მერაბ სეფაშვილი 30 აგვისტოს ბათუმში კონცერტს მართავს. ოქტომბრისთვის კი მომღერალი გრანდიოზული სოლო კონცერტისთვის ემზადება - 14 ოქტომბერს სეფაშვილის თაყვანისმცემლებს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) უმასპინძლებს.
ცოტა ხნის წინ სეფაშვილი მეგობრებთან ერთად თურქეთში იყო, სადაც მან და ნინო ჩხეიძემ კონცერტი გამართეს. ჩხეიძე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ერთობლივ ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ის და მერაბ სეფაშვილი მეგობრებთან ერთად არიან ასახული.
ფოტოზე განსაკუთრებულ ყურადღებას მერაბ სეფაშვილის ვარცხნილობის ახალი სტილი იქცევს. მისი ცნობა, ერთი შეხედვით შესაძლოა, გაგიჭირდეთ კიდეც.
"სეფაშვილის ქოჩორი მკლავს, ნამეტანი გადაუნერგია"; "რავარი ქოჩრიანი გახდა?!"; "მერაბის ახალი სტილი მაგარია, გვიყვარხარ", - წერენ ფოტოს კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.