ავტორი:

"მ. კ.-ს ჰქონდა ე.წ. ტარი, რომელიც სარალიძის წინააღმდეგ გამოიყენა," - საგამოძიებო კომისია ახალ ვიდეომასალას აქვეყნებს

"მ. კ.-ს ჰქონდა ე.წ. ტარი, რომელიც სარალიძის წინააღმდეგ გამოიყენა," - საგამოძიებო კომისია ახალ ვიდეომასალას აქვეყნებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით დღეს ახალი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს დასკვნის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები - თუ რა მოხდა 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე.

კომისიამ დღეს განცხადება გავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის - მ.კ.-ს როლს.

„კომისიამ მოიპოვა არაერთი ჩვენება, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონა და ჩხუბისას მისი გამოყენება. მტკიცებულებების მიხედვით, აღნიშნული საგანი მ.კ.-მ: აჩვენა 51-ე სკოლის წინ თავის მეგობრებს; გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას; აჩვენა ჩხუბის შემდეგ მეგობრებს და აღნიშნა, რომ იმ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს.

მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს. მოცემული ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი, საკვანძო დეტალი. აღნიშნული ახალი გარემოების თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე კომისიამ ჩააყენა საქმის კურსში შსს და მოუწოდა დროული რეაგირებისკენ. მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის ქონა და ჩხუბის დროს მისი გამოყენება კიდევ უფრო ამყარებს კომისიის მხრიდან გაცემულ შუალედურ რეკომენდაციას, დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 2-ე ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიის წევრი, ირაკლი აბესაძე კი აღნიშნავს,რომ მ ეტაპზე, ჩხუბის ყველა დეტალის სრულად აღდგენა შეუძლებელია დიდი დროის გასვლის შემდგომ და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან თავის დროზე არასრულად მიღებული ჩვენებების გამო.

ვიდეომასალა, რომელიც მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიამ გამოაქვეყნა - რას უჩვენებს სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მეგობრებს?

"თუმცა, რამდენიმე ეპიზოდი კომისიამ დადგენილად მიიჩნია. მტკიცებულებათა ერთობლიობით ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ თუ რა ხდებოდა ჩხუბის განმავლობაში. დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით გ.ჯ. შეაგდო ფარდულში, მას გ.ჯ. მოქცეული ჰყავს მოხრილ მდგომარეობაში და ზემოდან იჭერდა ხელებით. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ დანა ამოიღო და მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა დავით სარალიძეს, რის შემდეგაც დანა დაუვარდა. ფარდულში ასევე იმყოფებოდა მ.კ, რომელმაც როგორც კომისიამ დაადგინა, ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში, შემდეგ, ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში ჰქონდა საგანი, ე.წ. ტარი, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა. შემდეგ კი ამ საგანს სახელოში მალავდა. კომისიას ერთ-ერთმა გამოკითხულმა არასრულწლოვანმა ვიზუალურადაც კი დაუხატა ესკიზი თუ როგორი ნივთი უნდა ჰქონოდა მ.კ.-ს, რომელსაც შეიძლებოდა ბასრი პირი ჰქონოდა ან მის გარეშე ყოფილიყო“, - განაცხადა აბესაძემ.

24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

"მარიხუანას აქტიური მომხმარებელია, ერთი თვის წინ კომაში იყო" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულზე, რომელმაც გურიაში 80 წლის ქალი გააუპატიურა და მოკლა

ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ