კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც შამბა ამბობს..." - ხაჯიმბა ოპონენტებს პასუხობს და ენგურის "გამშვები პუნქტის" გახსნას აანონსებს
"საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც შამბა ამბობს..." - ხაჯიმბა ოპონენტებს პასუხობს და ენგურის "გამშვები პუნქტის" გახსნას აანონსებს

აფხა­ზეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა კრი­ტი­კულ ზღვარ­ზეა - ე.წ. ოპო­ზი­ცია ოქ­ტომ­ბერ­ში მას­შტა­ბურ აქ­ცი­ებს აა­ნონ­სებს. თუკი აფხა­ზუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შიგ­ნით არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ზე უმე­ტე­სად დუმ­და, ახლა ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა - რე­გი­ონ­ში დაგ­რო­ვილ პრობ­ლე­მებ­ზე პირ­ვე­ლად ყო­ფილ­მა ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სერ­გეი შამ­ბამ ისა­უბ­რა და აფხა­ზე­თის რე­ა­ლო­ბა ენ­გურს აქეთ არ­სე­ბულ შე­ა­და­რა.

ამ გან­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში 90-იანი წლე­ბის ომის ე.წ. ვე­ტე­რან­მა სას­რიკ შაკ­რილ­მა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ”ომ­ბუდსმე­ნის” ასიდ შაკ­რი­ლის ძმაა, უკ­ნი­დან მი­პარ­ვით თავ­ში ჭიქა ჩა­არ­ტყა “ვიცე-პრე­ზი­დენტს" ვი­ტა­ლი გაბ­ნი­ას. შაკ­რი­ლი მხო­ლოდ ერ­თდღი­ან პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

“რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვე­ებს არ სჯი­ან, სა­ხელ­მწი­ფოს კლა­ვენ... მე, მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნიც კი და­უც­ვლე­ლი ვარ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში” - გა­ნა­ცხა­და გაბ­ნი­ამ, “თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან” გა­დად­გა და აფხა­ზე­თის ლი­დერს - რაულ ხა­ჯიმ­ბას მო­უ­წო­და, "მეტ­ჯერ ნუ ეც­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბას, რად­გან მან კა­ნო­ნის დაც­ვით ქვეყ­ნის მარ­თვა ვერ შეძ­ლო..."

თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, დე-ფაქ­ტო ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა გაბ­ნი­ამ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც მო­უ­წო­და, და­უ­ჭი­რონ მხა­რი ოქ­ტომ­ბერ­ში და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ებს, რად­გან - "ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სრუ­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ისევ შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ, რო­გორც ეს არა­ერ­თხელ მოხ­და".

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბას შე­ე­ცა­და აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო ლი­დე­რი რაულ ხა­ჯიმ­ბა, რო­მელ­მაც “პრე­ზი­დენ­ტო­ბის” კი­დევ ერთ ვა­და­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ებს მშვი­დად ხვდე­ბა, რად­გან ამ­გვარ პრო­ცე­სებს უკვე შე­ეჩ­ვია...

“გა­სა­გე­ბია, რომ პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა, უნდა ვთქვა, რომ თუ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი 2 მი­ლი­არ­დი რუბ­ლია და ახლა ბევ­რად მე­ტია, იმე­დი მაქვს, რომ ეს ციფ­რი გა­იზ­რდე­ბა. არც ისე დიდი ხნის წინ ის 47,4 მი­ლი­ონს არ აღე­მა­ტე­ბო­და...” - გა­ნა­ცხა­და ხა­ჯიმ­ბამ.

რა შე­ე­ხე­ბა გაბ­ნი­ას ინ­ცინ­დენტს, მან ეს ფაქ­ტი უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სა, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა, რომ ვერც გაბ­ნი­ას გა­დად­გო­მას შე­ა­ფა­სებს და­დე­ბი­თად:

“შე­საძ­ლოა, ეს მისი მხრი­დან ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, თუმ­ცა, მე მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის გარ­და, სხვა გა­მო­სა­ვალს მა­ინც ვერ ვხე­დავ და ვერც ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ამის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი შე­ჩერ­დე­ბა,” - აღ­ნიშ­ნა მან.

აფხაზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ხა­ჯიმ­ბას ასე­ვე ჰკი­თხეს, 2016 წელს, ე.წ. უკ­რა­ი­ნუ­ლი ვი­კი­ლიქ­სის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სკან­და­ლურ მი­მო­წე­რა­ზე, რო­მელ­შიც აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წე ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი აფხა­ზე­თის 2014 წლის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის, რაულ ხა­ჯიმ­ბას, ლე­ო­ნიდ ძი­აპ­შ­ბას და მე­რაბ ქიშ­მა­რი­ას წერ­და...

უკ­რა­ი­ნელ­მა ჰა­კე­რებ­მა ხა­ჯიმ­ბა­სა და სურ­კო­ვის დი­ა­ლო­გიც გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს, რო­მე­ლიც აფხა­ზუ­რი "არ­მი­ის" რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან შერ­წყმა­სა და "სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას" ეხე­ბო­და. მი­მო­წე­რა­ში სურ­კო­ვი და ხა­ჯიმ­ბა აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თობ­ლი­ვი სა­პო­ლი­ციო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის გახ­სნას და სა­ზღვაო-სახ­მე­ლე­თო პუნ­ქტე­ბის ერ­თობ­ლივ კონ­ტროლ­ზე, ასე­ვე აფხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი სა­პენ­სიო სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბა­ზე და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მა­ზე სა­უბ­რობ­დნენ.

რე­ა­ლუ­რად, ხა­ჯიმ­ბას და მისი გა­რე­მოც­ვის უარ­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ასე მოხ­და და პრო­ცე­სი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა...

“თქვენ იცით, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ათა­სი სი­სუ­ლე­ლის და­წე­რა შე­იძ­ლე­ბა, ის უკვე წაშ­ლი­ლია და მათ­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს...” – უპა­სუ­ხა ხა­ჯიმ­ბამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თუმ­ცა, აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ათი წლის­თავ­ზე, სწო­რედ იმ გზას მიჰ­ყვე­ბა ხა­ჯიმ­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა რაულ ხა­ჯიმ­ბას კი­დევ ერთი ვა­დით “პრე­ზი­დენ­ტო­ბას”, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ეს უკვე ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა.

“არც კი ვიცი, მე­რამ­დე­ნედ მეს­მის ერთი და იგი­ვე კი­თხვა, იყ­რით თუ არა კენ­ჭს მე­ო­რე ვა­დით - მო­დით, ნუ გა­ვას­წრებთ მოვ­ლე­ნებს, მოვა დრო და ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებთ... პირ­ველ რიგ­ში, ამას ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და იქ­ნებ საკ­მა­რი­სია ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბა, ასე­ვე იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ სა­ჭი­როა მკაც­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რათა ქვე­ყა­ნა გა­დარ­ჩეს.იქ­ნებ მათ მი­იყ­ვა­ნეს ქვე­ყა­ნა აქამ­დე თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით?!” - ამ­ბობს ხა­ჯიმ­ბა.

მი­სი­ვე თქმით, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს “სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მე­ბი", გა­ნი­ხი­ლე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­და­სა­ხა­დე­ბის თე­მას­თან, ახა­ლი ათო­ნის მღვი­მის, რი­წის პარ­კი­სა და ბიჭ­ვინ­თის რეს­ტავ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე გა­და­სა­ხე­დია სა­ბან­კო სის­ტე­მე­ბი...

“ხალ­ხს ბან­კი­დან კრე­დი­ტი გა­აქვს და აბ­რუ­ნებს კი­დეც - ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 485 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი უკვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია, 30 მი­ლი­ო­ნის ბედს კი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს. რო­გორც ოპო­ზი­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, არ ვვი­თარ­დე­ბით, არ გვაქვს ეკო­ნო­მი­კა და მხო­ლოდ ქურ­დო­ბით გაგ­ვაქვს თავი, მა­შინ გან­ვი­თა­რე­ბის ამ დო­ნეს­თვი­საც არ უნდა მიგ­ვეღ­წია, რა­საც კრე­დი­ტე­ბით მი­ვაღ­წი­ეთ... ვი­ღა­ცებს შე­საძ­ლოა ეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად არის და ამას ბოლო დროს ხში­რად ამ­ბობს სერ­გეი შამ­ბა, თით­ქოს ვი­ღუ­პე­ბით - სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი არც ისე ცუ­დად არის...” - პა­სუ­ხობს ხა­ჯიმ­ბა ოპო­ნენ­ტებს.

დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი ქარ­თულ მხა­რეს­თან ტვირთბ­რუნ­ვის ლე­გა­ლი­ზე­ბა­საც შე­ე­ხო და მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

“მდი­ნა­რე ენ­გუ­რის სა­ზღვარ­თან მა­ინც ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან ტვირ­თის უკა­ნო­ნო გა­და­ტა-გად­მო­ტა­ნა. იქი­დან გად­მო­ტა­ნი­ლი სა­ქო­ნე­ლი მა­ინც ხვდე­ბა აფხა­ზე­თის ბა­ზარ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­დან გად­მო­ტა­ნი­ლი სა­ქონ­ლის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ია­ფია, სა­ზღვარ­ზე არა­ვი­თა­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა არ უწევს, რად­გან ჩუ­მად შე­მო­აქვთ... ეს ლე­გა­ლუ­რი უნდა გავ­ხა­დოთ და იქი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი სა­ქონ­ლის და­ფიქ­სი­რე­ბა უნდა მოხ­დეს. ომის შემ­დეგ ენ­გუ­რი და­ი­კე­ტა, თუმ­ცა, შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი გა­და­სა­ხა­დი და­ვა­წე­სეთ, რო­მე­ლიც ისევ გა­ვა­უქ­მეთ. არა­და, აღებ-მი­ცე­მო­ბა იქ მა­ინც ხდე­ბა და რა­ტომ უნდა გამ­დიდ­რნენ ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­ტომ უნდა და­კარ­გოს სა­ხელ­მწი­ფომ?” - აღ­ნიშ­ნა მან და დას­ძი­ნა, რომ ენ­გურ­ზე ე.წ. გამ­შვე­ბი პუნ­ქტი უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში აღ­დგე­ბა.

ხა­ჯიმ­ბას გან­ცხა­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა, მათი თქმით, ხა­ჯიმ­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ლი­ა­ში მომ­წყვდე­ულ მხეცს ჰგავს, რო­მე­ლიც მისი დრო­ის და­სას­რუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას გრძნობს...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
1

აფხაზეთი დღეს თუ ხვალ საქართველოს კონტროლირებად საზღვრებში მოექცევა.ამას რუსეთიც უნდა შეეგუოს და რათქმაუნდა გადაჯიშებული აფხაზი ჩვენი დები და ძმებიც.მაინც ჩვენები ხართ როგორც არ უნდა გადაგაჯიშონ.რუსეთი კი იმკის და იმკის მოსავალს თავისი დათესილი ბოროტებისათვის!!!აგერ საცოდავი ცოცხლად მოხარშული ხალხია მოწმე!!!არ დაგავიწყდეთ ერთმორწმუნე რუსებო რომ მაგიდიდან ერთი ნამცეციც კი არ გადავარდება უფლის ნების გარეშე.გაიღვიძეთ აფხაზებო გაიღვიძეთ!!!

დავითი
0

შამბას ინიციატივა დასაფასებელია, მაგრამ არა მისაღები. მაგათ რაც მეტი დავუთმეთ ჩვენს სისუსტედ მიიჩნიეს. ნაცების და ოცნების პოლიტიკა აფხაზეთი განვიხილოთ როგორც ოკუპირებული ტერიტორია და რუსეთის სატელიტი სწორი მიმართულებაა. პირდაპირი დიალოგი საჭიროა და შეიძლება ჰუმანიტარულ, კულტურულ და სხვა არაპოლიტიკურ საკითხებზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც შამბა ამბობს..." - ხაჯიმბა ოპონენტებს პასუხობს და ენგურის "გამშვები პუნქტის" გახსნას აანონსებს

"საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც შამბა ამბობს..." - ხაჯიმბა ოპონენტებს პასუხობს და ენგურის "გამშვები პუნქტის" გახსნას აანონსებს

აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარზეა - ე.წ. ოპოზიცია ოქტომბერში მასშტაბურ აქციებს აანონსებს. თუკი აფხაზური პოლიტიკური საზოგადოება შიგნით არსებულ უმძიმეს ვითარებაზე უმეტესად დუმდა, ახლა ვითარება შეიცვალა - რეგიონში დაგროვილ პრობლემებზე პირველად ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ისაუბრა და აფხაზეთის რეალობა ენგურს აქეთ არსებულ შეადარა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთ რესტორანში 90-იანი წლების ომის ე.წ. ვეტერანმა სასრიკ შაკრილმა, რომელიც აფხაზეთის ”ომბუდსმენის” ასიდ შაკრილის ძმაა, უკნიდან მიპარვით თავში ჭიქა ჩაარტყა “ვიცე-პრეზიდენტს" ვიტალი გაბნიას. შაკრილი მხოლოდ ერთდღიან პატიმრობაში დატოვეს და გაათავისუფლეს.

“როდესაც დამნაშავეებს არ სჯიან, სახელმწიფოს კლავენ... მე, მაღალჩინოსანიც კი დაუცვლელი ვარ ჩემს ქვეყანაში” - განაცხადა გაბნიამ, “თანამდებობიდან” გადადგა და აფხაზეთის ლიდერს - რაულ ხაჯიმბას მოუწოდა, "მეტჯერ ნუ ეცდება პრეზიდენტობას, რადგან მან კანონის დაცვით ქვეყნის მართვა ვერ შეძლო..."

თუმცა, ამავდროულად, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა გაბნიამ ადგილობრივ მოსახლეობასაც მოუწოდა, დაუჭირონ მხარი ოქტომბერში დაანონსებულ აქციებს, რადგან - "ასეთ სიტუაციაში სრულებით შესაძლებელია ხელისუფლებაში ისევ შემთხვევითი ადამიანები მოვიდნენ, როგორც ეს არაერთხელ მოხდა".

აღნიშნული პროცესების შეფასებას შეეცადა აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც “პრეზიდენტობის” კიდევ ერთ ვადაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქტომბერში დაანონსებულ აქციებს მშვიდად ხვდება, რადგან ამგვარ პროცესებს უკვე შეეჩვია...

“გასაგებია, რომ პრობლემები არსებობს, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ თუ ქვეყნის ბიუჯეტი 2 მილიარდი რუბლია და ახლა ბევრად მეტია, იმედი მაქვს, რომ ეს ციფრი გაიზრდება. არც ისე დიდი ხნის წინ ის 47,4 მილიონს არ აღემატებოდა...” - განაცხადა ხაჯიმბამ.

რა შეეხება გაბნიას ინცინდენტს, მან ეს ფაქტი უარყოფითად შეაფასა, თუმცა, აღნიშნა, რომ ვერც გაბნიას გადადგომას შეაფასებს დადებითად:

“შესაძლოა, ეს მისი მხრიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა, მე მუშაობის გაგრძელების გარდა, სხვა გამოსავალს მაინც ვერ ვხედავ და ვერც ვერავინ იტყვის, რომ ამის შემდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები შეჩერდება,” - აღნიშნა მან.

აფხაზმა ჟურნალისტებმა ხაჯიმბას ასევე ჰკითხეს, 2016 წელს, ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ მიმოწერაზე, რომელშიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთის 2014 წლის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების, რაულ ხაჯიმბას, ლეონიდ ძიაპშბას და მერაბ ქიშმარიას წერდა...

უკრაინელმა ჰაკერებმა ხაჯიმბასა და სურკოვის დიალოგიც გაასაჯაროვეს, რომელიც აფხაზური "არმიის" რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შერწყმასა და "სამხედრო თანამშრომლობას" ეხებოდა. მიმოწერაში სურკოვი და ხაჯიმბა აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთობლივი საპოლიციო საკოორდინაციო ცენტრის გახსნას და საზღვაო-სახმელეთო პუნქტების ერთობლივ კონტროლზე, ასევე აფხაზეთში რუსული საპენსიო სისტემის ამოქმედებაზე და სოციალური დახმარებების გაცემაზე საუბრობდნენ.

რეალურად, ხაჯიმბას და მისი გარემოცვის უარყოფის მიუხედავად, მაინც ასე მოხდა და პროცესი ახლაც გრძელდება...

“თქვენ იცით, რომ სოციალურ ქსელებში ათასი სისულელის დაწერა შეიძლება, ის უკვე წაშლილია და მათზე არავინ საუბრობს...” – უპასუხა ხაჯიმბამ ჟურნალისტებს თუმცა, აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ დამოუკიდებლობის ათი წლისთავზე, სწორედ იმ გზას მიჰყვება ხაჯიმბა.

რაც შეეხება რაულ ხაჯიმბას კიდევ ერთი ვადით “პრეზიდენტობას”, მან განაცხადა, რომ ეს უკვე ძალიან მტკივნეული თემაა.

“არც კი ვიცი, მერამდენედ მესმის ერთი და იგივე კითხვა, იყრით თუ არა კენჭს მეორე ვადით - მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მოვა დრო და ყველაფერს გაიგებთ... პირველ რიგში, ამას ჩვენი კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება და იქნებ საკმარისია ოპოზიციის მხრიდან ამ თემით სპეკულირება, ასევე იმაზე საუბარი, რომ საჭიროა მკაცრი ღონისძიებების გატარება, რათა ქვეყანა გადარჩეს.იქნებ მათ მიიყვანეს ქვეყანა აქამდე თავიანთი განცხადებებით?!” - ამბობს ხაჯიმბა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს “საკონსტიტუციო რეფორმები", განიხილება ახალი პროექტები გადასახადების თემასთან, ახალი ათონის მღვიმის, რიწის პარკისა და ბიჭვინთის რესტავრაციასთან დაკავშირებით, ასევე გადასახედია საბანკო სისტემები...

“ხალხს ბანკიდან კრედიტი გააქვს და აბრუნებს კიდეც - ბოლო მონაცემებით, 485 მილიონი რუბლი უკვე დაბრუნებულია, 30 მილიონის ბედს კი სასამართლო გადაწყვეტს. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, არ ვვითარდებით, არ გვაქვს ეკონომიკა და მხოლოდ ქურდობით გაგვაქვს თავი, მაშინ განვითარების ამ დონესთვისაც არ უნდა მიგვეღწია, რასაც კრედიტებით მივაღწიეთ... ვიღაცებს შესაძლოა ეჩვენებათ, რომ ყველაფერი ცუდად არის და ამას ბოლო დროს ხშირად ამბობს სერგეი შამბა, თითქოს ვიღუპებით - სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ცუდად არის...” - პასუხობს ხაჯიმბა ოპონენტებს.

დე-ფაქტო პრეზიდენტი ქართულ მხარესთან ტვირთბრუნვის ლეგალიზებასაც შეეხო და მის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“მდინარე ენგურის საზღვართან მაინც ხდება საქართველოდან ტვირთის უკანონო გადატა-გადმოტანა. იქიდან გადმოტანილი საქონელი მაინც ხვდება აფხაზეთის ბაზარზე. საქართველოდან გადმოტანილი საქონლის თვითღირებულება გაცილებით იაფია, საზღვარზე არავითარი პროცედურების გავლა არ უწევს, რადგან ჩუმად შემოაქვთ... ეს ლეგალური უნდა გავხადოთ და იქიდან შემოტანილი საქონლის დაფიქსირება უნდა მოხდეს. ომის შემდეგ ენგური დაიკეტა, თუმცა, შემდეგ, გარკვეული გადასახადი დავაწესეთ, რომელიც ისევ გავაუქმეთ. არადა, აღებ-მიცემობა იქ მაინც ხდება და რატომ უნდა გამდიდრნენ ცალკეული ადამიანები, რატომ უნდა დაკარგოს სახელმწიფომ?” - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ენგურზე ე.წ. გამშვები პუნქტი უახლოეს ხანებში აღდგება.

ხაჯიმბას განცხადებებს სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე შეფასებები მოჰყვა, მათი თქმით, ხაჯიმბა, სინამდვილეში გალიაში მომწყვდეულ მხეცს ჰგავს, რომელიც მისი დროის დასასრულის მოახლოებას გრძნობს...

რატომ შეელია პუტინი სურკოვს - რუსეთის პრეზიდენტმა უკრიანასა და აფხაზეთის რეგიონში თავისი "მარჯვენა ხელი" გაათავისუფლა

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი