სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამლები, რომელსაც პენსიონერები და შშმ პირები ფასდაკლებით შეიძენენ - რა პროცედურების გავლა მოუწევთ ბენეფიციარებს
წამლები, რომელსაც პენსიონერები და შშმ პირები ფასდაკლებით შეიძენენ - რა პროცედურების გავლა მოუწევთ ბენეფიციარებს

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მა ფარ­თოვ­დე­ბა. კერ­ძოდ, 3 სექ­ტემ­ბრი­დან ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტებ­ზე ფა­სე­ბი ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სა და შშმ პი­რე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა.

რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნულ ჯგუ­ფებს, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის 50%-ი და მეტი ოდე­ნო­ბის ფას­დაკ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბათ.

ფას­დაკ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო შემ­დეგ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე: გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ენა­ლაპ­რი­ლი 10მგ; ენა­პი 20მგ; ლო­ზა­პი 100მგ; ეგი­ლო­კი 100მგ; კორ­და­რო­ნი 200მგ; ვარ­ფა­რინ–ნი­კო­მე­დი 2.5მგ; დი­გოქ­სი­ნი–გრინ­დექ­სი 0.25მგ; ვე­როშ­პი­რო­ნი 25მგ; ატო­რი­სი 20მგ; ზილ­ტი 75მგ; მო­ნო­სა­ნი 40მგ; ფუ­რო­სე­მი­დი 40მგ; ამ­ლო­დი­პი­ნი 5მგ;დი­ა­ბე­ტის ტიპი 2 (არა­ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი) - დი­ა­ბე­ტო­ნი MR 60მგ; ამა­რი­ლი 2მგ; სი­ო­ფო­რი 1000მგ; ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - თი­რო­ზო­ლი 5მგ; L – თი­რო­ქ­სი­ნი 50მკგ; ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ბრე­ტა­რი­სი ჯე­ნუ­ე­ი­რი 322მგკ 60 დოზა; პულ­მი­კორ­ტი 2მლ; მედ­რო­ლი 16მგ; სალ­ბუ­ტა­მო­ლი. 200 დოზა; სალ­ბუ­ტა­მო­ლი ინ­ტე­ლი აე­როზ. 200 დოზა; სე­რე­ტი­დი დის­კუ­სი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალ­ბუ­ტე­რო­ლის სულ­ფა­ტი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

ამას­თან, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფას­დაკ­ლე­ბით შე­სა­ძე­ნად ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა უნდა გა­ი­ა­როს შე­დე­გი პრო­ცე­დუ­რე­ბი: მი­მარ­თოს ოჯა­ხის/სოფ­ლის ექიმს ან ექიმ სპე­ცი­ა­ლისტს ფორ­მა N100-სა და რე­ცეპ­ტის მი­სა­ღე­ბად; სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ნე­ბის­მი­ერ ფი­ლი­ალ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის წარ­დგე­ნით გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია პროგ­რა­მა­ში.

“მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი შე­ი­ძი­ნოს სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ PSP-ს შე­სა­ბა­მის ფი­ლი­ალ­ში რე­ცეპ­ტი­სა და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის წარ­დგე­ნით. ბე­ნე­ფი­ცი­არს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ერთჯე­რა­დად შე­ი­ძი­ნოს მე­დი­კა­მენ­ტის მაქ­სი­მუმ სამი თვის სამ­ყო­ფი ოდე­ნო­ბა. ყვე­ლა პრე­პა­რა­ტი არის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ პრეკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი”, - აღ­ნიშ­ნეს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ 2017 წლის ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­და პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­სახ­ლე­ო­ბას ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო 23 მე­დი­კა­მენ­ტის სიმ­ბო­ლურ ფა­სად-1 ლა­რად შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.2018 წლის 13 აგ­ვის­ტო­დან, კი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს დი­ა­ბე­ტის მე­ო­რე ტი­პის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, სხვა­დას­ხვა სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში, 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით ისარ­გებ­ლოს. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პროგ­რა­მის გა­ფარ­თო­ე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კვლავ იგეგ­მე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: სი­ახ­ლე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში - სერ­გე­ენ­კოს კო­მენ­ტა­რი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

წამლები, რომელსაც პენსიონერები და შშმ პირები ფასდაკლებით შეიძენენ - რა პროცედურების გავლა მოუწევთ ბენეფიციარებს

წამლები, რომელსაც პენსიონერები და შშმ პირები ფასდაკლებით შეიძენენ - რა პროცედურების გავლა მოუწევთ ბენეფიციარებს

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. კერძოდ, 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ ჯგუფებს, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50%-ი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.

ფასდაკლება ვრცელდება აღნიშნული დაავადებების სამკურნალო შემდეგ მედიკამენტებზე: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი–გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) - დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ; ფილტვის ქრონიკული დაავადებები - ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

ამასთან, მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შედეგი პროცედურები: მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად; სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში.

“მოქალაქეს შეუძლია ფასდაკლებული მედიკამენტები შეიძინოს სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით. ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული”, - აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად-1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს.2018 წლის 13 აგვისტოდან, კი საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოს. უწყების განმარტებით, პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.

იხილეთ ვიდეო: სიახლე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალში - სერგეენკოს კომენტარი

დავით ბაგრატიონი მამის პანაშვიდზე მეორე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - ფოტოები სვეტიცხოვლიდან

"ბევრი სირთულე გადავიტანეთ... ჩემი ვაჟისთვის საქართველოში ჩამოსვლა სანუკვარი ოცნება იყო" - როგორ ცხოვრობს ტეხასში ლევან მამალაძე, რას ამბობს ოჯახსა და ექსმაღალჩინოსნებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატების ფორმულა