პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიანა ღურწკაია იოსიფ კობზონზე - "მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას"
დიანა ღურწკაია იოსიფ კობზონზე - "მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას"

80 წლის ასაკ­ში სსრკ-ს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი იო­სიფ კობ­ზო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა.

მომ­ღერ­ლის და დე­პუ­ტა­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი. РИА Новости-სთან სა­უ­ბარ­ში კობ­ზო­ნი მომ­ღე­რალ­მა და რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა დი­ა­ნა ღურწკა­ი­ა­მაც გა­იხ­სე­ნა.

"გა­მო­ირ­ჩე­ო­და სი­კე­თით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბი­თა და ყუ­რა­დღე­ბით. მისი ცხოვ­რე­ბა - ეს არის მა­გა­ლი­თი, ემ­სა­ხუ­რო სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას" - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას.

"ის იყო არამ­ხო­ლოდ დი­დე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, არა­მედ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. მას­თან დახ­მა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის მი­დი­ო­და ყვე­ლა: კო­ლე­გე­ბი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი... ნამ­დვი­ლი გმი­რი, რო­მელ­მაც "ნორდ-ოს­ტის" დროს ბავ­შვე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა. ის იყო მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა და ბა­ბუა", - გა­ნა­ცხა­და ღურწკა­ი­ამ და დას­ძი­ნა, რომ კობ­ზო­ნის გახ­სე­ნე­ბი­სას ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბას ვერ ახერ­ხებს.

"იო­სიფ და­ვი­დო­ვი­ჩი მუდ­მი­ვად გვერ­დით იყო: სცე­ნა­ზეც და ცხოვ­რე­ბა­შიც. ქორ­წილ­ში, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დროს, როცა და­მი­რე­კა და მი­თხრა: "შენ ბევ­რს მი­აღ­წიე, მაგ­რამ მთა­ვა­რი დღეს გა­ა­კე­თე". ნა­თელ­ში იყოს მისი სული, ჩვენ ის ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ღურწკა­ი­ამ РИА Новости-სთან სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კობ­ზო­ნი ერთ-ერთი იყო იმ დე­პუ­ტა­ტებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბილ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, რომ­ლებ­მაც 2002 წლის 23-26 ოქ­ტომ­ბერს, მოს­კოვ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლში მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს. კობ­ზო­ნი წი­თე­ლი ჯვრის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად შე­ვი­და შე­ნო­ბა­ში და ახალ­გაზ­რდა ქალი სამ ბავ­შვთან ერ­თად გა­მო­იყ­ვა­ნა. 2002 წლის 23-26 ოქ­ტომ­ბერს, მოს­კოვ­ში, კულ­ტუ­რის სახ­ლში, იმ დროს, რო­დე­საც მი­უ­ზიკ­ლი “ნორდ-ოსტი” გა­დი­ო­და, ტე­რო­რის­ტე­ბი შე­იჭრ­ნენ და 916 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს... მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა სამი დღე გრძელ­დე­ბო­და, შე­დე­გად 50 ადა­მი­ა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შემ­დეგ, ძა­ლოვ­ნებ­მა შე­ნო­ბა­ში მომ­წამვ­ლე­ლი გაზი შე­უშ­ვეს და შტურ­მი და­ი­წყეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი იო­სიფ კობ­ზო­ნის ცხოვ­რე­ბი­დან - ის რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში. მათ შო­რის, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან 2008 წელს სო­ხუმ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტიც გა­მარ­თა.

არა ტროლი
1

კობზონი ახალგაზრდობასი ჯარში მსახურობდა ბოლნისში საქართველოში, მას უყვარდა საქართველო და ბევრი ქართველი მეგობარი ყავდა, ნათელი მის სულს, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

დიანა ღურწკაია იოსიფ კობზონზე - "მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას"

დიანა ღურწკაია იოსიფ კობზონზე - "მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას"

80 წლის ასაკში სსრკ-ს სახალხო არტისტი და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იოსიფ კობზონი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მომღერლის და დეპუტატის გარდაცვალებას ეხმაურებიან რუსული ესტრადის ვარსკვლავები. РИА Новости-სთან საუბარში კობზონი მომღერალმა და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ოჯახის მხარდაჭერის კომისიის ხელმძღვანელმა დიანა ღურწკაიამაც გაიხსენა.

"გამოირჩეოდა სიკეთით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და ყურადღებით. მისი ცხოვრება - ეს არის მაგალითი, ემსახურო საკუთარ ქვეყანას" - აღნიშნა მომღერალმა გამოცემასთან საუბრისას.

"ის იყო არამხოლოდ დიდებული არტისტი, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანი. მასთან დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მიდიოდა ყველა: კოლეგები, უბრალო ადამიანები... ნამდვილი გმირი, რომელმაც "ნორდ-ოსტის" დროს ბავშვები გადაარჩინა. ის იყო მოსიყვარულე მამა და ბაბუა", - განაცხადა ღურწკაიამ და დასძინა, რომ კობზონის გახსენებისას ემოციების შეკავებას ვერ ახერხებს.

"იოსიფ დავიდოვიჩი მუდმივად გვერდით იყო: სცენაზეც და ცხოვრებაშიც. ქორწილში, ბავშვის დაბადების დროს, როცა დამირეკა და მითხრა: "შენ ბევრს მიაღწიე, მაგრამ მთავარი დღეს გააკეთე". ნათელში იყოს მისი სული, ჩვენ ის ყოველთვის გვემახსოვრება", - აღნიშნა ღურწკაიამ РИА Новости-სთან საუბარში.

როგორც ცნობილია, კობზონი ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს და საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც 2002 წლის 23-26 ოქტომბერს, მოსკოვში კულტურის სახლში მძევლად აყვანილი ადამიანები გამოიყვანეს. კობზონი წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად შევიდა შენობაში და ახალგაზრდა ქალი სამ ბავშვთან ერთად გამოიყვანა. 2002 წლის 23-26 ოქტომბერს, მოსკოვში, კულტურის სახლში, იმ დროს, როდესაც მიუზიკლი “ნორდ-ოსტი” გადიოდა, ტერორისტები შეიჭრნენ და 916 ადამიანი მძევლად აიყვანეს... მათთან მოლაპარაკება სამი დღე გრძელდებოდა, შედეგად 50 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, ძალოვნებმა შენობაში მომწამვლელი გაზი შეუშვეს და შტურმი დაიწყეს.

საინტერესოა კიდევ რამდენიმე დეტალი იოსიფ კობზონის ცხოვრებიდან - ის რამდენჯერმე იმყოფებოდა საპატიო სტუმრის სტატუსით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მათ შორის, რუსული მედიის ინფორმაციით, მან 2008 წელს სოხუმში საქველმოქმედო კონცერტიც გამართა.