„ბიოგრაფს ყოველთვის უწევს ტყუილის თქმა, რაღაცის დამავლვა, შელამაზება, თვალთმაქცობა, საკუთარი უცოდინრობის შენიღბვა, რადგან სხვისი ცხოვრების შესახებ სიმართლის გაგება შეუძლებელია და შესაძლებელიც რომ გახდეს, გამოუსადეგარია, რადგან უკვე წარსულია. თანაც ხალხი სიმართლის ცოდნას არ იმსახურებს,“ - წერდა ზიგმუნდ ფროიდი.
„ბიოგრაფს ყოველთვის არ უწევს ტყუილის თქმა, რაღაცის დამალვა, შელამაზება, თვალთმაქცობა, საკუთარი უცოდინრობის შენიღბვა, რადგან სხვისი ცხოვრების შესახებ სიმართლის გაგება შესაძლებელია, მეტიც - საინტერესო და გამოსადეგია, თანაც ადამიანები, თუ ყველა არა, ნაწილი მაინც - იმსახურებს სიმართლის ცოდნას,“ - აი, ასე, ფროიდისგან სრულიად საპირისპიროდ კი წერდა მისი ბიოგრაფი ჯორჯ თომფსონი.
ზიგმუნ ფროიდიც იმ ადამიანების კატეგორიას ეკუთვნის, რომელთა ისტორიაც ხალხისთვის გამოსადეგი და საინტერესოა. ებრაული წარმომავლობის ფროიდი გერმანიაში დაიბადა და გერმანულ გვარსაც ატარებდა, რომელიც მისმა ბაბუამ მიიღო.
ფროიდი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ლტოლვა, წინააღმდეგობის პრინციპი და გადატანა.
ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში 1939 წლის 23 სექტემბერს პირის ღრუს კიბოთი. მან დაავადების შესაჩერებლად 1923 წლიდან მოყოლებული 33 ოპერაცია გადაიტანა. ეს ყველაფერი კი მისთვის ძალიან დიდი ფიზიკური ტანჯვა იყო. ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან ძალიან იტანჯებოდა და აღარც არაფრის იმედი ჰქონდა. ფროიდი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ფროიდის შესახებ უამრავი საინტერესო წიგნი არსებობს. მისი ბიოგრაფია არაერთ ენაზეა თარგმნილი და ფსიქოლოგები დღემდე ფროიდის აღმოჩენებს იყენებენ. ფროიდის შესახებ ბიოგრაფიული გამოცემა „პალიტრა L-მა“ სერიის „50 პერსონის“ ფარგლებში გამოსცა. მისი შეძენა 27 აგვისტოდან მკითხველს, ჟურნალ ისტორიანთან ერთად შეუძლია.
რაც შეეხება თავად სერიას, ის გთავაზობთ საინტერესო ცნობებს ადამიანების შესახებ, რომლებმაც ისტორია შექმნეს და შეცვალეს. ამ ადამიანების შესახებ ბევრი ფაქტია ცნობილი, მაგრამ, ალბათ, იშვიათად გაცნობიხართ მასალას, სადაც პერსონაზე სრულიად განსხვავებული ფაქტებითა და ამბებით მოგითხრობენ. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება - ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ‐ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა და... ისტორია უდიდესი მოვლენის ქრონიკას ჩაინიშნავს ხოლმე! ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ - პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ზიგმუნდ ფროიდია.