პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოკვლევები, რომლებიც წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ - ეს რჩევები ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ
გამოკვლევები, რომლებიც წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ - ეს რჩევები ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ

ბოლო დროს, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას სულ უფრო ნაკ­ლე­ბად აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, რის მი­ზე­ზა­დაც უდ­რო­ო­ბას, უსახ­სრო­ბას ასა­ხე­ლებს. ზოგ­ჯერ ში­შიც აქვს, გა­ურ­ბის კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს.


რო­გორც უნდა იყო საქ­მე, ჯან­მრთე­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ძვირ­ფა­სი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მას­ზე ზრუნ­ვა - სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ამი­ტომ, სა­ჭი­როა, წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, ხოლო თუ რა ანა­ლი­ზე­ბია იმის­თვის სა­ჭი­რო, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­სულ­ტა­ცია ვთხო­ვეთ ჟურ­ნალ „ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის“ და mkurnali.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტორს, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილს:



- და­ა­ვა­დე­ბა­თა პრო­ფი­ლაქ­ტი­კა გა­ცი­ლე­ბით უფრო იაფი ჯდე­ბა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უფრო კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ვიდ­რე უკვე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა. პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის კი საკ­მა­რი­სია წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც სულ რამ­დე­ნი­მე ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა. ეს ანა­ლი­ზე­ბია:


  • სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი
  • შარ­დის სა­ერ­თო ან­ლი­ზი
  • სის­ხლის ბი­ო­ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზი - ქო­ლეს­ტე­რი­ნი­სა და მისი ფრაქ­ცი­ე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა, გლუ­კო­ზა სის­ხლში, კრე­ა­ტი­ნი­ნი, რო­მე­ლიც თირკმლის ფილტრა­ცი­ულ ფუნ­ქცი­ას გვიჩ­ვე­ნებს.

სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, ხომ არ მი­დის ორ­გა­ნიზ­მში ფა­რუ­ლი ინ­ფექ­ცია, ან­თე­ბა, ხომ არ არის ანე­მია, ხომ არ არის იმუ­ნი­ტე­ტი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი, ალერ­გი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლი.


შარ­დის ანა­ლი­ზით კი ვნა­ხუ­ლობთ თირკმლის ფუნ­ქცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, სა­შარ­დე გზებ­ში მიმ­დი­ნა­რე ან­თე­ბებს და სხვა პა­თო­ლო­გი­ებს.


ბი­ო­ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის, თირკმლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და მათი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი. დრო­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი შევ­ძლებთ, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი: ინ­სულ­ტი, ინ­ფარ­ქტი, თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა.


მათ, ვინც ხში­რად სტუმ­რობს სტო­მა­ტო­ლოგს, იკე­თებს ტა­ტუ­ი­რე­ბას, არის ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ხში­რად იც­ვლის სქე­სობ­რივ პარტნი­ო­რებს, უწევს ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა რა­ი­მე ქი­რურ­გი­უ­ლი პრობ­ლე­მის გამო, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ი­ტა­რონ სის­ხლის ანა­ლი­ზი ბ და ც ჰე­პა­ტი­ტებ­ზე და შიდსზე.


40 წლის ასა­კი­დან ამ გა­მოკ­ვლე­ვებს უნდა და­ე­მა­ტოს:

ქა­ლებ­ში - მა­მოგ­რა­ფია და გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გა­სინ­ჯვა, პაპ-ტეს­ტი. ჩვენ­თან ეს კვლე­ვე­ბი სკრი­ნიგ-პროგ­რა­მით არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სოა. საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის და გახ­ში­რე­ბის გამო პაპ-ტეს­ტი 25 წლი­დან ტარ­დე­ბა.


50 წლი­დან მა­მა­კა­ცებ­ში - სის­ხლში პროს­ტატ-სპე­ცი­ფი­კუ­რი ან­ტი­გე­ნის - პსა-ს ანა­ლი­ზი. პსა გა­მო­ავ­ლენს წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნეს და სიმ­სივ­ნის­წი­ნა მდგო­მა­რე­ო­ბებს. სხვა­თა შო­რის, დრო­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი პროს­ტა­ტის კიბო, ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად სრუ­ლად იკურ­ნე­ბა!


50 წლის შემ­დეგ სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის სკრი­ნინ­გიც - სის­ხლდე­ნა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტი (FOBT). ასე­ვე ური­გო არ იქ­ნე­ბა, თუ გას­ტროს­კო­პი­ულ კვლე­ვა­საც ჩა­ვი­ტა­რებთ. იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ეს კვლე­ვე­ბი მა­სობ­რი­ვად ტარ­დე­ბა, კუ­ჭი­სა და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბამ მკვეთ­რად იკლო.


აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც იოდ­დე­ფი­ცი­ტის ენ­დე­მურ კე­რა­ში, სა­ვალ­დე­ბუ­ლო კვლე­ვებს და­ე­მა­ტა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა (TSH, ექოს­კო­პია). კვლე­ვის პა­სუ­ხის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა, რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით დას­ჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შემ­დგო­მი მო­ნი­ტო­რინ­გი.



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

გამოკვლევები, რომლებიც წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ - ეს რჩევები ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ

გამოკვლევები, რომლებიც წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ - ეს რჩევები ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ

ბოლო დროს, ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას სულ უფრო ნაკლებად აქცევს ყურადღებას, რის მიზეზადაც უდროობას, უსახსრობას ასახელებს. ზოგჯერ შიშიც აქვს, გაურბის კვლევების შედეგებს.


როგორც უნდა იყო საქმე, ჯანმრთელობა ნებისმიერი ადამიანისთვის ძვირფასი, მნიშვნელოვანია და მასზე ზრუნვა - სავალდებულო. ამიტომ, საჭიროა, წელიწადში რამდენიმე კვლევის ჩატარება, ხოლო თუ რა ანალიზებია იმისთვის საჭირო, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაცია ვთხოვეთ ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ და mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორს, თამარ მამაცაშვილს:



- დაავადებათა პროფილაქტიკა გაცილებით უფრო იაფი ჯდება და ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების უფრო კარგი საშუალებაა, ვიდრე უკვე განვითარებული და გართულებული პათოლოგიების მკურნალობა. პროფილაქტიკისთვის კი საკმარისია წელიწადში ერთხელ მაინც სულ რამდენიმე ანალიზის ჩატარება. ეს ანალიზებია:


  • სისხლის საერთო ანალიზი
  • შარდის საერთო ანლიზი
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - ქოლესტერინისა და მისი ფრაქციების გამოკვლევა, გლუკოზა სისხლში, კრეატინინი, რომელიც თირკმლის ფილტრაციულ ფუნქციას გვიჩვენებს.

სისხლის საერთო ანალიზი გვაწვდის ინფორმაციას, ხომ არ მიდის ორგანიზმში ფარული ინფექცია, ანთება, ხომ არ არის ანემია, ხომ არ არის იმუნიტეტი დაქვეითებული, ალერგიისკენ მიდრეკილი.


შარდის ანალიზით კი ვნახულობთ თირკმლის ფუნქციურ მდგომარეობას, საშარდე გზებში მიმდინარე ანთებებს და სხვა პათოლოგიებს.


ბიოქიმიური ანალიზები საშუალებას მოგვცემს, ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და მათი რისკ-ფაქტორები. დროულად გამოვლენის შემთხვევაში კი შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ამ დაავადებების მძიმე გართულებები: ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.


მათ, ვინც ხშირად სტუმრობს სტომატოლოგს, იკეთებს ტატუირებას, არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორებს, უწევს ოპერაციული ჩარევა რაიმე ქირურგიული პრობლემის გამო, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სისხლის ანალიზი ბ და ც ჰეპატიტებზე და შიდსზე.


40 წლის ასაკიდან ამ გამოკვლევებს უნდა დაემატოს:

ქალებში - მამოგრაფია და გინეკოლოგიური გასინჯვა, პაპ-ტესტი. ჩვენთან ეს კვლევები სკრინიგ-პროგრამით არის უზრუნველყოფილი და აბსოლუტურად უფასოა. საშვილოსნოს კიბოს გაახალგაზრდავების და გახშირების გამო პაპ-ტესტი 25 წლიდან ტარდება.


50 წლიდან მამაკაცებში - სისხლში პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის - პსა-ს ანალიზი. პსა გამოავლენს წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეს და სიმსივნისწინა მდგომარეობებს. სხვათა შორის, დროულად გამოვლენილი პროსტატის კიბო, ოპერაციული მკურნალობის შედეგად სრულად იკურნება!


50 წლის შემდეგ საჭირო და აუცილებელია მსხვილი ნაწლავის სკრინინგიც - სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBT). ასევე ურიგო არ იქნება, თუ გასტროსკოპიულ კვლევასაც ჩავიტარებთ. იმ ქვეყნებში, სადაც ეს კვლევები მასობრივად ტარდება, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზით სიკვდილიანობამ მკვეთრად იკლო.


აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, როგორც იოდდეფიციტის ენდემურ კერაში, სავალდებულო კვლევებს დაემატა ფარისებრი ჯირკვლის პროფილაქტიკური გამოკვლევა (TSH, ექოსკოპია). კვლევის პასუხის შემდეგ გადაწყდება, რა პერიოდულობით დასჭირდება ადამიანს ამ მიმართულებით შემდგომი მონიტორინგი.



ახმეტელი მოსწავლეები სკოლის ბანკეტისთვის შეგროვილი ფულით ეკლესიას ხატს შესწირავენ

"გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა"  - ამირან გამყრელიძე

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გაიზარდა