პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - კუს ტბის ტყეში სასტუმრო არ აშენდება
კახა კალაძე - კუს ტბის ტყეში სასტუმრო არ აშენდება

კუს ტბის გზა­ზე, რეს­ტო­რან „ოტი­უ­მის“ მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს სას­ტუმ­რო არ აშენ­დე­ბა. მსგავს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მშე­ნებ­ლო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ „ოტი­უმ­თან“ მი­სულ­მა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, შპს „არმ­ლენ­დერ ასო­ში­ეტ­სი“-ს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა მე­რი­ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­უ­ჩე­რა და კომ­პა­ნია სა­მუ­შა­ო­ებს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე აწარ­მო­ებ­და. „ჩვენ ახლა კუს ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით, რეს­ტო­რან „ოტი­უ­მის“ წინ, სა­დაც მი­წის სა­ძირ­კვლის ამო­ღე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნე­ბარ­თვოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა და რე­ა­გი­რე­ბა მყი­სი­ე­რად მოხ­და. აღ­ნიშ­ნულ ობი­ექ­ტზე სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა არ არ­სე­ბობს. ადრე იყო გა­ცე­მუ­ლი და ამ­ჯე­რად ნე­ბარ­თვა გა­ბა­თი­ლე­ბუ­ლია. ჩემ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბუ­ლია მსგავს ად­გი­ლებ­ზე სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მი­თუ­მე­ტეს კუს ტბის ტყე­ში. მე, რო­გორც ვიცი, აქ სას­ტუმ­რო უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძემ მე­რის მო­ად­გი­ლე­ებს და­ა­ვა­ლა, ტე­რი­ტო­რი­ის მე­სა­კუთ­რის­თვის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის სა­კი­თხზე იმუ­შა­ონ. „მე, რა თქმა უნდა, მეს­მის მე­პატ­რო­ნის, ვი­საც ეს მიწა თა­ვის დრო­ზე ნა­ყი­დი აქვს. მისი ინ­ტე­რე­სიც არ უნდა და­ვა­ზი­ა­ნოთ. ჩემს მო­ად­გი­ლე­ებს ვა­ვა­ლებ, რომ დღეს­ვე და­უ­კავ­შირ­დნენ მას და და­ი­წყონ სა­უ­ბა­რი ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა­ზე. არ­სე­ბობს რა­ღაც პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­საც არ უნდა ვუ­ღა­ლა­ტოთ. ჩვენ ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის და მშე­ნებ­ლო­ბის მომ­ხრე ვართ, მაგ­რამ არა ისეთ ად­გი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუს ტბის გზა­ზე, რეს­ტო­რან „ოტი­უ­მის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე დღეს შე­ვი­და, რა­ზეც მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­მა რე­ა­გი­რე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნა. სამ­სა­ხუ­რის ად­გილ­ზე მის­ვლის შე­დე­გად სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­და. ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, კომ­პა­ნი­ის მი­მართ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

კახა კალაძე - კუს ტბის ტყეში სასტუმრო არ აშენდება

კახა კალაძე - კუს ტბის ტყეში სასტუმრო არ აშენდება

კუს ტბის გზაზე, რესტორან „ოტიუმის“ მოპირდაპირე მხარეს სასტუმრო არ აშენდება. მსგავს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ „ოტიუმთან“ მისულმა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, შპს „არმლენდერ ასოშიეტსი“-ს მშენებლობის ნებართვა მერიამ რამდენიმე თვის წინ შეუჩერა და კომპანია სამუშაოებს ნებართვის გარეშე აწარმოებდა. „ჩვენ ახლა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რესტორან „ოტიუმის“ წინ, სადაც მიწის საძირკვლის ამოღების სამუშაოები უნებართვოდ მიმდინარეობდა. ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება და რეაგირება მყისიერად მოხდა. აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო ნებართვა არ არსებობს. ადრე იყო გაცემული და ამჯერად ნებართვა გაბათილებულია. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია მსგავს ადგილებზე სამშენებლო პროექტების განხორციელება, მითუმეტეს კუს ტბის ტყეში. მე, როგორც ვიცი, აქ სასტუმრო უნდა აშენებულიყო“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, ტერიტორიის მესაკუთრისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზების საკითხზე იმუშაონ. „მე, რა თქმა უნდა, მესმის მეპატრონის, ვისაც ეს მიწა თავის დროზე ნაყიდი აქვს. მისი ინტერესიც არ უნდა დავაზიანოთ. ჩემს მოადგილეებს ვავალებ, რომ დღესვე დაუკავშირდნენ მას და დაიწყონ საუბარი ადგილმონაცვლეობაზე. არსებობს რაღაც პრინციპები, რომელსაც არ უნდა ვუღალატოთ. ჩვენ ქალაქის განვითარების და მშენებლობის მომხრე ვართ, მაგრამ არა ისეთ ადგილებზე, რომლებიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის გზაზე, რესტორან „ოტიუმის“ მიმდებარე ტერიორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შეტყობინება თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დღეს შევიდა, რაზეც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა. სამსახურის ადგილზე მისვლის შედეგად სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, კომპანიის მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომები იქნება მიღებული.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო