პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები - მაია მიმინოშვილის ბრიფინგის დეტალები
როგორია წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები - მაია მიმინოშვილის ბრიფინგის დეტალები

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, წელს სტუ­დენ­ტი 27 906 აპ­ლი­კან­ტი გახ­და, რაც გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 70%-ს წარ­მო­ად­გენს.

ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფომ სულ 10 614 სტუ­დენ­ტი და­ა­ფი­ნან­სა, სა­ი­და­ნაც სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი 6 543-მა სტუ­დენ­ტმა მო­ი­პო­ვა, ხოლო სა­ხელ­მწი­ფომ სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სა 4 071 სტუ­დენ­ტი.

“1 000-ზე ოდ­ნავ მე­ტია 100%-იანი გრან­ტის მფლო­ბე­ლი, 1 500-მდეა იმ ახალ­გაზ­რდე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც 70%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვეს და და­ახ­ლო­ე­ბით, 4 000-ია იმ ახალ­გაზ­რდე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც 50%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვეს. სა­ერ­თო ჯამ­ში, შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 6 500-ზე მე­ტია იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი შე­დე­გით მო­ა­ხერ­ხეს სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტის მო­პო­ვე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი კი ის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც იმ სა­ხელ­მწი­ფო ფა­კუ­ლე­ტე­ტებ­ზე ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან, სა­დაც სწავ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ფი­ნანსდე­ბა”,- აღ­ნიშ­ნა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ენის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას, მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის თქმით, მას­ზე 1 211 აბი­ტუ­რი­ენ­ტი ჩა­ი­რი­ცხა, მათ შო­რის ერთი ოსუ­რე­ნო­ვა­ნი. მი­სი­ვე თქმით, პროგ­რა­მა­ზე ჩა­რი­ცხულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა წელს გა­ი­ზარ­და. ამას­თან, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლის ან კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით აპ­ლი­კან­ტთან 2%-მა ისარ­გებ­ლა.

გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­რი­ცხად ქუ­ლე­ბი არ ეყოთ, 482-ია.

ამას­თან, 39 000-ზე მეტი აპ­ლი­კან­ტი­დან მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა ან გა­მოც­და­ზე არ გა­მო­ცხად­და და­ახ­ლო­ე­ბით 12 000.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით ჩა­რი­ცხუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წელს 1%-ით გა­ი­ზარ­და.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში 14 569 ად­გი­ლი ვა­კან­ტუ­რი დარ­ჩა, მათ შო­რის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებს დე­ტა­ლუ­რად ვებ-გვერ­დზე დღეს, 13:00 სა­ათ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

როგორია წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები - მაია მიმინოშვილის ბრიფინგის დეტალები

როგორია წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები - მაია მიმინოშვილის ბრიფინგის დეტალები

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს წარმოადგენს.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი დააფინანსა, საიდანაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი 6 543-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სახელმწიფომ სრულად დააფინანსა 4 071 სტუდენტი.

“1 000-ზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1 500-მდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს და დაახლოებით, 4 000-ია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, დანარჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომლებიც იმ სახელმწიფო ფაკულეტეტებზე ჩაირიცხებიან, სადაც სწავლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება”,- აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ქართული ენის მომზადების პროგრამას, მაია მიმინოშვილის თქმით, მასზე 1 211 აბიტურიენტი ჩაირიცხა, მათ შორის ერთი ოსურენოვანი. მისივე თქმით, პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა წელს გაიზარდა. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიღებული ქულის ან კონკრეტული დავალების შეფასების გასაჩივრების შესაძლებლობით აპლიკანტთან 2%-მა ისარგებლა.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ უნივერსიტეტში ჩასარიცხად ქულები არ ეყოთ, 482-ია.

ამასთან, 39 000-ზე მეტი აპლიკანტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა ან გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 000.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს 1%-ით გაიზარდა.

ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი გამოცდების შედეგებს დეტალურად ვებ-გვერდზე დღეს, 13:00 საათზე გამოაქვეყნებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ