საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ - ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაეშვა
"ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ - ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაეშვა

ავი­ა­კომ­პა­ნია „ურა­ლის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ კუთ­ვნილ­მა თვითმფრი­ნავ­მა მოს­კოვ­ში ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ბორტგამ­ცი­ლე­ბელს სა­ხე­ში გა­არ­ტყა და ხმა­მაღ­ლა და­იყ­ვი­რა, რომ თვითმფრი­ნავ­ში ბომ­ბია. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მგზავ­რებს და ეკი­პაჟს უმ­ტკი­ცებ­და, რომ ავი­ა­ლა­ი­ნე­რი მალე აფეთ­ქდე­ბო­და.

25 წლის სტუ­დენ­ტი, ეროვ­ნე­ბით ტა­ჯი­კი დავ­ლატ­კა­და­მო­ვი თავს და­ეს­ხა ბორტგამ­ცი­ლე­ბელ ქალს, შემ­დეგ კი ყვე­ლას მო­უ­წო­და, ელო­ცათ.

„ილო­ცეთ! ილო­ცეთ ალა­ჰის წი­ნა­შე! თვითმფრი­ნა­ვი აფეთ­ქდე­ბა!“ - ჰყვი­რო­და დავ­ლატ­კა­და­მო­ვი.

Airbus A321 ჟუ­კოვ­სკის აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რე­ნის შემ­დეგ მა­ლე­ვე უკან დაბ­რუნ­და. თვითმფრი­ნა­ვი მოს­კო­ვი­დან ტა­ჯი­კე­თის დე­და­ქა­ლაქ დუ­შან­ბე­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო.

გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ სტუ­დენ­ტის შე­ჩე­რე­ბა მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხეს და ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი და­უ­ბეს.

თვითმფრი­ნა­ვის დაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე დავ­ლატ­კა­და­მო­ვი პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ავი­ა­ხო­მალ­დის ბორტზე ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა.

ტა­ჯი­კი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ომ­სკში მფრი­ნა­ვის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა, უარს ამ­ბობს ალ­კოჰოლ­სა და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­როს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თვითმფრი­ნავს 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოწ­მებ­დნენ. ბორტზე ბომ­ბი არ აღ­მოჩ­ნდა, ამი­ტომ ავი­ა­ლა­ი­ნერ­მა რე­ი­სი დუ­შან­ბეს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

და­კა­ვე­ბუ­ლის მამა, რო­მე­ლიც დუ­შან­ბე­ში მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ მის­მა შვილ­მა რუ­სეთს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

„სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის მი­ღე­ბა­ზე მას უარი უთხრეს. ორი კვი­რის წინ ვე­ლა­პა­რა­კე, ძა­ლი­ან გულ­გა­ტე­ხი­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო,“ - ამ­ბობს სა­იდ­კა­დამ დავ­ლატ­კა­და­მო­ვი.

„ურა­ლის ავი­ა­ხა­ზებ­ში“ ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდა­რის გამო არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

„ექ­სტრმა­ლუ­რი დაშ­ვე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი ხარ­ჯია და ამი­ტომ, გვაქვს უფ­ლე­ბა ზა­რა­ლის­თვის მა­მა­კაცს ვუ­ჩივ­ლოთ,“ - ამ­ბობს მე­დი­ას­თან ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ავტორი:

"ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ - ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაეშვა

"ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ - ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა მოსკოვში ავარიული დაშვება განახორციელა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტგამცილებელს სახეში გაარტყა და ხმამაღლა დაიყვირა, რომ თვითმფრინავში ბომბია. ახალგაზრდა მამაკაცი მგზავრებს და ეკიპაჟს უმტკიცებდა, რომ ავიალაინერი მალე აფეთქდებოდა.

25 წლის სტუდენტი, ეროვნებით ტაჯიკი დავლატკადამოვი თავს დაესხა ბორტგამცილებელ ქალს, შემდეგ კი ყველას მოუწოდა, ელოცათ.

„ილოცეთ! ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ - ჰყვიროდა დავლატკადამოვი.

Airbus A321 ჟუკოვსკის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე უკან დაბრუნდა. თვითმფრინავი მოსკოვიდან ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში უნდა გაფრენილიყო.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სტუდენტის შეჩერება მალევე მოახერხეს და ხელები და ფეხები დაუბეს.

თვითმფრინავის დაჯდომისთანავე დავლატკადამოვი პოლიციამ დააკავა, მის წინააღმდეგ საქმე ავიახომალდის ბორტზე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.

ტაჯიკი სტუდენტი, რომელიც ომსკში მფრინავის პროფესიას ეუფლება, უარს ამბობს ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმება გაიაროს.

სპეციალისტები თვითმფრინავს 40 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ. ბორტზე ბომბი არ აღმოჩნდა, ამიტომ ავიალაინერმა რეისი დუშანბეს მიმართულებით მოგვიანებით მაინც განახორციელა.

დაკავებულის მამა, რომელიც დუშანბეში მუშაობს, ამბობს, რომ მისმა შვილმა რუსეთს მოქალაქეობის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.

„სხვადასხვა მიზეზის გამო რუსული პასპორტის მიღებაზე მას უარი უთხრეს. ორი კვირის წინ ველაპარაკე, ძალიან გულგატეხილი და გაბრაზებული იყო,“ - ამბობს საიდკადამ დავლატკადამოვი.

„ურალის ავიახაზებში“ ამბობენ, რომ მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.

„ექსტრმალური დაშვება ჩვენთვის ძალიან დიდი ხარჯია და ამიტომ, გვაქვს უფლება ზარალისთვის მამაკაცს ვუჩივლოთ,“ - ამბობს მედიასთან ავიაკომპანიის წარმომადგენელი.

23 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა

რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას

"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..." - გელა ჩარკვიანის მოგონებები ცოლზე, რომელიც ყველა წყვილმა უნდა წაიკითხოს