პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წავედი ყელიწადზე, დედაჩემთან არ დარეკოთ... უთქვენოდაც ნერვიულობს“ - ვინ არიან ლაშქრობისას დაკავებული თბილისელი ახალგაზრდები
"წავედი ყელიწადზე, დედაჩემთან არ დარეკოთ... უთქვენოდაც ნერვიულობს“ - ვინ არიან ლაშქრობისას დაკავებული თბილისელი ახალგაზრდები

თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ ფაქ­ტზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ე.წ.სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი“.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მი­სია და ასე­ვე, ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში ლაშ­ქრო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­კა­ვე­ბულ­თა ასა­კი 22-30 წე­ლია, მათ­გან ორი გო­გო­ნაა, სამი - ბიჭი.

ყე­ლის ტბა­ზე სა­ლაშ­ქროდ მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტმა გა­ავ­რცე­ლა.

გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი - 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბექა მაღ­რა­ძე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქე­თე­ვან მაღ­რა­ძე, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მზია გო­მუ­რი, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვახ­ტანგ გუ­ბე­ლა­ძე და 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გია ბაღ­დოშ­ვი­ლი.

მზია გო­მურ­მა და­გეგ­მი­ლი ლაშ­ქრო­ბის შე­სა­ხებ 25 აგ­ვის­ტოს „ფე­ის­ბუქ­ზე“ და­წე­რა:

„წა­ვე­დი ყე­ლი­წად­ზე ჰოდა გთხოვთ დე­და­ჩემ­თან არ დარ­ე­კოთ ახ­ლობ­ლებ­მა ტექ­სტით: სად და­დის ეს გოგო. უთ­ქვე­ნო­დაც ნერ­ვი­უ­ლობს“

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშ­ქრო­ბის ხუ­თი­ვე მო­ნა­წი­ლე თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

00:00 / 00:00
ავტორი:

"წავედი ყელიწადზე, დედაჩემთან არ დარეკოთ... უთქვენოდაც ნერვიულობს“ - ვინ არიან ლაშქრობისას დაკავებული თბილისელი ახალგაზრდები

"წავედი ყელიწადზე, დედაჩემთან არ დარეკოთ... უთქვენოდაც ნერვიულობს“ - ვინ არიან ლაშქრობისას დაკავებული თბილისელი ახალგაზრდები

თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „საქართველოს მოქალაქეები ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული“.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მისია და ასევე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. დაკავებულთა ასაკი 22-30 წელია, მათგან ორი გოგონაა, სამი - ბიჭი.

ყელის ტბაზე სალაშქროდ მყოფი ახალგაზრდების ვინაობის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქეა დაკავებული - 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი.

მზია გომურმა დაგეგმილი ლაშქრობის შესახებ 25 აგვისტოს „ფეისბუქზე“ დაწერა:

„წავედი ყელიწადზე ჰოდა გთხოვთ დედაჩემთან არ დარეკოთ ახლობლებმა ტექსტით: სად დადის ეს გოგო. უთქვენოდაც ნერვიულობს“

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ლაშქრობის ხუთივე მონაწილე თბილისში ცხოვრობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ