სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ჩააბარეს ცნობილი დედების შვილებმა - "ევროპის წამყვან უნივერსიტეტში მოხვდა და ძალიან გვასახელა!"
სად ჩააბარეს ცნობილი დედების შვილებმა - "ევროპის წამყვან უნივერსიტეტში მოხვდა და ძალიან გვასახელა!"

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ცნო­ბი­ლია. წელს სტუ­დენ­ტი 27 906 აპ­ლი­კან­ტი გახ­და, რაც გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 70%-ია. ამას­თან, 39 000-ზე მეტი აპ­ლი­კან­ტი­დან მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა ან გა­მოც­და­ზე არ გა­მო­ცხად­და და­ახ­ლო­ე­ბით 12 000 აბი­ტუ­რი­ენ­ტი.

სტუ­დენ­ტე­ბი გახ­დნენ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის შვი­ლე­ბიც, მათ შო­რის მო­დე­ლე­ბის - თაკო ჩხე­ი­ძის, ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლე­ბი. ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინო თო­ლორ­და­ვაც, უკვე სტუ­დენ­ტის დე­დაა. სტუ­დენ­ტი გახ­და დე­პუ­ტატ ირმა ინაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლიც. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, სად ჩა­ა­ბა­რეს და რო­გო­რი ქუ­ლე­ბი აი­ღეს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტმა შვი­ლებ­მა.

მო­დე­ლი თაკო ჩხე­ი­ძე სამი ვა­ჟის დე­დაა, მისი და რუს­ლან აბა­ში­ძის უფ­რო­სი შვი­ლი სერ­გი, წელს სტუ­დენ­ტი გახ­და.

"სერ­გიმ მად­რიდ­ში ჩა­ა­ბა­რა, ის ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­წავ­ლის. კარ­გი ქუ­ლე­ბი მი­ი­ღო, ევ­რო­პის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვდა, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში შე­დის და ძა­ლი­ან გვა­სა­ხე­ლა. მე და ჩემი მე­უღ­ლე მის არ­ჩე­ვან­ში არ ჩავ­რე­ულ­ვართ, ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ყო­ველ­თვის იცის, რა უნდა და ყვე­ლა­ფერ­ში მის გვერ­დით ვდგა­ვართ.

სერ­გი სწავ­ლობ­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ეს­ტო­ნეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო. ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და ამ ინ­ტე­რე­სე­ბის კი­დევ უფრო მეტი გაღ­ვი­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო იყო გა­ნათ­ლე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ღე­ბა. რო­დე­საც არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, ევ­რო­პა თუ ამე­რი­კა, ევ­რო­პა­ზე გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი. ჩვენც ევ­რო­პა გვირ­ჩევ­ნია, რად­გან ჩვენს შვი­ლებს უჭირთ უცხო გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა და ჯო­ბია მშობ­ლებ­თან ახ­ლოს იყ­ვნენ" - გვი­თხრა თაკო ჩხე­ი­ძემ.

სამი შვი­ლის დე­დაა მო­დე­ლი და ბიზ­ნეს­ლე­დი ლიკა კვა­რა­ცხე­ლია. წელს სტუ­დენ­ტი გახ­და მისი და ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის, მურ­თაზ შე­ლი­ას მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე:

"ელე­ნემ და­ამ­თავ­რა სკო­ლა და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა გა­რე­მოს დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე. მან უნა­რებ­შიც და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის გა­მოც­დებ­ზეც 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი გრან­ტი აიღო, რაც ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. უკვე ორი სტუ­დენ­ტის დედა ვარ, შარ­შან ანა გახ­და სტუ­დენ­ტი (მო­დე­ლი ანა შე­ლია). რო­დე­საც ელე­ნე ბა­კა­ლავ­რი­ატს და­ამ­თავ­რებს, ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებს გამ­გზავ­რე­ბას და სურს არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე გა­აგ­რძე­ლოს სწავ­ლა", - გვი­თხრა ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

წელს და­ამ­თავ­რა სწავ­ლა ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ნინო თო­ლორ­და­ვას ვაჟ­მა ამი­კო ხა­ზა­ლი­ამ. ამი­კო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლია და ბოლო წლე­ბია აშშ-ში ცხოვ­რობს. ის სწავ­ლას პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, Scotland Campus-ში გა­აგ­რძე­ლებს. ამი­კო პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში სპორ­ტუ­ლი სტი­პენ­დი­ით ის­წავ­ლის, რო­მე­ლიც მას სკო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დის მწვრთნელ­მა, ქრის ჩა­ინ­მა მი­ა­ნი­ჭა.

სტუ­დენ­ტი გახ­და დე­პუ­ტატ ირმა ინაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლიც. ნინი კევ­ლიშ­ვილ­მა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. თსუ-ში ის 100 %-იანი გრან­ტით მოხ­ვდა.

- ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტა გა­ნათ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბა და მეც ვფიქ­რობ, რომ სწო­რია ფუნ­და­მე­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბა. როცა ფა­კულ­ტეტს ირ­ჩევ­და, ალ­ბათ ჩემ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა­მაც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. მი­ზან­და­სა­ხუ­ლია ნინი, ისე მე­ცა­დი­ნე­ობ­და მთე­ლი ეს წლე­ბი, ერთხე­ლაც არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ.

- შე­საძ­ლოა ის თქვენს გვერ­დით ვი­ხი­ლოთ, რო­გორც თქვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი?

- არა, ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­ა­სა­უბ­რია ამ თე­მა­ზე და ის ყო­ველ­თვის ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი ხში­რად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია. ჩემი შვი­ლე­ბი ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას და სხვა­თა­შო­რის ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

თათო
0

100%-იანი გრანტი ავილი მისაღები არაა და ვულოცავ ირმას შვილის წარმატებას. რაც შეეხება ფულის აუცილებლობას განათლებასთან მიმართებაში, ეხლა ისეთი შესაძლებლობების დროა, უფულოსაც შეუძლია ძალიან კარგი განათლება მიიღოს, უბრალოდ მეტი ძალისხმევა დასჭირდება ამისათვის. ბევრი მაგალითი მყავს გარშემო ამის სათქმელად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სად ჩააბარეს ცნობილი დედების შვილებმა - "ევროპის წამყვან უნივერსიტეტში მოხვდა და ძალიან გვასახელა!"

სად ჩააბარეს ცნობილი დედების შვილებმა - "ევროპის წამყვან უნივერსიტეტში მოხვდა და ძალიან გვასახელა!"

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ია. ამასთან, 39 000-ზე მეტი აპლიკანტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა ან გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 000 აბიტურიენტი.

სტუდენტები გახდნენ ცნობილი სახეების შვილებიც, მათ შორის მოდელების - თაკო ჩხეიძის, ლიკა კვარაცხელიას შვილები. ყოფილი ტელეწამყვანი ნინო თოლორდავაც, უკვე სტუდენტის დედაა. სტუდენტი გახდა დეპუტატ ირმა ინაშვილის ქალიშვილიც. AMBEBI.GE დაინტერესდა, სად ჩააბარეს და როგორი ქულები აიღეს ცნობილი ადამიანების აბიტურიენტმა შვილებმა.

მოდელი თაკო ჩხეიძე სამი ვაჟის დედაა, მისი და რუსლან აბაშიძის უფროსი შვილი სერგი, წელს სტუდენტი გახდა.

"სერგიმ მადრიდში ჩააბარა, ის ბიზნესის მიმართულებით ისწავლის. კარგი ქულები მიიღო, ევროპის წამყვან უნივერსიტეტში მოხვდა, რომელიც საუკეთესო ათეულში შედის და ძალიან გვასახელა. მე და ჩემი მეუღლე მის არჩევანში არ ჩავრეულვართ, ის ჩამოყალიბებული ადამიანია, ყოველთვის იცის, რა უნდა და ყველაფერში მის გვერდით ვდგავართ.

სერგი სწავლობდა შვეიცარიაში, ესტონეთში, საქართველოში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული სკოლა დაამთავრა და არაჩვეულებრივი სასკოლო განათლება მიიღო. ინტერესიანი ადამიანია და ამ ინტერესების კიდევ უფრო მეტი გაღვივებისთვის საჭირო იყო განათლების საზღვარგარეთ მიღება. როდესაც არჩევანის წინაშე დავდექით, ევროპა თუ ამერიკა, ევროპაზე გააკეთა არჩევანი. ჩვენც ევროპა გვირჩევნია, რადგან ჩვენს შვილებს უჭირთ უცხო გარემოსთან შეგუება და ჯობია მშობლებთან ახლოს იყვნენ" - გვითხრა თაკო ჩხეიძემ.

სამი შვილის დედაა მოდელი და ბიზნესლედი ლიკა კვარაცხელია. წელს სტუდენტი გახდა მისი და ვეტერანი ფეხბურთელის, მურთაზ შელიას მეორე ქალიშვილი ელენე:

"ელენემ დაამთავრა სკოლა და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა გარემოს დიზაინის ფაკულტეტზე. მან უნარებშიც და სამხატვრო აკადემიის გამოცდებზეც 100-პროცენტიანი გრანტი აიღო, რაც ძალიან მეამაყება. უკვე ორი სტუდენტის დედა ვარ, შარშან ანა გახდა სტუდენტი (მოდელი ანა შელია). როდესაც ელენე ბაკალავრიატს დაამთავრებს, ხარისხის ასამაღლებლად საზღვარგარეთ აპირებს გამგზავრებას და სურს არქიტექტურაზე გააგრძელოს სწავლა", - გვითხრა ლიკა კვარაცხელიამ.

წელს დაამთავრა სწავლა ყოფილი ტელეწამყვანის და თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო თოლორდავას ვაჟმა ამიკო ხაზალიამ. ამიკო წარმატებული კალათბურთელია და ბოლო წლებია აშშ-ში ცხოვრობს. ის სწავლას პენსილვანიაში, Scotland Campus-ში გააგრძელებს. ამიკო პრესტიჟულ სასწავლებელში სპორტული სტიპენდიით ისწავლის, რომელიც მას სკოლის წარმატებული საკალათბურთო გუნდის მწვრთნელმა, ქრის ჩაინმა მიანიჭა.

სტუდენტი გახდა დეპუტატ ირმა ინაშვილის ქალიშვილიც. ნინი კევლიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა. თსუ-ში ის 100 %-იანი გრანტით მოხვდა.

- ჩემმა ქალიშვილმა თავად გადაწყვიტა განათლების საქართველოში მიღება და მეც ვფიქრობ, რომ სწორია ფუნდამეტური განათლების საკუთარ ქვეყანაში მიღება. როცა ფაკულტეტს ირჩევდა, ალბათ ჩემმა საქმიანობამაც მოახდინა გავლენა. მიზანდასახულია ნინი, ისე მეცადინეობდა მთელი ეს წლები, ერთხელაც არ შევუწუხებივარ.

- შესაძლოა ის თქვენს გვერდით ვიხილოთ, როგორც თქვენი თანამებრძოლი?

- არა, ჩვენ არაერთხელ გვიასაუბრია ამ თემაზე და ის ყოველთვის ამბობს, რომ საქართველოში მაღალკვალიფიციური პოლიტიკური ექსპერტების დეფიციტია. ამბობს, რომ პოლიტიკური ანალიზი ხშირად მიკერძოებულია. ჩემი შვილები ხშირად აკრიტიკებენ ჩემს საქმიანობას და სხვათაშორის ვითვალისწინებ.

როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერეს - ორი საქორწინო კაბა, ცნობილი სტუმრები და დაუვიწყარი წვეულება (ფოტოები)

"მივხვდი, რომ შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს...ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე" - ლელა მებურიშვილი სიყვარულზე, შვილებსა და ბავშვობის ოცნებებზე