პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ბოკუჩავა თეა წულუკიანის შესახებ - მას მხოლოდ პირადი ღვარძლით მოქმედება შეუძლია...
თინა ბოკუჩავა თეა წულუკიანის შესახებ - მას მხოლოდ პირადი ღვარძლით მოქმედება შეუძლია...

თეა წუ­ლუ­კი­ანს უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია სა­დამ­სჯე­ლო ორ­გა­ნოდ აქვს ქცე­უ­ლი, წუ­ლუ­კი­ა­ნი ვერ ახორ­ცი­ე­ლებს იმ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რაც კა­ნო­ნით აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე უნდა იყოს აპო­ლი­ტი­კუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და არ უნდა იცავ­დეს რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მხო­ლოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებს.

„წუ­ლუ­კი­ა­ნი ვერ ახორ­ცი­ე­ლებს იმ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რაც კა­ნო­ნით აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ დიდი ხა­ნია სა­უბ­რობს, რომ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია უნდა გა­და­ვი­დეს სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლის ხელ­ში, რად­გან წუ­ლუ­კი­ანს არ შე­უძ­ლია მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებ­დეს. მას მხო­ლოდ პი­რა­დი ღვარ­ძლის, ბოღ­მის და ვიწ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვი­დან მოქ­მე­დე­ბა შე­უძ­ლია. ეს კო­მი­სია წარ­სულ­ში იყო უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ქვეშ“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, უწყე­ბა­თა­შო­რის კო­მი­სი­ას წუ­ლუ­კი­ა­ნი არ უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს.

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ რო­დე­საც და­ი­წყო პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის გა­მო­შიგვნა, ერთ-ერთი ნა­ბი­ჯი იყო, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს­თვის წა­ერ­თმი­ათ ეს კო­მი­სია. კო­მი­სია ისე­თი ტი­პის უწყე­ბა­ში უნდა გა­და­სუ­ლი­ყო, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მეტი ხა­რის­ხი ექ­ნე­ბო­და. თუ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ვერ ას­რუ­ლე­ბენ ჯე­როვ­ნად თა­ვის საქ­მეს, მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­და­ი­ბა­რონ ამ კო­მი­სი­ის ხელ­მძღა­ნე­ლო­ბა დრო­ე­ბით მა­ინც, სა­ნამ „ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია არა სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, არა­მედ იმის­კენ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ხრი­კი მო­ი­ფიქ­რონ არ­ჩევ­ნე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­ხით ჰყავს პერ­სო­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ზე თვა­ლებს და­ხუ­ჭავს და გა­ა­მარ­თლებს ყო­ველ­გვარ უკა­ნო­ნო­ბას და უმ­სგავ­სო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თინა ბოკუჩავა თეა წულუკიანის შესახებ - მას მხოლოდ პირადი ღვარძლით მოქმედება შეუძლია...

თინა ბოკუჩავა თეა წულუკიანის შესახებ - მას მხოლოდ პირადი ღვარძლით მოქმედება შეუძლია...

თეა წულუკიანს უწყებათაშორისი კომისია სადამსჯელო ორგანოდ აქვს ქცეული, წულუკიანი ვერ ახორციელებს იმ უფლებამოსილებას, რაც კანონით აქვს მინიჭებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

მისი თქმით, კანონის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს აპოლიტიკური და მიუკერძოებელი და არ უნდა იცავდეს რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესებს, თუმცა თეა წულუკიანი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„წულუკიანი ვერ ახორციელებს იმ უფლებამოსილებას, რაც კანონით აქვს მინიჭებული. სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია საუბრობს, რომ უწყებათაშორისი კომისია უნდა გადავიდეს სხვა ხელმძღვანელის ხელში, რადგან წულუკიანს არ შეუძლია მიუკერძოებლად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. მას მხოლოდ პირადი ღვარძლის, ბოღმის და ვიწრო პოლიტიკური ხედვიდან მოქმედება შეუძლია. ეს კომისია წარსულში იყო უშიშროების საბჭოს ქვეშ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, უწყებათაშორის კომისიას წულუკიანი არ უნდა ხელმძღვანელობდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ როდესაც დაიწყო პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოშიგვნა, ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რომ უშიშროების საბჭოსთვის წაერთმიათ ეს კომისია. კომისია ისეთი ტიპის უწყებაში უნდა გადასულიყო, რომელსაც დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი ექნებოდა. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ ასრულებენ ჯეროვნად თავის საქმეს, მაშინ შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიბარონ ამ კომისიის ხელმძღანელობა დროებით მაინც, სანამ „ოცნების“ მთავრობა მოტივირებულია არა სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, არამედ იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ხრიკი მოიფიქრონ არჩევნების გასაყალბებლად. „ქართულ ოცნებას“ თეა წულუკიანის სახით ჰყავს პერსონა, რომელიც ყველაფერზე თვალებს დახუჭავს და გაამართლებს ყოველგვარ უკანონობას და უმსგავსობას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები