პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცნენ პირველკლასელთა მშობლები, რომ ბავშვებს სკოლასთან შეგუება გაუადვილდეთ? - გამოცდილი მასწავლებლების რჩევები
როგორ უნდა მოიქცნენ პირველკლასელთა მშობლები, რომ ბავშვებს სკოლასთან შეგუება გაუადვილდეთ? - გამოცდილი მასწავლებლების რჩევები

რა უნდა ჰქონ­დეს სწავ­ლის და­წყე­ბის პირ­ველ დღეს პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლეს თან? რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ მშობ­ლე­ბი, რომ ბავ­შვებს გა­უ­ად­ვილ­დეთ სკო­ლას­თან და ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა?

რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ მშობ­ლე­ბი და თუნ­დაც პე­და­გო­გე­ბი, როცა პირ­ველკ­ლა­სელს უჭირს სკო­ლას­თან შე­გუ­ე­ბა? რო­გო­რი სა­მო­სი უნდა ეც­ვას ბავ­შვს, რომ დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ექ­მნას?

რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, თუ ჭირ­ვე­უ­ლობს მოს­წავ­ლე და კლას­ში შე­მოს­ვლა არ უნდა, სახ­ლში წას­ვლას ითხოვს? რა ხდე­ბა სწავ­ლის და­წყე­ბის პირ­ველ დღეს?

რა უნდა ვურ­ჩი­ოთ მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც პირ­ვე­ლად მიჰ­ყავთ შვი­ლი სკო­ლა­ში?ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი,სამ სხვა­დას­ხვა სკო­ლის და­წყე­ბი­თი კლა­სის გა­მოც­დილ პე­და­გოგს ვთხო­ვეთ:

ნა­ტა­ლია წიკ­ლა­უ­რი, და­წყე­ბი­თი კლა­სის პე­და­გო­გი:

- პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლეს პირ­ველ დღეს, რო­გორც წესი არა­ფე­რი არ მო­აქვს - შე­საძ­ლოა, თუ უხა­რია, ჩან­თა წა­მო­ი­ღოს და მის­თვის სა­სურ­ვე­ლი სას­კო­ლო ნივ­თე­ბი ჩა­ა­ლა­გოს - პე­ნა­ლი, რამ­დე­ნი­მე ცალი რვე­უ­ლი, წყა­ლი. ეს დღე არის მი­სალ­მე­ბის, მი­ღე­ბის, გაც­ნო­ბის დღე, რო­მე­ლიც რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ტარ­დე­ბა. რა თქმა უნდა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სწავ­ლის და­წყე­ბამ­დე ვეხ­მი­ა­ნე­ბით მშობ­ლებს, ვაც­ნობთ სას­წავ­ლო დღის და­წყე­ბის თა­რიღს და ვუ­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვე­ლო­ბა აქვს მშობ­ლებ­თან და­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და მათ ჩარ­თვას სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცეს­ში, რაც ერთი მხრივ უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო ატ­მოს­ფე­როს­შექ­მნას, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ხელს უწყობს ბავ­შვის ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბას.

შუა ბავ­შვო­ბა ბავ­შვის სკო­ლა­ში შეს­ვლის პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა, 6 წლის ასა­კი­დან და 11 წლამ­დე გრძელ­დე­ბა. ეს პე­რი­ო­დი ხა­სი­ათ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ლა­ღით, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, შე­მეც­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, მოქ­ნი­ლი მოძ­რა­ო­ბის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბით, თვით­მარ­თვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბით. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდს სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მშო­ბელ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­მა იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შვის პო­ტენ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და მის ემო­ცი­უ­რად კარ­გად ყოფ­ნას შე­უ­წყოს ხელი.

ბავ­შვი მი­დის სკო­ლა­ში, თა­მა­ში­დან გა­და­დის დას­წავ­ლის ეტაპ­ზე, მან მო­თხოვ­ნით უნდა გა­ა­კე­თოს ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, რაც ნაკ­ლე­ბად სა­სი­ა­მოვ­ნო შე­იძ­ლე­ბა იყოს მის­თვის. სას­კო­ლო გა­რე­მო და მისი მო­თხოვ­ნე­ბი ბავ­შვის­თვის უცხო და სრუ­ლი­ად ახა­ლია. იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შვი ად­ვი­ლად შე­ე­გუ­ოს ახალ გა­რე­მოს და ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს სას­კო­ლო სი­ტუ­ა­ცია, მზად უნდა იყოს სკო­ლის­თვის.უფრო მე­ტად უჭირთ კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა და ზო­გა­დად ადაპ­ტა­ცია იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც არ და­დი­ან სა­ბავ­შვო ბაღ­ში ან სკო­ლას­თან არ­სე­ბულ სკო­ლამ­დელ აღ­ზრდის ჯგუ­ფებ­ში, რო­მელ­თაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა აქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

პროგ­რა­მის შე­დე­გად, ბავ­შვე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი იზ­რდე­ბა. ისი­ნი მზად არი­ან სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლად და აქვთ კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წი­ნა­რე აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბი. თუმ­ცა, ეს სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც შე­საძ­ლოა მო­ა­ხერ­ხოს მშო­ბელ­მა, თუ ის აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდის პრო­ცეს­ში. დღეს, სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას უფრო ვა­წყდე­ბით, ვი­ნა­ი­დან მშობ­ლებს შვი­ლე­ბის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ სცა­ლი­ათ, და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბით.

მშობ­ლე­ბი უნდა აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ბავ­შვებს, ეც­ნო­ბოდ­ნენ მათ უნარ-შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, უს­მენ­დნენ. ხში­რად, იმის ნაც­ვლად, რომ მო­ვუს­მი­ნოთ ბავ­შვს, მო­თხოვ­ნებს ვუ­ყე­ნებთ, ეს ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებთ და აგ­რე­სი­ას იწ­ვევს მათ­ში, რაც ბუ­ნებ­რი­ვია. სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე უნდა ეცა­დოს მშო­ბე­ლი ესა­უბ­როს მათ, და­დე­ბი­თი გან­წო­ბა შე­უქ­მნას სკო­ლა­ზე. ხში­რად მშობ­ლებს უნ­დათ შვი­ლებ­მა უკვე იცოდ­ნენ წერა-კი­თხვა.

გა­სა­გე­ბია, ყვე­ლას მშო­ბელს სურს წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლი ჰყავ­დეს, მაგ­რამ სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო მან სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე იცო­დეს ეს. მშობ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კარ­გად გრძნობს ბავ­შვი, ამი­ტომ სა­ჭი­როა თა­ვად მშო­ბე­ლი იყოს და­დე­ბი­თად გან­წყო­ბი­ლი, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ზედ­მე­ტი მო­თხოვ­ნე­ბი არ წა­უ­ყე­ნოს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ვე­ლი დღე და ამი­ტო­მაც, რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე მშო­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს ამ დღის­თვის.

შე­ვუქ­მნათ მას ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა, შე­ვა­ქოთ, ვაგ­რძნო­ბი­ნოთ, რომ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია მისი სკო­ლა­ში მის­ვლა. თუნ­დაც იმით, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ნამ­დვილ მოს­წავ­ლეს ჰგავს, შე­ვუქ­მნათ შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

თამუნა
0

ქალბატონი ნატალია ნამდვილად გამორჩეული პედაგოგია! თითოეულ ბავშვს ისეთი პასუხისმგებლობით ექცევა, როგორც დედა ინატრებს. მისი ჩატარებული გაკვეთილები ყოველთვის სამაგალითო იყო სკოლაში, სადაც ის წლების განმავლობაში ასწავლიდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

როგორ უნდა მოიქცნენ პირველკლასელთა მშობლები, რომ ბავშვებს სკოლასთან შეგუება გაუადვილდეთ? - გამოცდილი მასწავლებლების რჩევები

როგორ უნდა მოიქცნენ პირველკლასელთა მშობლები, რომ ბავშვებს სკოლასთან შეგუება გაუადვილდეთ? - გამოცდილი მასწავლებლების რჩევები

რა უნდა ჰქონდეს სწავლის დაწყების პირველ დღეს პირველი კლასის მოსწავლეს თან? რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვებს გაუადვილდეთ სკოლასთან და ახალ გარემოსთან შეგუება?

რა შეცდომებს უშვებენ მშობლები და თუნდაც პედაგოგები, როცა პირველკლასელს უჭირს სკოლასთან შეგუება? როგორი სამოსი უნდა ეცვას ბავშვს, რომ დისკომფორტი არ შეექმნას?

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჭირვეულობს მოსწავლე და კლასში შემოსვლა არ უნდა, სახლში წასვლას ითხოვს? რა ხდება სწავლის დაწყების პირველ დღეს?

რა უნდა ვურჩიოთ მშობლებს, რომლებსაც პირველად მიჰყავთ შვილი სკოლაში?ამ კითხვებზე პასუხი,სამ სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასის გამოცდილ პედაგოგს ვთხოვეთ:

ნატალია წიკლაური, დაწყებითი კლასის პედაგოგი:

- პირველი კლასის მოსწავლეს პირველ დღეს, როგორც წესი არაფერი არ მოაქვს - შესაძლოა, თუ უხარია, ჩანთა წამოიღოს და მისთვის სასურველი სასკოლო ნივთები ჩაალაგოს - პენალი, რამდენიმე ცალი რვეული, წყალი. ეს დღე არის მისალმების, მიღების, გაცნობის დღე, რომელიც რასაკვირველია, ღონისძიების სახით ტარდება. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სწავლის დაწყებამდე ვეხმიანებით მშობლებს, ვაცნობთ სასწავლო დღის დაწყების თარიღს და ვუსურვებთ წარმატებებს.

მოგეხსენებათ, რამდენად დიდი მნიშველობა აქვს მშობლებთან დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და მათ ჩართვას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში, რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფს თანამშრომლობას, ურთიერთგაგებასა და სასიამოვნო ატმოსფეროსშექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობს ბავშვის ახალ გარემოსთან შეგუებას.

შუა ბავშვობა ბავშვის სკოლაში შესვლის პერიოდიდან იწყება, 6 წლის ასაკიდან და 11 წლამდე გრძელდება. ეს პერიოდი ხასიათდება განსაკუთრებული სილაღით, ცნობისმოყვარეობით, შემეცნების სიყვარულით, მოქნილი მოძრაობის სწრაფი განვითარებით, თვითმართვის უნარის განვითარებით. აღნიშნულ პერიოდს სირთულეები ახლავს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მშობელმა და მასწავლებელმა იმისათვის, რომ ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარებას და მის ემოციურად კარგად ყოფნას შეუწყოს ხელი.

ბავშვი მიდის სკოლაში, თამაშიდან გადადის დასწავლის ეტაპზე, მან მოთხოვნით უნდა გააკეთოს ისეთი დავალებები, რაც ნაკლებად სასიამოვნო შეიძლება იყოს მისთვის. სასკოლო გარემო და მისი მოთხოვნები ბავშვისთვის უცხო და სრულიად ახალია. იმისათვის, რომ ბავშვი ადვილად შეეგუოს ახალ გარემოს და ნაკლებად სტრესული აღმოჩნდეს სასკოლო სიტუაცია, მზად უნდა იყოს სკოლისთვის.უფრო მეტად უჭირთ კონტაქტის დამყარება და ზოგადად ადაპტაცია იმ ბავშვებს, რომლებიც არ დადიან საბავშვო ბაღში ან სკოლასთან არსებულ სკოლამდელ აღზრდის ჯგუფებში, რომელთაც სპეციალური სასკოლო მზაობის პროგრამა აქვთ შემუშავებული.

პროგრამის შედეგად, ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. ისინი მზად არიან სკოლაში წასასვლელად და აქვთ კარგად განვითარებული წინარე აკადემიური უნარები. თუმცა, ეს სახლის პირობებშიც შესაძლოა მოახერხოს მშობელმა, თუ ის აქტიურად იქნება ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში. დღეს, სწორედ ამ პრობლემას უფრო ვაწყდებით, ვინაიდან მშობლებს შვილებისთვის ფაქტობრივად აღარ სცალიათ, დაკავებულნი არიან სამსახურის საქმეებით.

მშობლები უნდა აკვირდებოდნენ ბავშვებს, ეცნობოდნენ მათ უნარ-შესაძლებლობებს, უსმენდნენ. ხშირად, იმის ნაცვლად, რომ მოვუსმინოთ ბავშვს, მოთხოვნებს ვუყენებთ, ეს ძალიან აღიზიანებთ და აგრესიას იწვევს მათში, რაც ბუნებრივია. სკოლაში მისვლამდე უნდა ეცადოს მშობელი ესაუბროს მათ, დადებითი განწობა შეუქმნას სკოლაზე. ხშირად მშობლებს უნდათ შვილებმა უკვე იცოდნენ წერა-კითხვა.

გასაგებია, ყველას მშობელს სურს წარმატებული შვილი ჰყავდეს, მაგრამ სულაც არ არის საჭირო მან სკოლაში მისვლამდე იცოდეს ეს. მშობლის დამოკიდებულებას კარგად გრძნობს ბავშვი, ამიტომ საჭიროა თავად მშობელი იყოს დადებითად განწყობილი, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ზედმეტი მოთხოვნები არ წაუყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი დღე და ამიტომაც, როგორც მასწავლებელი, ასევე მშობელი განსაკუთრებულად უნდა ემზადებოდეს ამ დღისთვის.

შევუქმნათ მას ამაღლებული განწყობა, შევაქოთ, ვაგრძნობინოთ, რომ ძალიან გვიხარია მისი სკოლაში მისვლა. თუნდაც იმით, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება, ნამდვილ მოსწავლეს ჰგავს, შევუქმნათ შესაბამისი გარემო. განაგრძეთ კითხვა

ნინა სუბლატი დედა გახდა - ახალშობილის ფოტო მომღერლის "ინსტაგრამიდან"

"მამა არ მოკლავდა თავის შვილს, 1500 ლარი მისცა, "კვადრო" უყიდა" - გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მეორე დას განსხვავებული პოზიცია აქვს

"დაზიანდა მატარებელი" - მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მოძრაობა შეფერხებული იყო