მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გამოხატავს სიტყვა “საწნახელი“ და როგორ ამუშავებდნენ ყურძენს ძველად
რას გამოხატავს სიტყვა “საწნახელი“ და როგორ ამუშავებდნენ ყურძენს ძველად

იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ მეღ­ვი­ნე­ო­ბა უძ­ვე­ლე­სი დარ­გია, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ამ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მე­ურ­ნეო ჭურ­ჭელს. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ყუ­რძნის და­სა­ჭყლეტ-და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ნივ­თი, რო­მელ­საც საწ­ნა­ხე­ლი ეწო­დე­ბა. სი­ტყვა “საწ­ნა­ხელ­ში“, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­ხა­ტუ­ლია მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ყუ­რძნის ჭყლეტ­ვა­სა და წნეხ­ვას გუ­ლის­ხმობს. პრე­ის­ტო­რი­ულ ადა­მი­ანს ყუ­რძე­ნი ხე­ლით უნდა და­ე­წუ­რა. ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში იცოდ­ნენ ყუ­რძნის და­წურ­ვა ტყავ­ზე, გო­დორ­ში, ვარცლ­ზე, სე­ლის ტომ­რებ­ში, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და მა­ღა­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სწო­რედ საწ­ნა­ხე­ლია, რომ­ლის უძ­ვე­ლე­სი ნი­მუ­შე­ბი კლდე­ებ­შია ამოკ­ვე­თი­ლი და IV ათას­წლე­უ­ლით თა­რიღ­დე­ბა. ასე­თი კლდე­ში ამოკ­ვე­თი­ლი საწ­ნა­ხე­ლე­ბი ამ­ჟა­მა­დაც შე­მორ­ჩე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში - უფ­ლის­ცი­ხე­ში, ვარ­ძი­ა­ში, გა­რე­ჯში, ნეკ­რეს­ში და სხვა­გან. მათი გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კაც და და­მუ­შა­ვე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბაც მა­ღა­ლი სა­მე­ურ­ნეო დო­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

საწ­ნა­ხე­ლის მე­ო­რე ტიპი - კირხსნა­რით აგე­ბუ­ლი საწ­ნა­ხე­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქარ­თლსა და კა­ხეთ­ში. ასე­თი საწ­ნა­ხე­ლი ზოგ­ჯერ ორად იყო გა­ყო­ფი­ლი, ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყ­რე­ბო­და შავი ყუ­რძე­ნი, ხოლო მე­ო­რე­ში - თეთ­რი. ორი­ვე ნა­წილს ცალ-ცალ­კე ჰქონ­და წვე­ნის გა­მო­სა­ვა­ლი. კირხსნა­რით აგე­ბუ­ლი საწ­ნა­ხე­ლე­ბი მას­შტა­ბუ­რი სა­მე­ურ­ნეო პრო­ცე­სე­ბის­თვის იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და დიდი ფე­ო­და­ლუ­რი მარ­ნე­ბის­თვის გახ­ლდათ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

მე­სა­მე ტი­პის, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, საწ­ნა­ხე­ლი არის ხის. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რას გამოხატავს სიტყვა “საწნახელი“ და როგორ ამუშავებდნენ ყურძენს ძველად

რას გამოხატავს სიტყვა “საწნახელი“ და როგორ ამუშავებდნენ ყურძენს ძველად

იმის საჩვენებლად, რომ მეღვინეობა უძველესი დარგია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ პროცესთან დაკავშირებულ სამეურნეო ჭურჭელს. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ყურძნის დასაჭყლეტ-დასამუშავებელი ნივთი, რომელსაც საწნახელი ეწოდება. სიტყვა “საწნახელში“, ფაქტობრივად, გამოხატულია მოქმედება, რომელიც ყურძნის ჭყლეტვასა და წნეხვას გულისხმობს. პრეისტორიულ ადამიანს ყურძენი ხელით უნდა დაეწურა. ძველ საქართველოში იცოდნენ ყურძნის დაწურვა ტყავზე, გოდორში, ვარცლზე, სელის ტომრებში, მაგრამ განვითარებული და მაღალი მეურნეობის მაჩვენებელი სწორედ საწნახელია, რომლის უძველესი ნიმუშები კლდეებშია ამოკვეთილი და IV ათასწლეულით თარიღდება. ასეთი კლდეში ამოკვეთილი საწნახელები ამჟამადაც შემორჩენილია საქართველოში - უფლისციხეში, ვარძიაში, გარეჯში, ნეკრესში და სხვაგან. მათი გამოყენების პრაქტიკაც და დამუშავების ხელოვნებაც მაღალი სამეურნეო დონის მაჩვენებელია.

საწნახელის მეორე ტიპი - კირხსნარით აგებული საწნახელი გავრცელებული იყო საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი ქართლსა და კახეთში. ასეთი საწნახელი ზოგჯერ ორად იყო გაყოფილი, ერთ განყოფილებაში იყრებოდა შავი ყურძენი, ხოლო მეორეში - თეთრი. ორივე ნაწილს ცალ-ცალკე ჰქონდა წვენის გამოსავალი. კირხსნარით აგებული საწნახელები მასშტაბური სამეურნეო პროცესებისთვის იყო გათვალისწინებული და დიდი ფეოდალური მარნებისთვის გახლდათ დამახასიათებელი.

მესამე ტიპის, ყველაზე გავრცელებული, საწნახელი არის ხის. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს