საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი დეტალები იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვის საქმეში - რა წერია მილანის პოლიციის მასალებში
ახალი დეტალები იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვის საქმეში - რა წერია მილანის პოლიციის მასალებში

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" იტა­ლი­ის ქა­ლაქ მი­ლა­ნის პო­ლი­ცი­ის­გან გა­მო­ი­თხო­ვა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი შს მი­ნის­ტრის, მა­ტეო სალ­ვი­ნის ოჯა­ხის გა­ქურდვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ნის­ტრის მშობ­ლე­ბის ბი­ნის ქურ­დო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან ბრალ­დე­ბულ­ნი.

რო­გორც მი­ლა­ნის პო­ლი­ცი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ აც­ნო­ბა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დე­გი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 26 წლის გ.გ, 34 წლის ბ.ბ, 33 წლის ა.კ, 27 წლის დ.გ და 29 წლის ე.ს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ლა­ნის სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და.

ამას­თან, მი­ლა­ნის პო­ლი­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ შს მი­ნის­ტრის მშობ­ლე­ბის სახ­ლის გა­ქურდვის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბი­ნის ძარ­ცვა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი.

რო­გორც საქ­მის მა­სა­ლებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, „და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯგუფ­მა 1-დან 15 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით რამ­დე­ნი­მე ბინა გა­ქურ­და მი­ლა­ნის „ბან­დე ნე­რეს“ რა­ი­ონ­ში. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­კე­ტებ­ზე სპე­ცი­ა­ლურ გამ­ჭირ­ვა­ლე ფირს აკ­რავ­დნენ და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ: თუ ფირი და­უ­ზი­ა­ნე­ბუ­ლი რჩე­ბო­და, ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებ­და, რომ სახ­ლში ამ­ჟა­მად არა­ვინ ცხოვ­რობს და მისი ძარ­ცვა უფრო უსაფრ­თხო იყო“.

და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია ფული, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, სხვა­დას­ხვა ნივ­თი, მათ შო­რის ათე­უ­ლო­ბით სა­ა­თი, სხვა­დას­ხვა სა­ხის ბი­ჟუ­ტე­რია და კი­დევ სხვა ნა­ქურ­და­ლი.

"მი­ლა­ნის პო­ლი­ცი­ა­ში და­ბა­რე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ნა­წილ­მა ამო­იც­ნო თა­ვი­ან­თი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რებ­ლი­დან იყო ამო­ღე­ბუ­ლი. ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა კი ერთი და­კა­ვე­ბუ­ლიც ამო­იც­ნო, რო­მე­ლიც მისი ბი­ნის გა­ქურდვამ­დე სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ამ­ჩნია“, - ნათ­ქვა­მია „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ლა­ნის პო­ლი­ცი­ი­დან გად­მოგ­ზავ­ნილ მა­სა­ლებ­ში.

გარ­და ამი­სა, მი­ლა­ნის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ლა­ნის და­ტო­ვე­ბას გეგ­მავ­დნენ, „ვი­ნა­ი­დან ხუ­თი­ვე მათ­განს თან ბარ­გი ჰქონ­და“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ლა­ნის პო­ლი­ცი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ საქ­მის გა­რე­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლე­ბიც მი­ა­წო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა მა­სა­ლე­ბი მი­ა­წო­და მი­ლა­ნის პო­ლი­ცი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იტა­ლი­ის შს მი­ნის­ტრის მშობ­ლე­ბის ბი­ნის ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საქ­მე­ზე?

ავტორი:

ახალი დეტალები იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვის საქმეში - რა წერია მილანის პოლიციის მასალებში

ახალი დეტალები იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვის საქმეში - რა წერია მილანის პოლიციის მასალებში

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" იტალიის ქალაქ მილანის პოლიციისგან გამოითხოვა დამატებითი დეტალები შს მინისტრის, მატეო სალვინის ოჯახის გაქურდვასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, მინისტრის მშობლების ბინის ქურდობაში საქართველოს მოქალაქეები არიან ბრალდებულნი.

როგორც მილანის პოლიციამ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, დაკავებულები არიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები: 26 წლის გ.გ, 34 წლის ბ.ბ, 33 წლის ა.კ, 27 წლის დ.გ და 29 წლის ე.ს.

მათივე ინფორმაციით, მილანის სასამართლომ ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ამასთან, მილანის პოლიციაში აღნიშნავენ, რომ შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვის გარდა, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები კიდევ რამდენიმე ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილნი.

როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, „დაკავებულების ჯგუფმა 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით რამდენიმე ბინა გაქურდა მილანის „ბანდე ნერეს“ რაიონში. დაკავებულები საკეტებზე სპეციალურ გამჭირვალე ფირს აკრავდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდებოდნენ: თუ ფირი დაუზიანებული რჩებოდა, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობს და მისი ძარცვა უფრო უსაფრთხო იყო“.

დაკავებული პირების საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფული, ძვირფასეულობა, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის ათეულობით საათი, სხვადასხვა სახის ბიჟუტერია და კიდევ სხვა ნაქურდალი.

"მილანის პოლიციაში დაბარებულმა დაზარალებულების ნაწილმა ამოიცნო თავიანთი ნივთები, რომლებიც დაკავებულების საცხოვრებლიდან იყო ამოღებული. ერთ-ერთმა დაზარალებულმა კი ერთი დაკავებულიც ამოიცნო, რომელიც მისი ბინის გაქურდვამდე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნია“, - ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ მილანის პოლიციიდან გადმოგზავნილ მასალებში.

გარდა ამისა, მილანის პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს აღნიშნული მოქალაქეები მილანის დატოვებას გეგმავდნენ, „ვინაიდან ხუთივე მათგანს თან ბარგი ჰქონდა“.

აღსანიშნავია, რომ მილანის პოლიციამ „ინტერპრესნიუსს“ საქმის გარემოებასთან დაკავშირებული ფოტომასალებიც მიაწოდა.

იხილეთ ვიდეო: რა მასალები მიაწოდა მილანის პოლიციამ "ინტერპრესნიუსს" იტალიის შს მინისტრის მშობლების ბინის ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე?

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს