სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ წარვმართოთ რთველის პროცესი სწორად - რჩევები დამწყებ მევენახეებს
როგორ წარვმართოთ რთველის პროცესი სწორად - რჩევები დამწყებ მევენახეებს

რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რთვე­ლი და­ი­წყე­ბა. რო­გორც იცით ყუ­რძნის კრე­ფა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კა­ხე­თი­დან აგ­ვის­ტოს ბო­ლოს იწყე­ბა და ნო­ემ­ბერ­ში სა­მეგ­რე­ლო-გუ­რია-აჭა­რით სრულ­დე­ბა. კა­ხეთ­ში უკვე დიდი სამ­ზა­დი­სია და რო­გორც რი­გი­თი მე­ვე­ნა­ხე-გლე­ხე­ბი, ასე­ვე დიდი თუ მცი­რე მარ­ნე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან მეღ­ვი­ნე­ე­ბის­თვის წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მის­თვის. რთვე­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის მხო­ლოდ გარ­თო­ბას­თან, მხი­ა­რუ­ლე­ბას­თან და სა­ღა­მოს გემ­რი­ე­ლად ვახ­შმო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის­თვის კი ეს დღე გა­მორ­ჩე­უ­ლად დიდ ნერ­ვი­უ­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც ბუ­ნებ­რი­ვია.

გა­მოც­დი­ლი მე­ვე­ნა­ხე-მეღ­ვი­ნე­ე­ბი ახალ­ბე­დებს ურ­ჩე­ვენ, რომ რთვე­ლი წი­ნას­წარ კარ­გად და­გეგ­მონ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ყვე­ლა პრო­ცე­სი, რად­გან და­უ­გეგ­მა­ვი და სპონ­ტა­ნუ­რი რთვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მო­შობს ბევრ, ხში­რად გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მას. შეც­დო­მე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­მო­მა­ვა­ლოდ ღვი­ნის ხა­რისხზეც ცუ­დად აი­სა­ხოს.

პირ­ველ ყოვ­ლი­სა, რთვე­ლის და­გეგ­მვის დროს უნდა გან­ვსა­ზღვროთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ყუ­რძნის კრე­ფის პრო­ცეს­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ისიც უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, იქ­ნე­ბა თუ არა ეს რე­სურ­სე­ბი საკ­მა­რი­სი ყუ­რძნის კრე­ფის ერთ თუ ორ დღე­ში და­სამ­თავ­რებ­ლად. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დათ­ქმულ დრო­ში ვერ ეს­წრე­ბა ვე­ნა­ხის ბო­ლომ­დე დაკ­რე­ფა, დარ­ჩე­ნი­ლი ყუ­რძნის და­მუ­შა­ვე­ბა მო­მა­ვა­ლი კვი­რის­თვის გა­და­ი­დე­ბა ხოლ­მე და ამის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­სულ­მა წვი­მამ ან სე­ტყვამ დარ­ჩე­ნი­ლი მო­სა­ვა­ლი მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­როს. ეს დიდი რის­კია! ამი­ტო­მაც, სა­სურ­ვე­ლია რთვე­ლი უმოკ­ლეს დრო­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბით ჩა­ტარ­დეს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

როგორ წარვმართოთ რთველის პროცესი სწორად - რჩევები დამწყებ მევენახეებს

როგორ წარვმართოთ რთველის პროცესი სწორად - რჩევები დამწყებ მევენახეებს

რამდენიმე დღეში საქართველოში რთველი დაიწყება. როგორც იცით ყურძნის კრეფა ჩვენს ქვეყანაში კახეთიდან აგვისტოს ბოლოს იწყება და ნოემბერში სამეგრელო-გურია-აჭარით სრულდება. კახეთში უკვე დიდი სამზადისია და როგორც რიგითი მევენახე-გლეხები, ასევე დიდი თუ მცირე მარნები ემზადებიან მეღვინეებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმისთვის. რთველი ბევრი ადამიანისთვის მხოლოდ გართობასთან, მხიარულებასთან და საღამოს გემრიელად ვახშმობასთან ასოცირდება. მევენახეებისთვის კი ეს დღე გამორჩეულად დიდ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული, რაც ბუნებრივია.

გამოცდილი მევენახე-მეღვინეები ახალბედებს ურჩევენ, რომ რთველი წინასწარ კარგად დაგეგმონ და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელონ ყველა პროცესი, რადგან დაუგეგმავი და სპონტანური რთველი აუცილებლად წარმოშობს ბევრ, ხშირად გადაუჭრელ პრობლემას. შეცდომები შესაძლებელია, სამომავალოდ ღვინის ხარისხზეც ცუდად აისახოს.

პირველ ყოვლისა, რთველის დაგეგმვის დროს უნდა განვსაზღვროთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყურძნის კრეფის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას და ისიც უნდა განისაზღვროს, იქნება თუ არა ეს რესურსები საკმარისი ყურძნის კრეფის ერთ თუ ორ დღეში დასამთავრებლად. ხშირია შემთხვევები, როდესაც დათქმულ დროში ვერ ესწრება ვენახის ბოლომდე დაკრეფა, დარჩენილი ყურძნის დამუშავება მომავალი კვირისთვის გადაიდება ხოლმე და ამის გამო შესაძლებელია მოსულმა წვიმამ ან სეტყვამ დარჩენილი მოსავალი მთლიანად გაანადგუროს. ეს დიდი რისკია! ამიტომაც, სასურველია რთველი უმოკლეს დროში მაქსიმალური ოპერატიულობით ჩატარდეს. განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ