სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლის "გზავნილი" საქართველოში - რუსეთი ჰიბრიდული ომის მეთოდებს ცვლის?
კრემლის "გზავნილი" საქართველოში - რუსეთი ჰიბრიდული ომის მეთოდებს ცვლის?

ოკუ­პა­ცი­ი­სა და მის­თვის ჩვე­უ­ლი ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბის გარ­და, რუ­სე­თი უკვე წლე­ბია ერთ-ერთ ეფექ­ტურ ია­რა­ღად, მე­დია პრო­პა­გან­დას იყე­ნებს.

ამის­თვის კი ჰყავს ძა­ლი­ან კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით, რო­მელ­საც ინ­ტე­რე­სის სფე­როს მი­ხედ­ვით, სა­ჭი­რო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად ანა­წი­ლებს. ამის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს, თუნ­დაც 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს გა­შუ­ქე­ბის ფაქ­ტე­ბი და დღემ­დე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­ში.

რო­გორც ჩანს, ამ­ჯე­რად მათი მო­რი­გი სა­მიზ­ნე სა­ქარ­თვე­ლოა - “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ცნო­ბით რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­სა და კრემ­ლის მი­მართ ნდო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ზე ლა­პა­რაკს გეგ­მა­ვენ, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბით ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, თბი­ლი­სის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თა მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პრო­პა­გან­და. ფაქ­ტია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ფო­რუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, მჭიდ­როდ არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრემ­ლის ინ­ტე­რე­სებ­თან. ღო­ნის­ძი­ე­ბას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის საგ­რან­ტო ფონ­დი აფი­ნან­სებს.

"თბი­ლის­ში სტუმ­რო­ბას და თა­ვი­ანთ გეგ­მებ­ზე სა­უ­ბარს აპი­რებს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Россия сегодня-ს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი, ტე­ლე­არ­ხე­ბის Первый-სა და Царьград-ის გა­და­ცე­მე­ბის ხში­რი მო­ნა­წი­ლე დმიტ­რი კო­სი­რე­ვი, რუ­სე­თის ჟურ­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ალექ­სეი ვიშ­ნე­ვეც­კი, ИТАР ТАСС-ის სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი ვიქ­ტორ ლი­ტოვ­კი­ნი, რუსი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მკვლე­ვარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი გე­ნა­დი ბორ­დი­უ­გო­ვი, გა­ზეთ Северная Осетия-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ალან კა­სა­ე­ვი და МГИМО-ს პრო­ფე­სო­რი, პო­ლი­ტო­ლო­გი და ის­ლა­მის სა­კი­თხე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ალექ­სეი მა­ლა­შენ­კო"- წერს "თა­ვი­სუფ­ლე­ბა".

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის შე­სა­ბა­მი­სია მას­პინ­ძელ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან: რუ­სე­თის პო­ლი­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი “ჩრდი­ლო­ე­თი-სამ­ხრე­თი” (Север-Юг), პრესკლუ­ბი “თა­ნა­მე­გობ­რო­ბა” (Содружество) და გა­ზე­თი “სა­ქარ­თვე­ლო და მსოფ­ლიო” (Грузия и мир). ყვე­ლა მათ­გა­ნი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი აქ­ცენ­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და უკავ­შირ­დე­ბა მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე პო­ლი­ტო­ლო­გის ალექ­სან­დრე ჭა­ჭი­ას სა­ხელს, რო­მე­ლიც 2014 წელს პი­რა­დად პუ­ტინ­მა და­ა­ჯილ­დო­ვა.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად ჩა­სულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და ბლო­გე­რებ­მა, “ქარ­თველ კო­ლე­გებს მას­ტერკლა­სი და ტრე­ნინ­გი უნდა ჩა­უ­ტა­რონ სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე, მათ შო­რის, - “მო­ლა­პა­რა­კე თა­ვე­ბი”, “ვის­ზე ნა­დი­რობს მე­დია”, “მე­დი­ის როლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე...” ისი­ნი ასე­ვე სვა­მენ კი­თხვას, - “შეძ­ლებს თუ არა მე­დია ნდო­ბის გამ­ყა­რე­ბას რე­გი­ონ­ში?”

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რა, ТАСС-ის სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­დად­გმა­რი პოლ­კოვ­ნი­კი, ვიქ­ტორ ლი­ტოვ­კი­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას გეგ­მავს, არც ისე დიდი ხნის, სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აცხა­დებ­და, რომ "ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლო აფხა­ზეთ­სა და ოსეთ­ზე იტყო­და უარს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ნა­ტოს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი მხო­ლოდ რი­ტო­რი­კაა..."

antimaidan.ru-სთან სა­უ­ბარ­ში ლი­ტოვ­კი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს "სტა­ფი­ლოს გა­მო­კი­დე­ბულ ვირს ადა­რებს" და ამ­ბობს, რომ ნატო-ს ალი­ან­სი ჩვე­უ­ლებ­რივ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და მხო­ლოდ ამე­რი­კის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

კი­დევ ერთი სტუ­მა­რი, პრო­ფე­სო­რი და ის­ტო­რი­კო­სი, გე­ნა­დი ბორ­დი­უ­გო­ვი, რო­მე­ლიც თბი­ლისს ეწ­ვე­ვა, სომ­ხურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში იმედს გა­მოთ­ქვამ­და, რომ თბი­ლი­სი აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­კარ­გვას ოდეს­მე შე­ე­გუ­ე­ბა.

“მე ვიცი რა ვი­თა­რე­ბაც არის აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში, - ამ ქვეყ­ნე­ბის­თვის მთა­ვა­რია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა... რუ­სეთ­მა ამის შან­სი მის­ცა. შე­საძ­ლოა, ოდეს­მე რამე შე­იც­ვა­ლოს, თუმ­ცა, მგო­ნია, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი ამას ოდეს­მე შე­ე­გუ­ე­ბი­ან და გა­ი­გე­ბენ, რომ უკვე არაფ­რის შეც­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა და ამ რე­ა­ლო­ბით ჩვენ ევ­რა­ზი­ულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას და­ვუბ­რუნ­დე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას შეძ­ლებს” - აცხა­დებ­და airo-xxi.ru-სთან სა­უ­ბარ­ში ბორ­დი­უ­გო­ვი.

ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, და­არ­ღვი­ეს თუ არა მათ კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ და იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თუ არა აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში.

წყა­რო: რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა, airo-xxi.ru

ფოტო: RFE/RL

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

კრემლის "გზავნილი" საქართველოში - რუსეთი ჰიბრიდული ომის მეთოდებს ცვლის?

კრემლის "გზავნილი" საქართველოში - რუსეთი ჰიბრიდული ომის მეთოდებს ცვლის?

ოკუპაციისა და მისთვის ჩვეული ძალისმიერი მეთოდების გარდა, რუსეთი უკვე წლებია ერთ-ერთ ეფექტურ იარაღად, მედია პროპაგანდას იყენებს.

ამისთვის კი ჰყავს ძალიან კარგად მომზადებული და დაფინანსებული სპეციალური ჯგუფი, ასევე სპეციალური დავალებებით, რომელსაც ინტერესის სფეროს მიხედვით, საჭირო სიტუაციებში შესანიშნავად ანაწილებს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, თუნდაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს გაშუქების ფაქტები და დღემდე რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებები რუსეთის სახელმწიფო მედიაში.

როგორც ჩანს, ამჯერად მათი მორიგი სამიზნე საქართველოა - “რადიო თავისუფლების” ცნობით რუსეთის სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლასა და კრემლის მიმართ ნდობის განმტკიცებაზე ლაპარაკს გეგმავენ, ანტიდასავლური განწყობით ცნობილი ადამიანების შემადგენლობით.

გამოცემის ცნობით, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში მოწვეული სტუმრები, ძირითადად, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებათა წარმომადგენლები არიან, რომელთა მთავარი ფუნქციაა ანტიდასავლური პროპაგანდა. ფაქტია ისიც, რომ საქართველოს მხრიდან ფორუმის ორგანიზატორები, მჭიდროდ არიან დაკავშირებული კრემლის ინტერესებთან. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდი აფინანსებს.

"თბილისში სტუმრობას და თავიანთ გეგმებზე საუბარს აპირებს საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს პოლიტიკური მიმომხილველი, ტელეარხების Первый-სა და Царьград-ის გადაცემების ხშირი მონაწილე დმიტრი კოსირევი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ვიშნევეცკი, ИТАР ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი, გაზეთ Северная Осетия-ს მთავარი რედაქტორი ალან კასაევი და МГИМО-ს პროფესორი, პოლიტოლოგი და ისლამის საკითხების სპეციალისტი ალექსეი მალაშენკო"- წერს "თავისუფლება".

გამოცემის ცნობით, რუსეთის პროპაგანდის შესაბამისია მასპინძელთა ჩამონათვალიც, რომელთა შორისაც არიან: რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” (Север-Юг), პრესკლუბი “თანამეგობრობა” (Содружество) და გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” (Грузия и мир). ყველა მათგანი ანტიდასავლური აქცენტებით გამოირჩევა და უკავშირდება მოსკოვში მოღვაწე პოლიტოლოგის ალექსანდრე ჭაჭიას სახელს, რომელიც 2014 წელს პირადად პუტინმა დააჯილდოვა.

რუსული მედია წერს, რომ საქართველოში სტუმრად ჩასულმა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა, “ქართველ კოლეგებს მასტერკლასი და ტრენინგი უნდა ჩაუტარონ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, - “მოლაპარაკე თავები”, “ვისზე ნადირობს მედია”, “მედიის როლი სამხრეთ კავკასიის სამხედრო და პოლიტიკურ პროცესებზე...” ისინი ასევე სვამენ კითხვას, - “შეძლებს თუ არა მედია ნდობის გამყარებას რეგიონში?”

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გადადგმარი პოლკოვნიკი, ვიქტორ ლიტოვკინი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, არც ისე დიდი ხნის, საქართველოს ნატო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით, აცხადებდა, რომ "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო აფხაზეთსა და ოსეთზე იტყოდა უარს, სხვა შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსებისა და ნატოს მაღალჩინოსნების განცხადებები მხოლოდ რიტორიკაა..."

antimaidan.ru-სთან საუბარში ლიტოვკინი საქართველოს "სტაფილოს გამოკიდებულ ვირს ადარებს" და ამბობს, რომ ნატო-ს ალიანსი ჩვეულებრივ ბიუროკრატიული ორგანიზაციაა და მხოლოდ ამერიკის პრობლემების მოგვარებას ემსახურება.

კიდევ ერთი სტუმარი, პროფესორი და ისტორიკოსი, გენადი ბორდიუგოვი, რომელიც თბილისს ეწვევა, სომხურ მედიასთან საუბარში იმედს გამოთქვამდა, რომ თბილისი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვას ოდესმე შეეგუება.

“მე ვიცი რა ვითარებაც არის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, - ამ ქვეყნებისთვის მთავარია დამოუკიდებლობის შენარჩუნება... რუსეთმა ამის შანსი მისცა. შესაძლოა, ოდესმე რამე შეიცვალოს, თუმცა, მგონია, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ამას ოდესმე შეეგუებიან და გაიგებენ, რომ უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლება და ამ რეალობით ჩვენ ევრაზიულ ინტეგრაციას დავუბრუნდებით. დარწმუნებული ვარ, ამ კავშირის დახმარებით, საქართველო უამრავი პრობლემის მოგვარებას შეძლებს” - აცხადებდა airo-xxi.ru-სთან საუბარში ბორდიუგოვი.

ჯერჯერობით გაურკვეველია, დაარღვიეს თუ არა მათ კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და იმყოფებოდნენ თუ არა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

წყარო: რადიო თავისუფლება, airo-xxi.ru

ფოტო: RFE/RL

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს