პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი 11 წლის დამრჩა, ცოლი აღარ მოვიყვანე და მარტომ გავზარდე..." - თსუ-ს 70 წლის სტუდენტის ტრაგიკული წარსული და ახალი ცხოვრება
"ბავშვი 11 წლის დამრჩა, ცოლი აღარ მოვიყვანე და მარტომ გავზარდე..." - თსუ-ს 70 წლის სტუდენტის ტრაგიკული წარსული და ახალი ცხოვრება

თქვე­ნი არ ვიცი და მე პირ­ვე­ლად ვე­სა­უბ­რე 70 წლის სტუ­დენტს და ან­და­ზის - "სწავ­ლა სი­ბე­რემ­დეო" სის­წო­რე­შიც დავ­რწმუნ­დი. გი­ორ­გი მი­ქა­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია და მი­აჩ­ნია, რომ ეს სენ­სა­ცია სუ­ლაც არ არის. ადა­მი­ა­ნი მეტი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მუდ­მი­ვად უნდა ის­წრა­ფო­დეს.

ჩვენ ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბას თან­მიმ­დევ­რუ­ლად გავ­ყე­ვით, ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში რუ­სეთ­ში ორი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა, მათ შო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი.

"რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დი და ყვე­ლა ეტა­პი - ბაღი, სკო­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ მაქვს გავ­ლი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს დავ­ბრუნ­დი, მა­შინ აქ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იწყე­ბო­და. მა­მი­დამ ბინა და­მი­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, თუმ­ცა გად­მოს­ვლის სურ­ვი­ლი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და. მე მინ­დო­და, მაგ­რამ მე­უღ­ლეს ამის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და.

ჩვენ შო­რის სხვა გა­უ­გებ­რო­ბას ესეც და­ე­მა­ტა და დავ­შორ­დით... 5 წლის შვი­ლი მას­თან დავ­ტო­ვე. რა­ღაც პე­რი­ო­დი მათ­თან კონ­ტაქ­ტი კი მქონ­და, მერე სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გნენ, არა­ფე­რი ვი­ცო­დი მათ­ზე. ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გა­თხო­ვი­ლა, უცხო­ელს გაჰ­ყო­ლია, გვა­რიც შე­უც­ვლია და ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი... 22 წლის შემ­დეგ ჩემ­მა ვაჟ­მა თა­ვად მომ­ძებ­ნა", - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი მი­ქა­ძე.

მას კი­დევ ერთი ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც მე­ო­რე მე­უღ­ლის­გან შე­ე­ძი­ნა. ქალი გერ­მა­ნე­ლი ყო­ფი­ლა და მას­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლის შემ­დეგ იქორ­წი­ნა, თუმ­ცა 10 წლის წინ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი დაქვრივ­და:

"ბავ­შვი 11 წლის დამ­რჩა, ცოლი აღარ მო­ვიყ­ვა­ნე და მარ­ტომ გავ­ზარ­დე. ჩემი კოტე ივ­ნის­ში 22 წლის გახ­და, კარ­გი ბი­ჭია, ახლა ცო­ლიც მო­იყ­ვა­ნა... უფ­რო­სი ვაჟი კი ინ­გლის­შია გაზ­რდი­ლი" - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

გი­ორ­გი მი­ქა­ძემ თბი­ლის­ში გად­მოს­ვლის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კონ­კურ­სში - იმ დრო­ის­თვის ახ­ლად­გახ­სნილ "რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლე­ში" კად­რებს არ­ჩევ­დნე­ნო.

"ჩემი ნაშ­რო­მი მო­ი­წო­ნეს და ცნო­ბი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფის, ომარ მხე­ი­ძის მო­ად­გი­ლე გავ­ხდი. მერე სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ კუ­რორ­ტებს კუ­რი­რებ­და, გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ გა­და­მიყ­ვა­ნეს. სწო­რედ მა­შინ გა­იხ­სნა კუ­რორ­ტი გუ­და­უ­რიც, მახ­სოვს, 1988 წლის 5 მა­ი­სი იყო. მა­ნამ­დე სომ­ხე­თის მი­წისძვრის შემ­დგო­მი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეც ვი­ყა­ვი, მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, კო­ჯორ­ში დევ­ნი­ლე­ბის­თვის სა­ნა­ტო­რი­უ­მი, სკო­ლა გავ­ხსე­ნი... იმის მერე 90-იანი წლე­ბიც და­ი­წყო, დავ­კარ­გე თა­ნამ­დე­ბო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი," - ამ­ბობს რეს­პონ­დენ­ტი.

90-იან წლებ­ში, მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბას ბარ­ში დაკ­ვრით გა­და­ურ­ჩა. ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბი­დან, რო­გორც უამ­რა­ვი მისი თა­ნა­ტო­ლი, რო­კით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ეს და­ეხ­მა­რა.

"ირ­ლან­დი­ურ ბარ­ში ამე­რი­კულ, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან მუ­სი­კას ვუკ­რავ­დი. პე­რი­ო­დუ­ლად ექ­სკურ­სი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც და­ვი­წყე, ვმუ­შა­ობ­დი სა­ექ­სკურ­სიო ბი­უ­რო­ში" - აღ­ნიშ­ნავს 70 წლის გი­ორ­გი მი­ქა­ძე, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ცოტა ხნის წინ დად­გა, თუმ­ცა სტუ­დენ­ტო­ბის სურ­ვი­ლი დიდი ხა­ნია ჰქონ­და:

"7 წლის წინ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ინ­სულ­ტი და­მე­მარ­თა. ჩემი შვი­ლი გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა იყო, რომ გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ 9 კლა­სი და­ამ­თავ­რა და ისე, რომ არ ვი­ცო­დი, სწავ­ლა "იკა­როს­ში" და­ი­წყო, სას­წავ­ლე­ბელ­ში, რო­მე­ლიც ტუ­რიზ­მის­თვის სა­ჭი­რო კად­რებს ამ­ზა­დებს. სა­რეს­ტორ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ­და, მიმ­ტა­ნა­დაც მუ­შა­ობ­და და ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბო­და, რომ ფეხ­ზე დავ­მდგა­რი­ყა­ვი. მეხ­მა­რე­ბო­და უფ­რო­სი ვა­ჟიც.

ერთ დღე­საც, კო­ტემ მი­თხრა - ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ით, დეპ­რე­სი­ა­ში რომ არ იყო, გა­სარ­თო­ბი გჭირ­დე­ბა. წიგ­ნე­ბის კი­თხვა გიყ­ვარს და მოდი, სას­წავ­ლე­ბელ­ში ერ­თად ჩა­ვა­ბა­როთ. მე სა­რეს­ტორ­ნო­ზე ვის­წავ­ლი, შენ - გი­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თო. ეს 4 წლის წინ იყო, 66 წლის ვი­ყა­ვი... მოკ­ლედ, ჩა­ვა­ბა­რე და მოვ­ხვდი. მე გი­დე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, კოტე - ბარ­მე­ნე­ბის" - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და დას­ძენს, რომ იქი­დან და­ი­წყო სა­ოც­რე­ბა, რად­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი აღ­მოჩ­ნდა - დაბ­რუ­ნე­ბა ისევ ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ხვდე­ბი, რის­თვის ცხოვ­რობ, რის­თვის იღ­ვი­ძებ, კი­დევ რა გჭირ­დე­ბა.

"სა­ერ­თოდ, საქ­მე ცვლის ადა­მი­ანს, მით უმე­ტეს საყ­ვა­რე­ლი საქ­მე... ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს, სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, სწავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ და ახლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გი­დე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. სა­დაც ჩუ­მად ჩა­ვა­ბა­რე, გა­ირ­კვა, რომ 100 კაცი იყო მსურ­ვე­ლი და მათ­გან 10 მოვ­ხვდით... ახლა უკვე მე­სა­მე კურ­სზე გა­დავ­დი­ვარ" - გვე­უბ­ნე­ბა 70 წლის სტუ­დენ­ტი.

თა­ნა­კურ­სე­ლებ­თან თა­ვი­დან გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა ყო­ფი­ლა - ცოტა დამ­ცი­ნა­ვი, ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუმ­ცა, მის­თვის მთა­ვა­რი მა­ინც მას­წავ­ლებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. პე­და­გო­გე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი სი­ბე­ჯი­თი­თა და მონ­დო­მე­ბით. ახლა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, გი­დო­ბის პრაქ­ტი­კა­საც გა­დის.

გი­ორ­გი მი­ქა­ძე სა­უ­ბარ­ში იმა­საც გვიმ­ხელს, რომ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ინ­ფარ­ქტიც გა­და­უ­ტა­ნია, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არა­ვის­თვის გა­უმ­ხე­ლია, ზამ­თრის არ­და­დე­გებს და­ემ­თხვაო.

"მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბევ­რს უთ­ქვამს, ზოგს გა­უ­ფიქ­რე­ბია და არ უთ­ქვამს - რა დროს შენი სწავ­ლა­აო? ჩემი პა­სუ­ხი ასე­თია: "არ მიყ­ვარს წა­გე­ბა და წა­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ცხოვ­რე­ბამ მიჩ­ვე­ნა და მირ­ჩევ­ნია, მოვ­კვდე და­ფას­თან, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბი­სას, ან ნარ­დის თა­მა­ში­სას. ის კი არა, ახლა ტუ­რო­პე­რა­ტო­რო­ბის სწავ­ლა მინ­და და ალ­ბათ ამ მი­მარ­თუ­ლებ­თაც გავ­ნაგ­რძობ ცოდ­ნის მი­ღე­ბას. უნდა მოვ­სინ­ჯო ძა­ლე­ბი.

ახალ­გაზ­რდებს და სა­ერ­თოდ ყვე­ლას მინ­და ვურ­ჩიო, ჩვენს ქვე­ყა­ნას ახლა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბა უშ­ვე­ლის, სწავ­ლა, სწავ­ლა და სწავ­ლა... ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლიც მალე და­ი­წყე­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და ვუ­სურ­ვო სტუ­დენ­ტებს!"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბავშვი 11 წლის დამრჩა, ცოლი აღარ მოვიყვანე და მარტომ გავზარდე..." - თსუ-ს 70 წლის სტუდენტის ტრაგიკული წარსული და ახალი ცხოვრება

"ბავშვი 11 წლის დამრჩა, ცოლი აღარ მოვიყვანე და მარტომ გავზარდე..." - თსუ-ს 70 წლის სტუდენტის ტრაგიკული წარსული და ახალი ცხოვრება

თქვენი არ ვიცი და მე პირველად ვესაუბრე 70 წლის სტუდენტს და ანდაზის - "სწავლა სიბერემდეო" სისწორეშიც დავრწმუნდი. გიორგი მიქაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და მიაჩნია, რომ ეს სენსაცია სულაც არ არის. ადამიანი მეტი განვითარებისკენ მუდმივად უნდა ისწრაფოდეს.

ჩვენ ბატონი გიორგის ცხოვრებას თანმიმდევრულად გავყევით, ამბობს, რომ ახალგაზრდობაში რუსეთში ორი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, მათ შორის, ეკონომიკური ფაკულტეტი.

"რუსეთში ვცხოვრობდი და ყველა ეტაპი - ბაღი, სკოლა უმაღლესი სასწავლებლები იქ მაქვს გავლილი. საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს დავბრუნდი, მაშინ აქ რთული პერიოდი იწყებოდა. მამიდამ ბინა დამიტოვა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, თუმცა გადმოსვლის სურვილი დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. მე მინდოდა, მაგრამ მეუღლეს ამის სურვილი არ ჰქონდა.

ჩვენ შორის სხვა გაუგებრობას ესეც დაემატა და დავშორდით... 5 წლის შვილი მასთან დავტოვე. რაღაც პერიოდი მათთან კონტაქტი კი მქონდა, მერე საერთოდ დაიკარგნენ, არაფერი ვიცოდი მათზე. ჩემი ყოფილი მეუღლე გათხოვილა, უცხოელს გაჰყოლია, გვარიც შეუცვლია და ვეღარ ვპოულობდი... 22 წლის შემდეგ ჩემმა ვაჟმა თავად მომძებნა", - გვეუბნება გიორგი მიქაძე.

მას კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც მეორე მეუღლისგან შეეძინა. ქალი გერმანელი ყოფილა და მასზე საქართველოში გადმოსვლის შემდეგ იქორწინა, თუმცა 10 წლის წინ ბატონი გიორგი დაქვრივდა:

"ბავშვი 11 წლის დამრჩა, ცოლი აღარ მოვიყვანე და მარტომ გავზარდე. ჩემი კოტე ივნისში 22 წლის გახდა, კარგი ბიჭია, ახლა ცოლიც მოიყვანა... უფროსი ვაჟი კი ინგლისშია გაზრდილი" - გვიყვება რესპონდენტი.

გიორგი მიქაძემ თბილისში გადმოსვლის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო კონკურსში - იმ დროისთვის ახლადგახსნილ "რიტუალების სასახლეში" კადრებს არჩევდნენო.

"ჩემი ნაშრომი მოიწონეს და ცნობილი ქორეოგრაფის, ომარ მხეიძის მოადგილე გავხდი. მერე სამინისტროში, რომელიც ადგილობრივ კურორტებს კურირებდა, განყოფილების უფროსის მოადგილედ გადამიყვანეს. სწორედ მაშინ გაიხსნა კურორტი გუდაურიც, მახსოვს, 1988 წლის 5 მაისი იყო. მანამდე სომხეთის მიწისძვრის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაობის აქტიური მონაწილეც ვიყავი, მინისტრის დავალებით, კოჯორში დევნილებისთვის სანატორიუმი, სკოლა გავხსენი... იმის მერე 90-იანი წლებიც დაიწყო, დავკარგე თანამდებობა და ყველაფერი," - ამბობს რესპონდენტი.

90-იან წლებში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობას ბარში დაკვრით გადაურჩა. ამბობს, რომ ბავშვობიდან, როგორც უამრავი მისი თანატოლი, როკით იყო გატაცებული და ეს დაეხმარა.

"ირლანდიურ ბარში ამერიკულ, ინგლისურენოვან მუსიკას ვუკრავდი. პერიოდულად ექსკურსიების ჩატარებაც დავიწყე, ვმუშაობდი საექსკურსიო ბიუროში" - აღნიშნავს 70 წლის გიორგი მიქაძე, რომლის ცხოვრებაც ახალი გამოწვევის წინაშე ცოტა ხნის წინ დადგა, თუმცა სტუდენტობის სურვილი დიდი ხანია ჰქონდა:

"7 წლის წინ, მოულოდნელად ინსულტი დამემართა. ჩემი შვილი გერმანულ სკოლაში სწავლობდა, კარგი პერსპექტივა იყო, რომ გერმანიაში სასწავლებლად წასულიყო. მაგრამ 9 კლასი დაამთავრა და ისე, რომ არ ვიცოდი, სწავლა "იკაროსში" დაიწყო, სასწავლებელში, რომელიც ტურიზმისთვის საჭირო კადრებს ამზადებს. სარესტორნო მიმართულებით სწავლობდა, მიმტანადაც მუშაობდა და ყველანაირად მეხმარებოდა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. მეხმარებოდა უფროსი ვაჟიც.

ერთ დღესაც, კოტემ მითხრა - ექიმის კონსულტაციით, დეპრესიაში რომ არ იყო, გასართობი გჭირდება. წიგნების კითხვა გიყვარს და მოდი, სასწავლებელში ერთად ჩავაბაროთ. მე სარესტორნოზე ვისწავლი, შენ - გიდების მიმართულებითო. ეს 4 წლის წინ იყო, 66 წლის ვიყავი... მოკლედ, ჩავაბარე და მოვხვდი. მე გიდების ფაკულტეტზე, კოტე - ბარმენების" - გვიყვება ბატონი გიორგი და დასძენს, რომ იქიდან დაიწყო საოცრება, რადგანაც ეს ყველაფერი ნამდვილი ანტიდეპრესანტი აღმოჩნდა - დაბრუნება ისევ ცხოვრებაში, როცა ხვდები, რისთვის ცხოვრობ, რისთვის იღვიძებ, კიდევ რა გჭირდება.

"საერთოდ, საქმე ცვლის ადამიანს, მით უმეტეს საყვარელი საქმე... ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, საშუალება ჰქონდათ, სწავლა უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ და ახლა უნივერსიტეტში გიდების ფაკულტეტზე ვსწავლობ. სადაც ჩუმად ჩავაბარე, გაირკვა, რომ 100 კაცი იყო მსურველი და მათგან 10 მოვხვდით... ახლა უკვე მესამე კურსზე გადავდივარ" - გვეუბნება 70 წლის სტუდენტი.

თანაკურსელებთან თავიდან გარკვეული პრობლემა ყოფილა - ცოტა დამცინავი, ცინიკური დამოკიდებულება. თუმცა, მისთვის მთავარი მაინც მასწავლებლებთან ურთიერთობა იყო. პედაგოგები გაოცებულები არიან მისი სიბეჯითითა და მონდომებით. ახლა საკუთარი ინიციატივით, გიდობის პრაქტიკასაც გადის.

გიორგი მიქაძე საუბარში იმასაც გვიმხელს, რომ სტუდენტობის პერიოდში ინფარქტიც გადაუტანია, მაგრამ უნივერსიტეტში არავისთვის გაუმხელია, ზამთრის არდადეგებს დაემთხვაო.

"მიუხედავად ამისა, ბევრს უთქვამს, ზოგს გაუფიქრებია და არ უთქვამს - რა დროს შენი სწავლააო? ჩემი პასუხი ასეთია: "არ მიყვარს წაგება და წაგებული ადამიანები, ცხოვრებამ მიჩვენა და მირჩევნია, მოვკვდე დაფასთან, ვიდრე ტელევიზორის ყურებისას, ან ნარდის თამაშისას. ის კი არა, ახლა ტუროპერატორობის სწავლა მინდა და ალბათ ამ მიმართულებთაც გავნაგრძობ ცოდნის მიღებას. უნდა მოვსინჯო ძალები.

ახალგაზრდებს და საერთოდ ყველას მინდა ვურჩიო, ჩვენს ქვეყანას ახლა მხოლოდ განათლება უშველის, სწავლა, სწავლა და სწავლა... ახალი სასწავლო წელიც მალე დაიწყება და წარმატებები მინდა ვუსურვო სტუდენტებს!"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ