საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდან მოდის და რა დანიშნულება აქვს სიმღერას ქართულ სუფრაზე
საიდან მოდის და რა დანიშნულება აქვს სიმღერას ქართულ სუფრაზე

ქარ­თულ სუფ­რა­ზე სა­დღეგ­რძე­ლო­თა შო­რის პა­უ­ზებს სიმ­ღე­რა ავ­სებს. სიმ­ღე­რას თა­მა­და იწყებს ან, თუ თა­ვად არ შე­უძ­ლია (თუმ­ცა კარ­გი თა­მა­დის თვი­სე­ბებ­ში სიმ­ღე­რის ცოდ­ნაც შე­დის), სუფ­რის წევ­რებს მო­უ­წო­დებს, იმ­ღე­რონ. იშ­ვი­ა­თია სუფ­რა, სა­დაც თა­ნა­მე­ი­ნა­ხე­თა შო­რის ორი-სამი მა­ინც არ აღ­მოჩ­ნდეს სიმ­ღე­რის მცოდ­ნე. უცებ იქ­მნე­ბა იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლი “გუნ­დი“. ზოგი პირ­ველ ხმას ამ­ბობს, ზოგი - მე­ო­რეს, ბა­ნის მთქმე­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან და სუფ­რის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. სუფ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის რე­პერ­ტუ­ა­რი ძალ­ზე ფარ­თოა. უსიმ­ღე­რო სუფ­რა ნაკ­ლუ­ლად ით­ვლე­ბა. ერ­თა­დერ­თი გლო­ვის სუფ­რა­ზე არ ით­ქმის სიმ­ღე­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ კუ­თხე­ში არ­სე­ბობ­და სუფ­რა­ზე სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი წესი. სუფ­რა­ზე იმ­ღე­რე­ბო­და არა ნე­ბის­მი­ე­რი სიმ­ღე­რა, არა­მედ მხო­ლოდ და მხო­ლოდ სუფ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, თა­ნაც მკაც­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით. ტრა­დი­ცი­ულ სუფ­რა­ზე ორი ან სამი გუნ­დი თით­ქოს ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბო­და: ჯერ ერთი გუნ­დი იწყებ­და სიმ­ღე­რის ერთ სტრი­ქონს, შემ­დეგ მე­ო­რე გუნ­დი მე­ო­რე სტრი­ქო­ნით უპა­სუ­ხებ­და და ბო­ლოს მე­სა­მე გუნ­დი - მე­სა­მე­თი. იწყებ­დნენ მო­ხუ­ცე­ბი. ისი­ნი სიმ­ღე­რის პირ­ველ სტროფს მღე­როდ­ნენ; მე­ო­რე სტრო­ფით შუ­ახ­ნის ხალ­ხი ჩა­ერ­თვე­ბო­და; ახალ­გაზ­რდე­ბი კი მე­სა­მე სტრო­ფით აჰ­ყვე­ბოდ­ნენ. სიმ­ღე­რე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბაც გან­სა­ზღვრუ­ლი იყო: იცოდ­ნენ, რო­მე­ლი სიმ­ღე­რით უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო ლხი­ნი, რომ­ლით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და რომ­ლით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. კლა­სი­კურ სუფ­რა­ზე სამი სიმ­ღე­რა იმ­ღე­რე­ბო­და - ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

საიდან მოდის და რა დანიშნულება აქვს სიმღერას ქართულ სუფრაზე

საიდან მოდის და რა დანიშნულება აქვს სიმღერას ქართულ სუფრაზე

ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოთა შორის პაუზებს სიმღერა ავსებს. სიმღერას თამადა იწყებს ან, თუ თავად არ შეუძლია (თუმცა კარგი თამადის თვისებებში სიმღერის ცოდნაც შედის), სუფრის წევრებს მოუწოდებს, იმღერონ. იშვიათია სუფრა, სადაც თანამეინახეთა შორის ორი-სამი მაინც არ აღმოჩნდეს სიმღერის მცოდნე. უცებ იქმნება იმპროვიზებული “გუნდი“. ზოგი პირველ ხმას ამბობს, ზოგი - მეორეს, ბანის მთქმელებიც აღმოჩნდებიან და სუფრის მუსიკალური გაფორმებაც უზრუნველყოფილია. სუფრული სიმღერების რეპერტუარი ძალზე ფართოა. უსიმღერო სუფრა ნაკლულად ითვლება. ერთადერთი გლოვის სუფრაზე არ ითქმის სიმღერა.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში არსებობდა სუფრაზე სიმღერების შესრულების მკაცრად განსაზღვრული წესი. სუფრაზე იმღერებოდა არა ნებისმიერი სიმღერა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სუფრული სიმღერები, თანაც მკაცრი თანმიმდევრობით. ტრადიციულ სუფრაზე ორი ან სამი გუნდი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა: ჯერ ერთი გუნდი იწყებდა სიმღერის ერთ სტრიქონს, შემდეგ მეორე გუნდი მეორე სტრიქონით უპასუხებდა და ბოლოს მესამე გუნდი - მესამეთი. იწყებდნენ მოხუცები. ისინი სიმღერის პირველ სტროფს მღეროდნენ; მეორე სტროფით შუახნის ხალხი ჩაერთვებოდა; ახალგაზრდები კი მესამე სტროფით აჰყვებოდნენ. სიმღერების თანმიმდევრობაც განსაზღვრული იყო: იცოდნენ, რომელი სიმღერით უნდა დაწყებულიყო ლხინი, რომლით გაგრძელებულიყო და რომლით დასრულებულიყო. კლასიკურ სუფრაზე სამი სიმღერა იმღერებოდა - ეს აუცილებელი იყო. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს