ავტორი:

როდის აჩენს მეოთხე შვილს და ჩაცმის როგორი სტილი აქვს 9 თვის ორსულ ანუკი არეშიძეს - ფოტოები "ინსტაგრამიდან"

როდის აჩენს მეოთხე შვილს და ჩაცმის როგორი სტილი აქვს 9 თვის ორსულ ანუკი არეშიძეს - ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ანუკა არეშიძე და კახა კალაძე მეოთხე შვილის მოლოდინში არიან. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ წყვილს სამი ბიჭის შემდეგ გოგონა შეეძინება.

დიზაინერმა ორსულობისას 22 კილოგრამი მოიმატა, თუმცა ზედმეტი წონაც ძალიან მოიხდინა და ორსულობაშიც იდეალურად გამოიყურება. ანუკი დახვეწილ სტილს არც ორსულობისას ღალატობს და მუდმივად გემოვნებიანი საორსულო სამოსი აცვია, რომელსაც საყვარელი ფერების შესაბამისად არჩევს. მის სამოსში კვლავ ჭარბობს ვარდისფერი და ხაკისფერი ფერები.

ორსული დიზაინერი აქტიურობს სოციალურ ქსელშიც და "ინსტაგრამზე" თითქმის ყოველდღიურად ათავსებს ახალ-ახალ ფოტოებსა და "სთორებს". ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ანუკის Zara-ს ხაკისფერი კაბა აცვია, დიზაინერმა მიაწერა, რომ მშობიარობამდე კვირაზე ნაკლები დარჩა. ანუკის გამომწერები წერენ, რომ ის ულამაზესი ქალი და სამაგალითო დედაა.

ორსულობის ბოლო დღეებს თბილისის მერის მეუღლე საფრანგეთსა და იტალიაში ატარებს, მასთან ერთად არიან მისი და კახა კალაძის შვილები - ლევანიკო, კახი უმცროსი და პატარა ვაჩე.

AMBEBI.GE-თვის ცნობილი გახდა, რომ ანუკი არეშიძე მეოთხე შვილსაც საკეისრო კვეთით გააჩენს. დიზაინერი იტალიაში იმშობიარებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წყვილი პატარას სავარაუდოდ, 5 სექტემბერს ელოდება. კახა კალაძე კი იტალიაში 4 სექტემბერს გაემგზავრება.

ფოტოები ანუკი არეშიძის ინსტაგრამიდან

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს