ავტორი:

კაშია: "განვაგრძობ ფეხბურთის თამაშს და მოედნის შიგნით და გარეთ, მხარს დავუჭერ ადამიანების თანასწორობას"

კაშია: "განვაგრძობ ფეხბურთის თამაშს და მოედნის შიგნით და გარეთ, მხარს დავუჭერ ადამიანების თანასწორობას"

"განვაგრძობ ფეხბურთის თამაშს და მოედნის შიგნით და გარეთ, მხარს დავუჭერ ადამიანების თანასწორობას" - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც უეფამ გაავრცელა. კაშია უეფას და მის პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინის „თანასწორობის ჯილდოთი“ დაჯილდოვებისთვის მადლობას უხდის.

„ბატონ ალექსანდრეს და უეფა-ს მადლობა მინდა გადავუხადო ამ ჯილდოს გადმოცემისთვის. ჩემთვის დიდი მიღწევაა ამ ჯილდოს მიღება. ეს დიდი მიღწევაა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის. ძალიან გავოცდი, როდესაც ეს ჯილდო მივიღე, მაგრამ მადლობელი ვარ მისი მიღებისთვის. ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი სიყვარული, ჩემი გატაცება. განვაგრძობ ფეხბურთის თამაშს და მოედნის შიგნით და გარეთ მხარს დავუჭერ ადამიანების თანასწორობას“, - აცხადებს კაშია.

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია „თანასწორობის ჯილდოთი“ დააჯილდოვა. ცერემონიალი მონაკოში გაიმართა, სადაც ასევე ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. თავად გურამ კაშია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტაბების ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, მონაკოში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ გადასცა.

ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ დღეს დილით მისი კლუბის, „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩემპიონატის მატჩი ითამაშა და სავარაუდოდ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მონაკოში ჩასვლა ვერ მოახერხა. კაშია აღნიშნული ჯილდოთი, რომელიც უეფამ წელს პირველად დააწესა, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო.

გურული ქალები ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ - ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" სენსაციური წარმატება

"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ

ვიბრძოლოთ მართას გადასარჩენად - პატარას, რომელსაც ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსევს, ჩვენი დახმარება სჭირდება