კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გაიხსენეს ბარაკ ობამამ და ჯორჯ ბუშმა მაკკეინის შესახებ - სენატორს დღეს დაკრძლავენ
რა გაიხსენეს ბარაკ ობამამ და ჯორჯ ბუშმა მაკკეინის შესახებ - სენატორს დღეს დაკრძლავენ

მე და პრე­ზი­დენ­ტი ბუში იმ იღ­ბლი­ა­ნებს შო­რის ვი­ყა­ვით, ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და ჯონ მა­კ­კე­ი­ნის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ყვე­ლა­ზე მა­ღალ პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე, - ამის შე­სა­ხებ სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის პა­ნაშ­ვიდ­ზე აშშ-ს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ გა­ნა­ცხა­და.

„რო­დე­საც მა­კ­კე­ინ­მა მთხო­ვა მის პა­ნაშ­ვიდ­ზე სი­ტყვით გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ეს ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და უძ­ვირ­ფა­სე­სი პა­ტი­ვი იყო“, - აღ­ნიშ­ნა ბა­რაკ ობა­მამ.

აშშ-ს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც სე­ნა­ტო­რი მა­კ­კე­ი­ნი მისი კონ­კუ­რენ­ტი იყო.

„მან ჩვენ უკე­თე­სი პრე­ზი­დენ­ტე­ბი გაგ­ვხა­და. ისე­ვე რო­გორც მან უკე­თე­სი გა­ხა­და სე­ნა­ტი და რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ.

„პი­რა­დი სა­უბ­რე­ბი­სა­საც ჩვენ გა­მოვ­თქვამ­დით იმ უთან­ხმო­ე­ბას, რაც გაგ­ვაჩ­ნდა. ეს რე­ა­ლუ­რი და ხში­რად ღრმა უთან­ხმო­ე­ბა იყო. თუმ­ცა, ჩვენ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ­დით იმ დრო­ის­გან, რო­მელ­საც ერ­თად ვა­ტა­რებ­დით და ერ­თმა­ნე­თის­გან ბევ­რს ვსწავ­ლობ­დით. ჩვენ არა­სო­დეს გვე­პა­რე­ბო­და ეჭვი იმა­ში, რომ ერთ გუნდში ვი­ყა­ვით“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

თა­ვი­სი გა­მოს­ვლა ბა­რაკ ობა­მამ და­ას­რუ­ლა სი­ტყვე­ბით: „ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჯონ მა­კ­კე­ი­ნი! ღმერ­თმა და­ლო­ცოს ეს ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ის ასე კარ­გად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და!“.

ზო­გი­ერ­თი სი­ცო­ცხლე იმ­დე­ნად კაშ­კა­შაა, რომ რთუ­ლია იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ დას­რულ­და. ზო­გი­ერ­თი ხმა იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ რთუ­ლია იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ამი­ე­რი­დან გა­ჩუ­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ვა­შინგტონ­ში, ეროვ­ნულ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის პა­ნაშ­ვიდ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აშშ-ს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჯორჯ ბუშ­მა უმ­ცროს­მა გა­ნა­ცხა­და.

„ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე და ჯონი ვიხ­სე­ნებ­დით ჩვენს პო­ლი­ტი­კურ კონ­კუ­რენ­ცი­ას, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ დიდ თა­მაშს. სა­ბო­ლო­ოდ კი, მე მი­ვი­ღე ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რი: ჯონ მა­კ­კე­ი­ნის მე­გობ­რო­ბა. მე ის ძა­ლი­ან და­მაკ­ლდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ჯორჯ ბუშ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა იმ ღირ­სე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ინს ჰქონ­და.

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჯონი იყო ზნე­ობ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. ის იმ ღირ­სე­ბე­ბით ცხოვ­რობ­და, რა­მაც ძალა და მი­ზა­ნი შეს­ძი­ნა მის ცხოვ­რე­ბა­სა და ქვე­ყა­ნას. ის მა­მა­ცი იყო და ისე­თი სი­მა­მა­ცე ჰქონ­და, რო­მელ­მაც მისი და­მა­ტყვე­ვებ­ლე­ბი შე­ა­ში­ნა და მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი შთა­ა­გო­ნა. ის პა­ტი­ო­სა­ნი იყო. ის ყო­ველ­თვის აღი­ა­რებ­და, რომ მისი ოპო­ნენ­ტე­ბი პირ­ველ რიგ­ში პატ­რი­ო­ტე­ბი იყ­ვნენ. ჯონი ყვე­ლა­ზე უფრო ვერ იტან­და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას. მას­ში იყო რა­ღაც, რას მას აი­ძუ­ლებ­და მხა­რი და­ე­ჭი­რა მი­ვი­წყე­ბულ ად­გი­ლებ­ში მი­ვი­წყე­ბუ­ლი ხალ­ხის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ჯორჯ ბუშ­მა.

სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია დღეს გა­ი­მარ­თე­ბა. ჯონ მა­კ­კე­ინს ქა­ლაქ ანა­პო­ლის­ში, მე­რი­ლენ­დის შტატ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ, სა­დაც აშშ-ს სა­ზღვაო აკა­დე­მია მდე­ბა­რე­ობს,რო­მე­ლიც სე­ნა­ტორ­მა და­ამ­თავ­რა.

მა­კ­კე­ინ­მა, რო­მე­ლიც 25 აგ­ვის­ტოს ტვი­ნის სიმ­სივ­ნით 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ჯერ კი­დევ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლე­ში გან­სა­ზღვრა იმ სტუმ­რე­ბის სია, რომ­ლე­ბიც მის დაკ­რძალ­ვას უნდა და­ეს­წრონ.

აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში თით­ქმის ყვე­ლა გავ­ლე­ნი­ა­ნი ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მოხ­ვდა, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის გარ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მა­კ­კე­ინ­მა წი­ნას­წარ და­ა­სა­ხე­ლა ის პი­რე­ბი, ვინც მის ჩა­სას­ვე­ნე­ბელს წა­ი­ღებს.

სიკ­ვდი­ლის წინ სე­ნა­ტორ­მა აშშ-ს მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი ბოლო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა.

„მე ვცდი­ლობ­დი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ღირ­სე­უ­ლად მემ­სა­ხუ­რა. ვუშ­ვებ­დი შეც­დო­მებ­საც, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რომ ამე­რი­კი­სად­მი ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი შეც­დო­მებს გა­და­წო­ნის“, - გა­ნა­ცხა­და მა­კ­კე­ინ­მა.

გარ­და ამი­სა, სა­კუ­თარ მი­მარ­თვა­ში მა­კ­კე­ინ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ამე­რი­კე­ლებს. „მათ­თვის მსა­ხუ­რე­ბის პა­ტი­ვის­თვის და იმ ცხოვ­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მას ჯარ­ში და პო­ლი­ტი­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჰქონ­და“, - ნათ­ქვა­მია სე­ნა­ტო­რის ბოლო მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა გაიხსენეს ბარაკ ობამამ და ჯორჯ ბუშმა მაკკეინის შესახებ - სენატორს დღეს დაკრძლავენ

რა გაიხსენეს ბარაკ ობამამ და ჯორჯ ბუშმა მაკკეინის შესახებ - სენატორს დღეს დაკრძლავენ

მე და პრეზიდენტი ბუში იმ იღბლიანებს შორის ვიყავით, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა ჯონ მაკკეინის კონკურენტები ვყოფილიყავით ყველაზე მაღალ პოლიტიკურ დონეზე, - ამის შესახებ სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

„როდესაც მაკკეინმა მთხოვა მის პანაშვიდზე სიტყვით გამოვსულიყავი ეს ჩემთვის განსაკუთრებული და უძვირფასესი პატივი იყო“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა, როდესაც სენატორი მაკკეინი მისი კონკურენტი იყო.

„მან ჩვენ უკეთესი პრეზიდენტები გაგვხადა. ისევე როგორც მან უკეთესი გახადა სენატი და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ობამამ.

„პირადი საუბრებისასაც ჩვენ გამოვთქვამდით იმ უთანხმოებას, რაც გაგვაჩნდა. ეს რეალური და ხშირად ღრმა უთანხმოება იყო. თუმცა, ჩვენ სიამოვნებას ვიღებდით იმ დროისგან, რომელსაც ერთად ვატარებდით და ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობდით. ჩვენ არასოდეს გვეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ერთ გუნდში ვიყავით“, - აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.

თავისი გამოსვლა ბარაკ ობამამ დაასრულა სიტყვებით: „ღმერთმა დალოცოს ჯონ მაკკეინი! ღმერთმა დალოცოს ეს ქვეყანა, რომელსაც ის ასე კარგად ემსახურებოდა!“.

ზოგიერთი სიცოცხლე იმდენად კაშკაშაა, რომ რთულია იმის წარმოდგენა, რომ დასრულდა. ზოგიერთი ხმა იმდენად ძლიერია, რომ რთულია იმის გააზრება, რომ ამიერიდან გაჩუმებული იქნება, - ამის შესახებ ვაშინგტონში, ეროვნულ საკათედრო ტაძარში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა განაცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში მე და ჯონი ვიხსენებდით ჩვენს პოლიტიკურ კონკურენციას, როგორც ფეხბურთელები იხსენებენ დიდ თამაშს. საბოლოოდ კი, მე მივიღე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი: ჯონ მაკკეინის მეგობრობა. მე ის ძალიან დამაკლდება“, - განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა ასევე ისაუბრა იმ ღირსებებზე, რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინს ჰქონდა.

„უპირველეს ყოვლისა, ჯონი იყო ზნეობრივი ადამიანი. ის იმ ღირსებებით ცხოვრობდა, რამაც ძალა და მიზანი შესძინა მის ცხოვრებასა და ქვეყანას. ის მამაცი იყო და ისეთი სიმამაცე ჰქონდა, რომელმაც მისი დამატყვევებლები შეაშინა და მისი თანამემამულეები შთააგონა. ის პატიოსანი იყო. ის ყოველთვის აღიარებდა, რომ მისი ოპონენტები პირველ რიგში პატრიოტები იყვნენ. ჯონი ყველაზე უფრო ვერ იტანდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მასში იყო რაღაც, რას მას აიძულებდა მხარი დაეჭირა მივიწყებულ ადგილებში მივიწყებული ხალხისთვის“, - აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართება. ჯონ მაკკეინს ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში დაკრძალავენ, სადაც აშშ-ს საზღვაო აკადემია მდებარეობს,რომელიც სენატორმა დაამთავრა.

მაკკეინმა, რომელიც 25 აგვისტოს ტვინის სიმსივნით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჯერ კიდევ საკუთარ სიცოცხლეში განსაზღვრა იმ სტუმრების სია, რომლებიც მის დაკრძალვას უნდა დაესწრონ.

აღნიშნულ სიაში თითქმის ყველა გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი მოხვდა, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაკკეინმა წინასწარ დაასახელა ის პირები, ვინც მის ჩასასვენებელს წაიღებს.

სიკვდილის წინ სენატორმა აშშ-ს მოსახლეობისადმი ბოლო მიმართვა გაავრცელა.

„მე ვცდილობდი ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეულად მემსახურა. ვუშვებდი შეცდომებსაც, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამერიკისადმი ჩემი სიყვარული შეცდომებს გადაწონის“, - განაცხადა მაკკეინმა.

გარდა ამისა, საკუთარ მიმართვაში მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ამერიკელებს. „მათთვის მსახურების პატივისთვის და იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მას ჯარში და პოლიტიკაში გატარებული წლების საშუალებით ჰქონდა“, - ნათქვამია სენატორის ბოლო მიმართვაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"