მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორს, რომელმაც მეგობრის ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გირაო შეეფარდა
პროკურორს, რომელმაც მეგობრის ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გირაო შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის შსს-ს ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ბრალ­დე­ბულ გ.შ.-ს მი­მართ და მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ, გი­რაო - 5000 ლარი შე­უ­ფარ­და.

სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გ.შ.-ს ბრა­ლად ედე­ბა ცემა ან სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ არ მო­ყო­ლია ამ კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გი. (ორი ეპი­ზო­დი)

რო­გორც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო გან­მარ­ტავს, საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბულ­მა 2018 წლის 24 აგ­ვის­ტოს, ქ. წყალ­ტუ­ბო­ში ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ეზო­ში სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მე­გობ­რის თ.გ.-ს მე­უღ­ლეს. ასე­ვე, 2017 წელს პრო­კუ­რორ­მა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­ქა­ლა­ქე თ.გ.-ს.

„შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვი­სას სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ სა­ხე­ზე იყო ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი ისე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი. ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის აღ­კვე­თი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ნად­გუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­სა­მარ­თლომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩათ­ვა­ლა გ.შ.-ს მი­მართ, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბა. ბრალ­დე­ბულს, გი­რა­ოს - 5000 ლა­რის გა­დახ­დის ვა­დად, 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე გა­ნე­სა­ზღვრა“, - აცხა­დე­ბენ სა­სა­მარ­თლო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

პროკურორს, რომელმაც მეგობრის ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გირაო შეეფარდა

პროკურორს, რომელმაც მეგობრის ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების ყოფილი უფროსის, ბრალდებულ გ.შ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ, გირაო - 5000 ლარი შეუფარდა.

სასამართლოს ინფორმაციით, გ.შ.-ს ბრალად ედება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი)

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა 2018 წლის 24 აგვისტოს, ქ. წყალტუბოში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობრის თ.გ.-ს მეუღლეს. ასევე, 2017 წელს პროკურორმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოქალაქე თ.გ.-ს.

„შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთისა და მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გ.შ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება. ბრალდებულს, გირაოს - 5000 ლარის გადახდის ვადად, 30 კალენდარული დღე განესაზღვრა“, - აცხადებენ სასამართლოში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს