პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახური ძალადობის გახმაურებული საქმე - დეა გოშხეთელიანის ყოფილი ქმარი ციხეში 1 წელს გაატარებს
ოჯახური ძალადობის გახმაურებული საქმე - დეა გოშხეთელიანის ყოფილი ქმარი ციხეში 1 წელს გაატარებს

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში "გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი-ბა­კუ­რა­ძის" საქ­მის გან­ხილ­ვა დას­რულ­და. მო­სა­მარ­თლე მურ­თაზ კა­პა­ნა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბულ გრი­გოლ ბა­კუ­რა­ძეს ერთი წლი­თა და ცხრა თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

მო­სა­მარ­თლის თქმით, რვა თვე, რო­მე­ლიც ბა­კუ­რა­ძემ პა­ტიმ­რო­ბა­ში უკვე გა­ა­ტა­რა, სას­ჯელს მო­აკ­ლდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრა­დე­ბუ­ლი ბა­კუ­რა­ძე ცი­ხე­ში 1 წელ­სა და 1 თვეს გა­ა­ტა­რებს.

გრი­გოლ ბა­კუ­რა­ძის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში გა­სა­ჩივ­რდე­ბა. პრო­ცესს არ ეს­წრე­ბო­და დეა გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 წლის დეა გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი ყო­ფილ მე­უღ­ლეს მას­ზე ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. შემ­თხვე­ვა მიმ­დი­ნა­რე წლის 3 იან­ვარს მოხ­და. მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 3 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა და ბა­კუ­რა­ძეს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი დეა გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი:

"დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­ში, ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, გრი­გოლ ბა­კუ­რა­ძე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში. სას­ჯე­ლად გა­ნე­სა­ზღვრა 1 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. რო­დე­საც მე­უღ­ლეს სცემ ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის თან­დას­წრე­ბით, ასე­ვე სცემ მე­უღ­ლის მა­მას - ამ და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვფიქ­რობ, 1 წელი და 9 თვე ძა­ლი­ან მცი­რე სას­ჯე­ლია.

მე იმე­დი მაქვს, რომ ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, მი­უ­ხე­და­ვად ამ მცი­რე პე­რი­ო­დი­სა, გა­ი­აზ­რებს და და­ფიქ­რდე­ბა სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულ­ზე. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც სჯე­რო­და ჩემი სი­მარ­თლის, ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბო­და ჩემ­ში და იდგა ჩემს გვერ­დით თუნ­დაც ერთი გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი მე­სი­ჯი­თაც კი", - წერს გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ოჯახური ძალადობის გახმაურებული საქმე - დეა გოშხეთელიანის ყოფილი ქმარი ციხეში 1 წელს გაატარებს

ოჯახური ძალადობის გახმაურებული საქმე - დეა გოშხეთელიანის ყოფილი ქმარი ციხეში 1 წელს გაატარებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "გოშხეთელიანი-ბაკურაძის" საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე მურთაზ კაპანაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის თქმით, რვა თვე, რომელიც ბაკურაძემ პატიმრობაში უკვე გაატარა, სასჯელს მოაკლდება. შესაბამისად, ოჯახურ ძალადობაში ბრადებული ბაკურაძე ციხეში 1 წელსა და 1 თვეს გაატარებს.

გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება. პროცესს არ ესწრებოდა დეა გოშხეთელიანი.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა. მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბაკურაძეს პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი:

"დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალში, ჩემი ყოფილი მეუღლე, გრიგოლ ბაკურაძე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულში. სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. როდესაც მეუღლეს სცემ ორი არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ასევე სცემ მეუღლის მამას - ამ დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით ვფიქრობ, 1 წელი და 9 თვე ძალიან მცირე სასჯელია.

მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე, მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა, გაიაზრებს და დაფიქრდება საკუთარ დანაშაულზე. მადლობა ყველას, ვისაც სჯეროდა ჩემი სიმართლის, ეჭვიც არ ეპარებოდა ჩემში და იდგა ჩემს გვერდით თუნდაც ერთი გამამხნევებელი მესიჯითაც კი", - წერს გოშხეთელიანი.

ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა - "მის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს"

ზვიად კუპრავამ ციხე დატოვა

სასამართლომ გიორგი რურუას პატიმრობა შეუფარდა