Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი განმარტავს, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა თვითმფრინავამდე : "მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა"
პრემიერი განმარტავს, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა თვითმფრინავამდე : "მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა"

რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვის ძრა­ვე­ბი მუ­შა­ობს, არ შე­იძ­ლე­ბა ხა­ლი­ჩა ან რა­ი­მე ისე­თი იყოს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და­არ­ღვი­ოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გან­მარ­ტე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ა­კე­თა.

საქ­მე ეხე­ბა გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის ან­გე­ლა მერ­კე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბის დროს, თა­ვად კან­ცლე­რის შე­კი­თხვას პრე­მი­ე­რი­სად­მი, თუ რა­ტომ არ იყო თვითმფრი­ნა­ვამ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა და­გე­ბუ­ლი.

პრე­მი­ე­რის თქმით, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს აქვს კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა და მისი შე­კი­თხვა სწო­რედ ხუმ­რო­ბით იქნა დას­მუ­ლი.

„მინ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ვუ­პა­სუ­ხო თქვენს შე­კი­თხვას, იმი­ტომ რომ შე­მოქ­მე­დე­ბით მიდ­გო­მას ჰქონ­და ად­გი­ლი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში. „და­კარ­გუ­ლე­ბი თარ­გმან­ში“ - მე ასე და­ვარ­ქმევ­დი, იმ რამ­დე­ნი­მე ას­პექტს, რო­მელ­ზეც ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და. რაც შე­ე­ხე­ბო­და თარ­გმანს, რა თქმა უნდა, სე­რი­ო­ზუ­ლია, რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ოკუ­პა­ცი­ა­ზე და ქალ­ბა­ტონ მერ­კელს ჰქონ­და ძა­ლი­ან ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სწო­რი გზავ­ნი­ლი არა მხო­ლოდ თა­ვის სა­უ­ბარ­ში, არა­მედ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­შიც, რო­დე­საც ის მი­ვი­და მავ­თულხლარ­თებ­თან.

რაც შე­ე­ხე­ბა წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის ეპი­ზოდს, მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლად გი­პა­სუ­ხებთ. ქალ­ბა­ტონ მერ­კელს აქვს ძა­ლი­ან კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა და რო­დე­საც ჩვენ მივ­დი­ო­დით თვითმფრი­ნა­ვის­კენ, მან და­მის­ვა შე­კი­თხვა, ვი­ცო­დი თუ არა რა­ტომ არ იყო წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა და თვი­თონ­ვე მი­პა­სუ­ხა, ეს არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი, რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვის ძრა­ვე­ბი მუ­შა­ობს, არ შე­იძ­ლე­ბა ხა­ლი­ჩა იყოს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და­არ­ღვი­ოს.

მაგ­რამ მე კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რომ რო­დე­საც ასე­თი სტუ­მა­რი ჩა­მო­დის, სწო­რედ ეს არის უმ­თავ­რე­სი გზავ­ნი­ლი. რო­დე­საც ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სი მი­დის სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავს იმ პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც ჰქონ­და მის სამ­შობ­ლოს გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ­დე და ვხე­დავთ გერ­მა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რას, ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის და ამო­ცა­ნე­ბის მი­მართ, ეს არის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი ყვე­ლაფ­რის მი­მართ“, -გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

ავტორი:

პრემიერი განმარტავს, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა თვითმფრინავამდე : "მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა"

პრემიერი განმარტავს, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა თვითმფრინავამდე : "მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა"

როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს, არ შეიძლება ხალიჩა ან რაიმე ისეთი იყოს, რამაც შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განმარტება ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

საქმე ეხება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოდან გამგზავრების დროს, თავად კანცლერის შეკითხვას პრემიერისადმი, თუ რატომ არ იყო თვითმფრინავამდე მისასვლელ გზაზე წითელი ხალიჩა დაგებული.

პრემიერის თქმით, გერმანიის კანცლერს აქვს კარგი იუმორის გრძნობა და მისი შეკითხვა სწორედ ხუმრობით იქნა დასმული.

„მინდა შემოქმედებითად ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, იმიტომ რომ შემოქმედებით მიდგომას ჰქონდა ადგილი ხშირ შემთხვევაში. „დაკარგულები თარგმანში“ - მე ასე დავარქმევდი, იმ რამდენიმე ასპექტს, რომელზეც ყურადღება გამახვილდა. რაც შეეხებოდა თარგმანს, რა თქმა უნდა, სერიოზულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე და ქალბატონ მერკელს ჰქონდა ძალიან ერთმნიშვნელოვანი და სწორი გზავნილი არა მხოლოდ თავის საუბარში, არამედ გადაწყვეტილებაშიც, როდესაც ის მივიდა მავთულხლართებთან.

რაც შეეხება წითელი ხალიჩის ეპიზოდს, მაშინ სერიოზულად გიპასუხებთ. ქალბატონ მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და როდესაც ჩვენ მივდიოდით თვითმფრინავისკენ, მან დამისვა შეკითხვა, ვიცოდი თუ არა რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა, ეს არის ძალიან მარტივი უსაფრთხოების საკითხი, როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს, არ შეიძლება ხალიჩა იყოს, რამაც შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს.

მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ როდესაც ასეთი სტუმარი ჩამოდის, სწორედ ეს არის უმთავრესი გზავნილი. როდესაც ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი მიდის საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ხედავს იმ პრობლემას, რომელიც ჰქონდა მის სამშობლოს გერმანიის გაერთიანებამდე და ვხედავთ გერმანიის მხარდაჭერას, ჩვენი მიზნების და ამოცანების მიმართ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი ყველაფრის მიმართ“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები