხმარებელთა 73%-ს მოხმარება კანაბისით აქვს დაწყებული"

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა, ნარკოსივრცეში გამოჩნდა ნარკოტიკული საშუალება "სირეცი" (მაღალი შემცველობის ჰეროინი), რომელიც სხვადასხვა ნივთიერებასთან ერთად დარიშხანს (შავ ბაზარზე მას "მიშიაკს" უწოდებენ) შეიცავს.

როგორც კომპეტენტური წყარო გვიყვება, ამ შემადგენლობის ნარკოტიკი 3-4 თვეა, რაც შავ ბაზარზე იყიდება და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია - "მიშიაკი" განსაკუთრებით ტოქსიკურია და მიჩვევის ძლიერი ეფექტი აქვს, ანუ პირველივე მოხმარების შემდეგ ნარკოტიკისმიმართ დაუძლეველ ლტოლვას აჩენს. ამ ნარკოტიკს თან ახლავს ზედოზირების დიდი რისკი - საქართველოს ბაზარზე აქამდე არასდროს ყოფილა მაღალი კონცენტრაციის ჰეროინი. როცა მომხმარებელმა იცოდა, რომ პირობითად, იკეთებდა 3 კუბს, ახლა მაღალი შემცველობის იმავე ნივთიერების მოხმარება ზედოზირების დიდ რისკს შეიცავს.

"მიშიაკი" პირველივე მოხმარების შემდეგ დაუძლეველ "ლომკას" იწვევს"

სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენდირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილიც ეჭვობს, რომ შავ ბაზარზე "მიშიაკით" გაჯერებული ჰეროინია შემოსული.

- საქართველოში არა მხოლოდ დაბინძურებული, არამედ მაღალი კონცენტრაციის ჰეროინია შემოსული. თუკი ადრე მასში დიაცეტილმორფინი 20-30% იყო, ჩემი ინფორმაციით, ახლა 70-80%-ია, რაც ნიშნავს, რომ ბევრად სუფთაა და ხშირად იწვევს ზედოზირებას. ჰეროინში "მიშიაკის" შერევის მოტივი ის არის, რომ ინტრავენურად მოხმარების შემთხვევაში გაბრუებას იწვევს, ხოლო პირველივე მოხმარების შემდეგ მიჩვევას. შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტური სამმართველოს ლაბორატორიის ტოქსიკოლოგებმა და ქიმიკოსებმა, რომლებიც უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკების ქიმიურ ანალიზს აკეთებენ, ეს უნდა დაადგინონ!..

გადამყიდველები ჰეროინს არა მხოლოდ "მიშიაკით", სხვადასხვა ნივთიერებით, მათ შორის, დაფხვნილი ფსიქოტროპული მედიკამენტებით აბევრებენ... "მიშიაკს" ის უპირატესობა აქვს, რომ ჰეროინს ჰგავს და ამასთან, აძლიერებს ლტოლვას - მომხმარებელი ცუდად ხდება და იძულებულია კიდევ მიმართოს ინიექციას. ისეთ "ლომკას" იწვევს, რისთვისაც ადამიანი ყველაფერს გააკეთებს საკმარისი დოზის საშოვნელად.ბოლო დროს არაერთი მომხმარებლისგან მსმენია, რომ პირველივე მოხმარებისთანავე გაუჩნდათ ლტოლვა - ეს საშინელებაა! ამ ნივთიერების შემცველობა და მისი სხვადასხვა სუბსტანციით გაჯერება დამოკიდებულია იმაზე, შავ ბაზარზე რამდენი გადამყიდველის ხელში მოხვდება.

გამსაღებელი ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს და სხვადასხვა მინარევით წონას ზრდის. ბევრი მომხმარებელი ამბობს, რომ ჰეროინში "მიშიაკი" ურევია, მაგრამ ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიკვლიონ.

- ამის გაკონტროლება, ალბათ, ძნელია...

- კონტროლს ვერავინ დააწესებს. ის ისეთ ქვეყნებშიც კი იყიდება, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს. დილერები ყველგან ახერხებენ წამლის შეტანა-რეალიზაციას. ჰეროინი იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც ოპიუმის პლანტაციებია. ჩემი ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ის კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია, სუფთა იყოს.მისი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომლებითაც აბევრებენ.

- რა გვერდითი მოვლენები აქვს ჰეროინს და მის მსგავს ოპიატებს?

- დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მყისიერი გარდაცვალება ახასიათებს. სხვა ნარკოტიკები შედარებით ნელ სიკვდილს იწვევს. ყველა, ვინც მარიხუანით დაიწყო, ძლიერ ნარკოტიკზე გადავიდა. მარიხუანის დეკრიმინალიზაცია სულ მალე ინტრავენური ნარკომანების რიცხვს გაზრდის, მომხმარებლები ძალიან მალე გადავლენ ძლიერმოქმედ ნარკოსაშუალებებზე და ერი მზად უნდა იყოს ამისთვის! ჯერ პრევენცია უნდა მოგვეხდინა, შემდეგ სარეაბილიტაციო დაწესებულებები აღგვეჭურვა და მერე გვეზრუნა დეკრიმინალიზაციაზე. ჩვენ უკუღმა დავიწყეთ და ძალზე ცუდ შედეგებსაც მოვიმკით. განაგრძეთ კითხვა

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება

გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა

სიღნაღში 6 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი